დისკრიმინაციის შემთხვევები და მათზე რეაგირება - შეხვედრა საფარის აღმასრულებელ დირექტორთან

დისკრიმინაციის შემთხვევები და მათზე რეაგირება - შეხვედრა საფარის აღმასრულებელ დირექტორთან

30 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა ორგანიზაცია ”საფარის" აღმასრულებელ დირექტორთან,  ქალბატონ ბაია პატარაიასთან, თემის - “დისკრიმინაციის შემთხვევები და მათზე რეაგირება”  - ირგვლივ. შეხვედრას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე ესწრებოდა. 

"საფარის" აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ, რომელიც საქართველოში 5 წლის წინ იქნა მიღებული. მან  სტუდენტებს წარუდგინა დღევანდელი მდგომარეობა, ამ მიმართულებით და კანონში განსახორციელებელ მიმდინარე, თუ დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.  ქალბატონმა ბაიამ აუდიტორიას დეტალურად გააცნო, ასევე,  სხვადასხვა დისკრიმინაცია და მათი განმარტებები, განიხილა  შევიწროების მაგალითები, როგორც სამუშო ადგილას, ასევე, საჯარო სივრცეში. ისაუბრა იმასთან დაკავშირებთ, თუ  როგორ მოხდეს რეაგირება  სხვადასხვა დისკრიმინაციაზე, სტუდენტებს გააცნო გასაჩივრების მექანიზმები.  მან  აღნიშნა, რომ თითოეული დაწესებულება, თითოელი უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა თანამშრომლისთვის, თუ სტუდენტისთვის  პოზიტიური სამუშაო და სასწავლო  გარემო, ხაზი გაუსვა იმას, რომ დაწესებულებებმა უნდა დაამკვიდრონ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა სხვადასხვა შევიწროების მიმართ. 

გაკეთდა აქცენტები ექიმსა და პაციენტს შორის კომუნიკაციაზე და ამ მიმართულებით შესაძლო შევიწროების ტიპებზე. ხაზი გაესვა იმ ეთიკურ საკითხებს, რაც უნდა გაითვალისწინონ ექიმებმა პაციენტთან ურთიერთობისას. ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ განმარტა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიეტეტი ამ მიმართულებით  აქტიურად ატარებს ღონისძიებებს და აღნიშნა , რომ უნივერსიტეტში  ისწავლება მთელი რიგი დისციპლინები, მაგალითისთის ბიოეთიკა, სამედიცინო ფსიქოლოგია,  რაც მოიაზრებს ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობას და მიმართულია პაციენტის უფლებების მაქსიმალური დაცვისკენ.