გერმანიის დელეგაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

გერმანიის დელეგაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2019 წლის 24 იანვარს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ თსსუ-ის საპატიო დოქტორი, მიუნხენის ლუდვიგ  მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ფიურსტენფელდბრუკის კლინიკის ქირურგიული განყოფილების უფროსი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გრიგოლია და,,MVZ Labor Krone GbR”-ს წარმომადგენლები: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები დიტერ მუნსტერმანი და ბერნარდ ლორბიირი.

,,MVZ Labor Krone GbR”-ი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მაღალი სტანდარტების მქონე  გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი  ლაბორატორიაა,  რომელსაც   ლაბორატორიული დიაგნოსტიკის  70-ზე მეტ წლიანი ისტორია გააჩნია. ორგანიზაციაში დასაქმებულია 450-ზე მეტი მაღალკვალიფიციური კადრი, რომლებიც აწარმოებენ მულტიპროფილურ კვლევებს ეპიდემიოლოგიის, გარემოს მედიცინის, მიკრობიოლოგიის, ვირუსოლოგიის, შინაგანი მედიცინის, ნევროლოგიის, გენეტიკის და ონკოლოგიის  მიმართულებით.  

მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და კრონის ლაბორატორიას შორის თანამშრომლობის  საკითხები, მათ შორის სტუდენტთა და ახალგაზრდა ექიმთა გაცვლითი პრორამების განვითარება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს მიიღონ გამოცდილება და ახალი უნარები ლაბორატორიული მედიცინის მიმართულებით. 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ერთობლივი სამეცნიერო  კვლევების წარმოების შესაძლებლობა.