2019 წლის 4-9 სექტემბერს, თსსუ კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა მანჯავიძე იმყოფებოდა ბელგიაში, ანტვერპენის უნივერსიტეტში. EIPEN-2019-ის მთავარი ორგანზატორის, ანტვერპენის უნივერსიტეტის პირველადი სამედიცინო და ინტერდისციპლინური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ პაულ ვან როენისა და ანტვერპენის უნივერსიტეტის ყოფილი ვიცე რექტორის პროფესორ იოკე დენეკენსის (საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს , განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო ექსპერტის) მოწვევით.
პროფესორი ირმა მანჯავიზე სტუმრის სტატუსით დაესწრო EIPEN-2019 ( ევროპული ქსელის ინტერპროფესიული პრაქტიკა ჯანმრთელობასა და ჯანდაცვაში) კონფერენციას.
ვიზიტის განმავლობაში, პროფესორი მანჯავიძე ესტუმრა ანტვერპენის უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრს. ცენტრის ხელმძღვანელთან მოხდა გამოცდილების ურთიერთგაცვლა.