თსსუ-ის დოქტორანტის კვლევითი სამუშაო სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში

თსსუ-ის დოქტორანტის კვლევითი სამუშაო სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ფარმაციის ფაკულტეტის დოქტორანტი ნიკო პაპიაშვილი, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის 1 თებერვლიდან 24 აპრილის ჩათვლით  იმყოფებოდა სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (ესპანეთი). 

ფარმაციის ფაკულტეტის სამრეწველო ფარმაციის დეპარტამენტში,  პროფესორ ლანდინ ფერეზ მარიანას ხელმძღვანელობით,  ნიკო პაპიაშვილმა წარმატებით შეასრულა სადოქტორო კვლევის (ოროდისპერსიული ტაბლეტების მომზადების ტექნოლოგიისა  და ხარისხის კონტროლის მეთოდების შემუშავება) პირველი ეტაპი - ოროდისპერსიული ტაბლეტების  ხარჯეფექტური კომპოზიციის შემუშავება. 

,,მობილობამ მომცა საშუალება დროის მცირე მონაკვეთში შემესრულებინა კვლევითი სამუშაოს დიდი ნაწილი, მიმეღო დიდი გამოცდილება და განმევითრებინა პროფესიული უნარები“ - აღნიშნა ნიკო პაპიაშვილმა.