რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მეან-გინეკოლოგებისთვის ტრენინგი გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მეან-გინეკოლოგებისთვის ტრენინგი გაიმართა

2026 წლის 8-10 ივნისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული პროგრამა — „მწვავე ალერგიული რეაქციებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობები მეანობა-გინეკოლოგიაში“ (სახელმწიფო აკრედიტაცია №1076, 18 უპგ ქულა).

საგანმანათლებლო აქტივობის მიზანი იყო მეან-გინეკოლოგთა პროფესიული კომპეტენციის გაძლიერება, თანამედროვე კლინიკური მიდგომების გაცნობა და გადაუდებელი მდგომარეობების მართვის პრაქტიკული უნარების განვითარება.

ტრენინგს ხელმძღვანელობდნენ საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა ბოხუა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის აკადემიური დოქტორი გოჩა აბუთიძე.