თეონა მუზაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი, თსსუ-ის პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში დასაქმებული ახალგაზრდა პათოლოგანატომი - ევროპის პათოლოგთა საზოგადოების მიერ გამოცხადებული გრანტის ,,Giordano Fellowship’’ -ის გამარჯვებულია. პროფესორ ალფონსო ჯორდანოს სახელობის გრანტი ახალგაზრდა პათოლოგანატომების კვალიფიკაციის ამაღლებას უზრუნველყოფს ევროპის ტრენინგ ცენტრებში. დასახელებული პროგრამის ფარგლებში თეონა მუზაშვილი . გაემგზავრება გერმანიაში, ერლანგენის უნივერსიტეტში და იმუშავებს უროგენიტალური ტრაქტის პათოლოგიაში დარგის წამყვან სპეციალისტთან, პროფესორ არნდტ ჰარტმანთან ერთად.