2021 წლის 20 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: კრისპინ სკოტერი _ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის HRH (ადამიანური რესურსები ჯანმრთელობისთვის) პოლიტიკის მრჩეველი; კოლინ პეარსონი _ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ადამიანური რესურსების კონსულტანტი; რუსუდან კლიმიაშვილი _ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის საზოგადოებრივი პროგრამების კოორდინატორი და აკაკი ლოჩოშვილი _ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის HRH პოლიტიკის მრჩეველი .
სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი აკადემიური მიმართულებით, პროფესორი ხათუნა თოდაძე; ვიცე-რექტორი მეცნიერების მიმართულებით, პროფესორი სოფიო ბახტაძე; სამედიცინო განათლების კვლევებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გაიანე სიმონია; საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გივი ჯავაშვილი და რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაინტერესება გამოხატეს თსსუ-ში მიმდინარე სასწავლო პროცესით, განათლების პოლიტიკითა და პერსპექტივებით. მოისმინეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, დადებითად შეაფასეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ მიღებული ინფორმაცია და მადლიერება გამოხატეს საინტერესო შეხვედრისთვის.