სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას: სამედიცინო ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი; 

განაკვეთი: სრული 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში: 

 შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში; 

 გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა; 

იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად. 

ფუნქცია-მოვალეობები:

 • დაზღვეულისგან ყველა შესაბამისი დოკუმენტაციის ჩაბარება და სისწორის შემოწმება; 

• არასრული/არასწორი დოკუმენტაციის მიღების შემთხვევაში დაზღვეულის ინფორმირება;

 • დაზღვევის პირობების გაცნობა და გადაწყვეტილების მიღება ხელზე გასაცემი თანხის დადგენილი ლიმიტის ფარგლებში;

 • დაზღვეულის ინფორმირება ანაზღაურებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე;

 • ანაზღაურების დეტალების პროგრამულად ასახვა; 

• მოთხოვნილი თანხის ლიმიტზე გადაჭარბებისას დოკუმენტაციის ჩაბარება და ინფორმირება გადარიცხვის თაობაზე; 

• კლიენტის მომსახურებისას დადგენილი სტანდარტებისა და გაიდლაინების დაცვა;

 • სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება საჭიროებისამებრ; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

• უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით (უპირატესობა ენიჭება სამკურნალო ფაკულტეტს); 

• სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 

• უპირატესობა ენიჭება მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას; 

• ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა; 

• საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა; 

პიროვნული თვისებები: 

• კომუნიკაბელურობა; 

• ორგანიზებულობა; 

• დეტალებზე ორიენტირებულობა; 

• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 

• მომხმარებელზე ორიენტირებულობა; 

• გამართული მეტყველება; 


ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 27 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „სამედიცინო ანაზღაურების მენეჯერი“ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს.