თსსუ-ის მაგისტრანტი ლიეჟის უნივერსიტეტში

თსსუ-ის მაგისტრანტი ლიეჟის უნივერსიტეტში

2019 წლის 11 სექტემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ,,ფარმაცევტული ანალიზი“ მაგისტრანტი სალომე ასანიძე ERASMUS + ის კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა ლიეჟის უნივერსიტეტში ( ბელგია). 

მობილობით გათვალისწინებულ დისციპლინას თსსუ-ის სტუდენტი ეუფლებოდა ლიეჟეს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, ხოლო ლაბორატორიულ პრაქტიკას  ფარმაკოგნოზიის კათედრაზე. 

პროგრამა მოიცავდა კვლევას, რომლის მიზანი იყო: საქართველოში მოზარდთა ზოგიერთი  ენდემური მცენარის ანტიმალარიული აქტივობის განსაზღვრა, ციტოტოქსიკური მოქმედების დადგენა და ფიტოქიმიური სკრინინგი. სამეცნიერო-კვლევით ჯგუფს ხელმძღვანელობდა ცნობილი მეცნიერი, პროფესორი მიშელ ფრედერიხი.

პროექტი მოიცავდა in vitro ექსპერიმენტებს. კვლევის ფარგლებში გამოყენებული იყო შემდეგი მეთოდები: ულტრაიისფერი სპექტროფოტომეტრია და თხელფენოვანი ქრომატოგრაფია.