19 ოქტომბრიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური პროცესი მიმდინარეობს ჰიბრიდული ფორმით, რაც გულისხმობს:
- კოვიდ - კლინიკებში დისლოცირებულ სასწავლო დეპარტამენტებში 19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესის განხორციელებას დისტანციურ რეჟიმში;
- სალექციო კურსების და უახლოეს კვირებში დანიშნული გამოცდების ჩატარებას დისტანციურ რეჟიმში;
- ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას არადისტანციურ რეჟიმში, შესაბამისი ეპიდემიოლოგიური რეგულაციების დაცვით.
იმ სტუდენტების საყურადღებოდ, რომლებიც ვერ შეძლებენ არადისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელებას, მოგახსენებთ შემდეგს:
სტუდენტის მიერ შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის სახელზე დაწერილი, ხელმოწერილი პერსონალური განცხადება აკადემიურ პროცესში დისტანციურად ჩართვის სურვილის შესახებ (დასკანერებული ან ფოტო-ფაილის სახით) მიიღება 2020 წლის 21 ოქტომბრის 17 საათამდე ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე:
მედიცინის ფაკულტეტი:
r.rukhadze@tsmu.edu
i.gvritishvili@tsmu.edu
k.ebralidze@tsmu.edu
სტომატოლოგიის ფაკულტეტი:
dentaldean@tsmu.edu
n.kipiani@tsmu.edu
ფარმაციის ფაკულტეტი:
a.bozhadze@tsmu.edu
t.chikviladze@tsmu.edu
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი:
marina.tsimakuridze@tsmu.edu
n.khunashvili@tsmu.edu
ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტი:
l.maskhulia@tsmu.edu
m.jgarkava@tsmu.edu