ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების (EPNS) ორგანიზებით გაიმართა სასწავლო კურსი „ბავშვთა ასაკის ნეირომეტაბოლური დარღვევები“

ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების (EPNS) ორგანიზებით გაიმართა სასწავლო კურსი „ბავშვთა ასაკის ნეირომეტაბოლური დარღვევები“

2020 წლის 13-14 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების (EPNS) ორგანიზებით გაიმართა ორდღიანი სასწავლო კურსი „ბავშვთა ასაკის ნეირომეტაბოლური დარღვევები“. კავკასიური კურსის ფარგლებში ღონისძიება პირველად 2014 წელს ჩატარდა და ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

წლევანდელი კურსი არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. ღონისძიების სამიზნე აუდიტორიას პედიატრები, ბავშვთა ნევროლოგები და რეანიმატოლოგები წარმოადგენდნენ და მას 350 მსმენელი დაესწრო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ინგლისიდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.

ლექციები წაიკითხეს დარგის ცნობილმა სპეციალისტებმა, პროფესორებმა:კორიენ კატსმან-ბერევოტსმა, ერასმუსის უნივერსიტეტი ( ჰოლანდია); ანდრეას ჰანი- ჰესენის და მარბურგის უნივერსიტეტი (გერმანია); ბარბარა პლეჩკომ, გრაცის უნივერსიტეტი (ავსტრია);  კლარა ვან კარნებეკმა, რედბუდის უნივერსიტეტი (ჰოლანდია);  მიშელ ვილემსონმა, რედბუდის უნივერსიტეტი (ჰოლანდია); ბიანა სუხუდიანმა,  „არაბკირის“ სამედიცინო ცენტრი (სომხეთი).

საქართველოდან კურსის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო და ლექცია წაიკითხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა სოფიო ბახტაძემ.  აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის ,,ევროპის პედიატრიულმა ნევროლოგიურმა საზოგადოებამ“ ქალბატონ სოფიოს სპეციალური ჯილდო გადასცა.

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

https://www.winglet-community.com/en/content/4th-biennial-epns-caucasus-virtual-teaching-course

https://www.epns.info/education-and-training/epns-training-courses/4th-epns-caucasus-teaching-course/