თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა მაგდალენა სოფია ვალშჰოფერმა კლინიკური სტაჟირების ერთთვიანი კურსი გაიარა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა მაგდალენა სოფია ვალშჰოფერმა კლინიკური სტაჟირების ერთთვიანი კურსი გაიარა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ინსბრუკის (ავსტრია) სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი მაგდალენა სოფია ვალშჰოფერი იმყოფებოდა. ის კლინიკურ სტაჟირებას (2023 წლის აგვისტო) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში, თსსუ-ის შინაგან დაავადებათა N2 დეპარტამენტში (ხელმძღვანელი პროფესორი ირმა ჭოხონელიძე) გადიოდა.

როგორც მაგდალენა სოფია ვალშჰოფერმა აღნიშნა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტაჟირების გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა იმ სტუდენტების შეფასებებისა და სარეკომენდაციო წერილების გაცნობა, რომლებიც გასულ წლებში იმყოფებოდნენ საქართველოში და სტაჟირება თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკებში გაიარეს.

,,ეს ჩემი მეორე ვიზიტია საქართველოში. ამ ხნის განმავლობაში სულ ვფიქრობდი ამ ქვეყანაში დაბრუნებას, გადავხედე ჩემი უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამებს, კავშირებს სხვადასხვა უნივერსიტეტთან, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის არის პარტნიორული ურთიერთობები, ჩემთვის ეს ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა. გავეცანი სარეკომენდაციო წერილებს, სადაც ავსტრიელი სტუდენტები დადებითად აფასებდნენ მათ ვიზიტსა და სტაჟირების პროცესს თსსუ-ში. წავიკითხე უამრავი შეფასება, მათ შორის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკასა და პროფესორ ირმა ჭოხონელიძეზე“,- აღნიშნავს სტუდენტი.