თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები საზაფხულო კლინიკურ სტაჟირებაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში

თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები საზაფხულო კლინიკურ სტაჟირებაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში

2019 წლის  17 აგვისტოდან  7 სექტემბრის ჩათვლით,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  მედიცინის ფაკულტეტის  სტუდენტები,  თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ლაბორანტის, ქალბატონ ნინო ჯანყარაშვილის ხელმძღვანელობით, იმყოფებოდნენ  რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში (რიზე, თურქეთი) საზაფხულო კლინიკურ სტაჟირებაზე.  სტაჟირების განმავლობაში, მათ  შეხვდა უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ჰუსეინ ქარამანი, ასევე, კლინიკის ადმინისტრაციული და სამედიცინო პერსონალი.  

სტუდენტები გადანაწილებულნი იყვნენ სხვადასხვა დეპარტამენტებში  (გინეკოლოგია, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია, ნევროლოგია, ოფთალმოლოგია), სადაც მათ კურირებდნენ დეპარტამენტების ხელმძღვანელები, რომლებიც სტუდენტების მიმართ იჩენდნენ დიდ ყურადღებას. უნდა აღინიშნოს, განსაკუთრებული ყურადღება, ასევე, თსსუ-ის კურსდამთავრებულის, ექიმ ალი ილმაზ-ფანჯიკიძის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ჰარუნ ჩიმქესა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელის, ბ-ნ ბეკირ გიუზელის მხრიდან.

საზაფხულო სტაჟირების განმავლობაში სტუდენტები ესწრებოდნენ კონსულტაციებს, გამოკვლევებსა და ქირურგიულ ოპერაციებს, ასრულებდნენ სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებს, ყოველდღიურად ამუშავებდნენ სამედიცინო ლიტერატურას, არჩევდნენ საინტერესო კლინიკურ შემთხვევებს, პროფესორებთან ერთად.  მათ, ასევე,  მიეცათ საშუალება დაეთვალიერებინათ ახლად შექმნილი და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი სიმულაციის ცენტრი.  სიმულაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ჯუნეით არდიჩმა დიდი სურვილი გამოთქვა მომავალ თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებშიც  მე-6 კურსის სტუდენტებს შეეძლებათ გაიარონ სწვლების თანამედროვე კურსი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის უშუალო ინიციატივით, თსსუ-ის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობობდნენ   ქ. რიზეს კულტურულ ღირსშესანიშნაოებებსაც.

„ სტუდენტები საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობით ეპყრობოდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. საზაფხულო კლინიკური სტაჟირების დასასრულს  გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც დაესწრო  რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, კლინიკისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საქართველოს ვიცე-კონსული ქ. ტრაპიზონში, ბ-ნ თემურ ტარტარაშვილი. ყველა სტუდენტმა მიიღო სერტიფიკატი და დაიმსახურა დადებითი დახასიათება.  დიდ მადლობას მოვახსენებ თსსუ-ის ხელმძღვანელობას, რომ საშუალება მოგვეცა მონაწილეობა მიგვეღო  სტუდენტთა საზაფხულო კლინიკური სტაჟირების პროგრამაში.“ -აღნიშნა ქალბატონმა ნინო ჯანყარაშვილმა. 

იხილეთ სტატია ინტერპრესნიუსზე

იხილეთ სტატია ნიუპოსტზე