შეხვედრა ს. ასფენდიაროვის სახელობის ყაზახეთის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის სკოლის დეკანთან

შეხვედრა ს. ასფენდიაროვის სახელობის ყაზახეთის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის სკოლის დეკანთან

მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი შეხვდა ს. ასფენდიაროვის სახელობის ყაზახეთის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის სკოლის დეკანს, პროფესორ ზურიადა საკიპოვას (ყაზახეთი). შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამაზ ჭუმბურიძე, რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე და თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი ლაშა მსხილაძე.

პროფესორმა  ზურიადა საკიპოვამ აღნიშნა, რომ ის თსსუ-ში დაესწრო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას -  „მწვანე საშუალებები - მწვანე ტექნოლოგიებით - ჯანმრთელი სიცოცხლისათვის“. მან მაღალი შეფასება მისცა ჩატარებულ  კონფერენციას,  აღნიშნა, რომ ეს ისტორიული კონფერენცია იყო, რადგან პირველი კონფერენცია იყო საქართველოში, რომელიც შეეხო ახალ დარგს - კლინიკურ ფარმაციას. 

პროფესორმა  ზურიადა საკიპოვამ, ასევე,  ისაუბრა ს. ასფენდიაროვის სახელობის ყაზახეთის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტის დღევანდელობასა და სამომავლო გეგმებზე: „მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს ორ უნივერსიტეტს შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი. ეს ძალიან ფასეული იქნება ჩვენთვის და ვფიქრობ, მომავალში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში შეგვიწყობს ხელს“, - აღნიშნა მან.

თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, მზადყოფნა გამოხატა მომავალი თანამშრომლობისთვის. დაიგეგმა შესაბამისი ღონისძიებები.