თსსუ-ის წარმომადგენელი დაესწრო ციტოკინებისა და ინტერფერონის (ICIS) საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამართულ მე-7 ყოველწლიურ შეხვედრას

თსსუ-ის წარმომადგენელი დაესწრო ციტოკინებისა და ინტერფერონის (ICIS) საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამართულ მე-7 ყოველწლიურ შეხვედრას

2019 წლის 20-23 ოქტომბერს ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ია ფანცულაია მივლინებით იმყოფებოდა  ვენაში (ავსტრია), სადაც დაესწრო ციტოკინებისა და ინტერფერონის (ICIS) საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამართულ მე-7 ყოველწლიურ შეხვედრას.  

კონფერენციის მთავარ თემებს წარმოადგენდა ციტოკინებისა და ინტერფერონული სისტემის როლის შესწავლა დაავადებების პათოგენეზში, მკურნალობასა და დიაგნოსტირებაში. კერძოდ ციტოკინების, მათი რეცეპტორების, როგორც სამიზნე ბიომარკერების გამოყენება სხვადასხვა კომპლექსური დაავადებების (აუტოიმუნური, სიმსივნური, ქრონიკულ ანთებაზე დაფუძნებული დაავადებები) მკურნალობის, მონიტორინგისა და მართვის პროცესში.  

კონფერენციაზე წარდგენილი იყო 111 მონაწილის ზეპირი  და 295  სტენდური მოხსენება.  

ღონისძიებაზე ქალბატონმა იამ წარადგინა სტენდური მოხსენება - „ადიპოციტოკინებისა და ინტერლეიკინების ასაკთან ასოცირებული ცვლილებები ჯანმრთელ პოპულაციაში“ .