ლიზი ლომთათიძე, რომელმაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2019 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს შორის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი ქულები მიიღო, სასწავლო წლის დაწყების ცერემონიაზე განსაკუთრებულად წარადგინეს.
თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მას, ამ წარმატებული შედეგის აღსანიშნავად, პირადი კომპიუტერი (ლეპტოპი) გადასცა საჩუქრად.
განსაკუთრებით ემოციური იყო თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურის მიერ მომზადებული სიურპრიზი - მისალოცი ვიდეო-რგოლი, რომლითაც ლიზი ლომთათიძეს წარმატებები მასწავლებლებმა და ოჯახის წევრებმა მიულოცეს.
იხილეთ სტატია ინტერპრესნიუსზე
იხილეთ სტატია ნიუპოსტსზე