თსსუ-ში

თსსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  დოკუმენტური ფილმის „ივანე ჯავახიშვილი 150“ ჩვენება გაიმართა.

ფილმი გვიყვება ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების იმ მონაკვეთის შესახებ, რომელიც უკავშირდება უნივერსიტეტის გახსნას და გასაბჭოების შემდეგ ივანე ჯავახიშვილის წინაააღმდეგ დაწყებულ რეპრესიებს, რაც უნივერსიტეტის დატოვებით დასრულდა. 

ჩვენებას ესწრებოდნენ თსსუ-ის სტუდენტები, თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი, თსსუ-ის კანცლერი ალექსანდრე ბუაჩიძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და აკადემიური პერსონალი.

ფილმის ავტორი მარიკა ბაკურაძეა.