2018 წლის 20 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის IV სასწავლო კორპუსში გაიმართა ფარმაცევტული კომპანია „პსპ“-ს შეხვედრა ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებთან.
„პსპ - ფარმამ“ დამსწრე საზოგადოებას გააცნო სტუდენტური დასაქმების ახალი პროგრამა, რომელიც გულისხმობს:
• სწავლასთან ადაპტირებულ 4, 6 ან 8 საათიან სამუშაო განრიგს;
• გამოცდების პერიოდში შვებულების აღების შესაძლებლობას;
• ტრენინგს ტრენინგ-ცენტრში;
• პრაქტიკის გავლას სააფთიაქო ქსელში;
• წარმატებული პსპ-ს ფარმაცევტის დაფინანსებას საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში.
შეხვედრის დასასრულს, „პსპ - ფარმამ“ საპატიო სიგელებით დააჯილდოვა ფარმაციის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები, რომლებიც, ამავე დროს აღნიშნული კომპანიის წარმატებული ფარმაცევტები არიან. „პსპ - ფარმა“ მათ სრულად დაუფინანსებს უნივერსიტეტის სწავლის საფასურს.