ჰანოვერის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ ულრიხ მარტინის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ჰანოვერის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ ულრიხ მარტინის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2022 წლის 9 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ჰანოვერის (გერმანია) სამედიცინო უნივერსიტეტის ლაიბნიცის ბიოტექნოლოგიისა და ხელოვნური ორგანოების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (LEBAO) ხელმძღვანელი, პროფესორი ულრიხ მარტინი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის „მოლეკულური დიაგნოსტიკის და ბიოტექნოლოგიების სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი მარინა ფოჩხუა ეწვივნენ. 

დელეგაციას უმასპინძლეს: თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა სოფიო ბახტაძემ;  რექტორის აპარატის უფროსმა ირინე კაპეტივაძემ; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თინათინ კილასონიამ და ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციურმა კოორდინატორმა ნინო კანდელაკმა.

შეხვედრაზე თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა სოფიო ბახტაძემ სტუმრებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უახლესი მიღწევები გააცნო. ასევე, განიხილეს გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურის (DAAD) პროექტის  “პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის” (2023-2026) ფარგლებში მომავალი ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.  ამ პროექტის  მიზანი თსსუ-ის რეზიდენტებისა და დოქტორანტების მომზადებაა საერთაშორისო სადოქტორო პროგრამებში მონაწილეობისათვის.