გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გაცნობებთ, რომ 2019 წლის 3 ნოემბერს სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა  „რომის პაპის თხოვნით, პატრიარქის მხარდამჭერ აქციაზე სამედიცინო ინსტიტუტის უცხოელი სტუდენტები მივიდნენ“  არ შეესაბამება სიმართლეს.

3 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტები იმყოფებოდნენ ტრადიციულ ექსკურსიასა და ფოტოსესიაზე თბილისში, სტუდენტებმა სხვა  ღირშესანიშნაობებთან ერთად  მოინახულეს სამების საკათედრო ტაძარი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური