თსსუ-ის სტუდენტი თინათინ ნატროშვილი ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში პარიზის ვალ დე მარნის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა

თსსუ-ის სტუდენტი თინათინ ნატროშვილი ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში პარიზის ვალ დე მარნის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი თინათინ ნატროშვილი ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში პარიზის ვალ დე მარნის უნივერსიტეტში (Université Paris-Est Créteil (UPEC) იმყოფებოდა. მან 2022 წლის გაზაფხულის სემესტრი უნივერსიტეტის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტში გაიარა.

როგორც თინათინ ნატროშვილი აღნიშნავს, მობილობის ფარგლებში, პრაქტიკული ნაწილის პარალელურად ის ესწრებოდა ლექციებს ფარმაკოლოგიაში, მიკრობიოლოგიაში, ანესთეზიოლოგიაში, ზოგად ქირურგიაში, რადიოლოგიასა და შინაგან მედიცინაში.   ქირურგიის დეპარტამენტში თინათინ ნატროშვილი ესწრებოდა პრაქტიკულ მეცადინეობებს, რაც მოიცავდა კონსულტაციებს პაციენტებთან, დიაგნოსტიკას, თერაპიას, ქირურგიულ ოპერაციებში ჩართულობას. 

აღსანიშნავია, რომ თსსუ-ის სტუდენტი საფრანგეთში ყოფნისას დაესწრო 3 დღიან კონფერენცის, სადაც განიხილებოდა მრავალი დაავადების მიმდინარეობა და კვლევის უახლესი შედეგები პედიატრიის, მიკრობიოლოგისს, ქირურგიის, გერიატრიის, ფარმაკოლოგიის, შინაგანი და პრევენციული მედიცინის მიმართულებით.

„მობილობის პროგრამამ სამედიცინო განათლებასთან ერთად შემძინა უამრავი საინტერესო ადამიანი, რისთვისაც მადლობას ვუხდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს“,- აღნიშნავს თსსუ-ის სტუდენტი თინათინ ნატროშვილი.