პროფესორი თინათინ ტყემალაძე არადიაგნოზირებული დაავადებების საერთაშორიეო ქსელის (Undiagnosed Disease Network International - UDNI) დიაგნოსტიკური სამუშაო ჯგუფის წევრად აირჩიეს

პროფესორი თინათინ ტყემალაძე არადიაგნოზირებული დაავადებების საერთაშორიეო ქსელის (Undiagnosed Disease Network International - UDNI) დიაგნოსტიკური სამუშაო ჯგუფის წევრად აირჩიეს

2022 წლის იანვრიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ტყემალაძე არადიაგნოზირებული დაავადებების საერთაშორისო ქსელის (Undiagnosed Disease Network International - UDNI) წევრად აირჩიეს, ხოლო თებერვალში, UDNI-ის რიგით მე-10 კონფერენციის ფარგლებში,  ის აღნიშნული ორგანიზაციის დიაგნოსტიკური სამუშაო ჯგუფის წევრად წარადგინეს. 

UDNI წარმოადგენს იშვიათი დაავადებების ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ორგანიზაციას, რომელსაც National Institute of Health - NIH-ის მხარდაჭერით საფუძველი 2008 წელს ჩეყარა. ორგანიზაციის მიზანია მხარი დაუჭიროს საერთაშორისო კოლაბორაციას სხვადასხვა ქვეყნებს შორის იშვიათი და არადიაგნოზირებული დაავადებების შესახებ, გამოავლინოს იშვიათი დაავადებების გამომწვევი ახალი გენები და შეისწავლოს ამ დაავადებების მოლეკულურ-გენეტიკური და უჯრედული მექანიზმები, რაც მეცნიერებაში დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მიმდინარე პროექტის ფარგლებში ორანიზაციის წევრებს საშუალება აქვთ წარადგინონ წელიწადში 5 იშვიათი, განსაკუთრებული და არადიაგნოზირებული პაციენტის შემთხვევა, რომელთაც ექსპერტ-ჯგუფის წევრები განხილავენ და დადასტურების შემდეგ მათ სრულიად უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ შესაბამისი გენეტიკური ანალიზი.  დიაგნოსტიკური სამუშაო ჯგუფის ექსპერტი-წევრების შერჩევა მათი დამსახურებისა და სხვა მრავალი ფაქტორების გათვალისწინებით წარმოებს.

ვულოცავთ ქალბატონ თინათინს ამ დიდ წარმატებას და საქართველოს ღირსეულ წარდგენას იშვიათი დაავადებების საერთაშორისო ასპარეზზე.

https://www.udninternational.org/schede-14-members