2019 წლის 25-30 აგვისტოს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა დავით მაკასარაშვილმა მონაწილეობა მიიღო ,,IFMSA” (მედიკოს სტუდენტთა ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია)-ის ეგიდით გამართულ ტრენინგში - ,,IMET” (Advocacy in medical education training), რომელიც ლიეტუვაში ჩატარდა. ტრენინგი შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: კურიკულუმის დიზაინი და განვითარება, აკრედიტაცია, აქტივობების მენეჯმენტი, სტუდენტების ჩართულობა აკადემიურ პროცესში, უკეთესი ხელმისაწვდომი განათლების პოპულარიზაციის ხერხები და სხვა.