თსსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ტალინის ჯანდაცვის კოლეჯის სტუდენტებისთვის ლექციები წაიკითხა

თსსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ტალინის ჯანდაცვის კოლეჯის სტუდენტებისთვის ლექციები წაიკითხა

2022 წლის თებერვალში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ნათია კვიჟინაძემ, ტალინის ჯანდაცვის კოლეჯის  ოფიციალური მიწვევით, ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარა ონლაინ ლექციების კურსი ფარმაცევტულ მენეჯმენტში. აღნიშნულ სალექციო კურსს პროგრამის ხელმძღვანელებისა და სტუდენტების  მხრიდან მაღალი შეფასება მოჰყვა. 

აღსანიშნავია, რომ ასოცირებულ პროფესორ ნათია კვიჟინაძეს ტალინის ჯანდაცვის კოლეჯთან ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს. 2017 წელს, თსსუ–სა და ტალინის ჯანდაცვის კოლეჯს შორის ERASMUS+  ფარგლებში დადებული ინტერ–ინსტიტუციური ხელშეკრულების საფუძველზე, ნათია კვიჟინაძე აკადემიური   მობილობით  იმყოფებოდა ტალინის ჯანდაცვის კოლეჯში, სადაც ფარმაცევტული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები ფარმაციის აქტუალურ თემებზე. ასევე, 2018 წელს კოლეჯში  შემუშავდა ფარმაციის ასისტენტის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის საერთაშორისო  ექსპერტად  ასოცირებული პროფესორი ნათია კვიჟინაძე იქნა არჩეული.