თსსუ-ში AMEE-ის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ESME კურსი „AI in Health Professions Education“

თსსუ-ში AMEE-ის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ESME კურსი „AI in Health Professions Education“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მოქმედი AMEE-ის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ორგანიზებით, ESME-ის საერთაშორისო სასწავლო კურსი „AI in Health Professions Education“ ჩატარდა.

შეხვედრა, რომელიც  ონლაინ ფორმატში გაიმართა, სამედიცინო განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის ეფექტიან და პასუხისმგებლიან გამოყენებას მიეძღვნა. 

ტრენინგს უძღვებოდნენ დარგის საერთაშორისო ექსპერტები: კენ მასტერსი, რაკეშ პატელი, ჯეიმს ტომასი, მაიკლ როუი და ალისონ სტაროკი.

ოთხდღიანი სასწავლო კურსის ფარგლებში განხილული იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამედიცინო განათლებაში, მათ შორის: გენერაციული ხელოვნური ინტელექტის არქიტექტურა და შესაძლებლობები, მისი პასუხისმგებლიანი და ეთიკური გამოყენების პრინციპები, AI-ის ინტეგრირება სწავლებისა და სასწავლო მასალების შექმნის პროცესში, შეფასებისა და უკუკავშირის თანამედროვე მიდგომები, ასევე ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტენდენციები და მათი გავლენა სამედიცინო განათლების მომავალზე.

ტრენინგში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა სამედიცინო სკოლის 50 აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი, რომლებმაც მიიღეს თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკული ცოდნა ხელოვნური ინტელექტის საგანმანათლებლო პროცესებში გამოყენების მიმართულებით.