თურქეთის დელეგაცია სტუმრად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

თურქეთის დელეგაცია სტუმრად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

 
   

დღეს, 20 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის პროფ. თინათინ ჩიქოვანის, დეკანის მოადგილის დავით დელიბაშვილისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ასისტენტ-პროფ. თინათინ კილასონიას შემადგენლობით , თურქეთის დელეგაციას მასპინძლობდა.

ერზინჯანის უნივერსიტეტის (თურქეთი) მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ვაჰდეტ გიული და ექიმი, ერქან ირიქი დაინტერესებულები იყვნენ მედიცინის მიმართულებით თსსუ-ში არსებული საგანმანათლებლო პროგრამებითა და სტუდენტების კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარებისთვის განხორციელებული პროექტებით.

მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესისა და კლინიკური ბაზების საფუძველზე, სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების საკითხებთან დაკავშირებით სტუმრებს დეტალურად ესაუბრა თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. თინათინ ჩიქოვანი. პროფესორმა გამოთქვა მზადყოფნა იერზინჯანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობისათვის.

საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების კუთხით,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ღია პოზიცია  დააფიქსირა ქალბატონმა თინათინ კილასონიამაც.  მან სტუმრებს გააცნო ინფორმაცია თურქეთის სხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის შესახებ. ასევე, აღნიშნა რომ თსსუ ჩართულია MEVLANA-სა და სხვა  პროგრამებში,  რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტებს შეეძლებათ სტუდენტებისა, თუ აკადემიური პერსონალის საერთო გაცვლით პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა.

უნივერსიტეტს, თურქეთის დელეგაციასთან  ერთად, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი და ამავდროულად,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, აბდულაჰ ოსმანოღლუც სტუმრობდა. საელჩოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ერზინჯანის უნივერსიტეტს შორის ურთიერთობის განვითარების პროცესში აქტიურად ჩაერთვება.