თსსუ სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

თსსუ სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დელეგაციამ 2025 წლის 20-24 ოქტომბრის პერიოდში მონაწილეობა მიიღო სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

საზეიმო სხდომის ფარგლებში თსსუ-მ უნივერსიტეტის სახელით გადასცა ოფიციალური მისალმება და სამახსოვრო საჩუქრები მასპინძელ უნივერსიტეტს.

ღონისძიების ფარგლებში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე, თსსუ-მ წარადგინა მოხსენება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს ტენდენციებზე.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც განიხილეს თსსუ-სა და სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტს შორის შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები.