თსსუ-ში მედიცინის ფაკულტეტის  მეთორმეტე სემესტრელი სტუდენტებისთვის ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა  (OSCE) ჩატარდა

თსსუ-ში მედიცინის ფაკულტეტის მეთორმეტე სემესტრელი სტუდენტებისთვის ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE) ჩატარდა

2022 წლის 19-20 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტში ჩატარდა სასწავლო კურსის „შინაგან დაავადებათა მართვა და გერიატრიის საფუძვლები“ ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE) მედიცინის ფაკულტეტის  სტუდენტებისთვის.

OSCE მოიცავდა 12 სადგურს, სადაც სტუდენტები ასრულებდნენ კლინიკური სახის სხვადასხვა დავალებებს, რისთვისაც მათ თითოეულ სადგურზე გამოყოფილი ქონდათ 6 წუთი. გამოცდის მიმდინარეობას ხელმძღვანელობდნენ კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტის პროფესორი ირმა მანჯავიძე და  შინაგან დაავადებათა #3 დეპარტამენტის პროფესორი თამარ ყანდაშვილი. ერთ-ერთ სესიას დაესწრო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია.

19-20 ივლისს „OSCE“ -ში მონაწილეობას იღებდა მედიცინის ფაკულტეტის XII სემესტრელი 412 სტუდენტი. „OSCE“-ის დამთავრებისთანავე მათ ელექტრონულად დაეგზავნათ უკუკავშირის კითხვარი. სტუდენტთა დიდმა უმრავლესობამ დიდი კმაყოფილება გამოხატა და მაღალი შეფასება მისცა გამოცდას.  

თსსუ-ში მედიცინის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის „OSCE“ 2019-2020 სასწავლო წლიდან ტარდება.