საგანმანათლებლო პროგრამების და სასწავლო ლიტერატურის შეფასების პროცედურა და კრიტერიუმები ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 23 მარტის #24/3 დადგენილებით

1. საგანმანათლებლო (საბაკალავრო. ერთსაფეხურიანი სამედიცინო განათლების, სამაგისტრო, სადოქტორო) პროგრამები და სასწავლო კურსების/დისციპლინების სილაბუსები ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში შეფასდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტანდარტების/რეკომენდაციების შესაბამისად და თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული წესით/კრიტერიუმებით (დანართი 2,3,4,5).

2. სასწავლო ლიტერატურის/სახელმძღვანელოების შეფასება ხორციელდება თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული თვისობრივი კრიტერიუმებით (დანართი 1); სასწავლო ლიტერატურა/სახელმძღვანელო ხელნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს შეფასებისთვის გადაეცემა შესაბამის საწავლო დეპარტამენტში/-ებში მისი განხილვის შემდეგ. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში მისი ხელმძღვანელის და შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის პასუხისმგებლობით, სახელმძღვანელოს არსებითი, თვისობრივი ექსპერტიზისთვის გამოიყოფა კომპეტენტური ორი სპეციალისტი-ექსპერტი - აკადემიური დოქტორი.
ექსპერტების შეფასებები და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის რეკომენდაცია(- ა. ნაშრომი არ აკმაყოფილებს სახელმძღვანელოსადმი წაყენებულ მოთხოვნებს; - ბ. ნაშრომი ნაწილობრივ აკმაყოფილებს სახელმძღვანელოსადმი წაყენებულ მოთხოვნებს და საჭიროებს დახვეწას; - გ.ნაშრომი სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს რეკომენდებულია მისი სახელმძღვანელოდ გამოცემა და გამოყენება) (ექსპერტების ვინაობის არასაიდენტიფიკაციო ფორმით) შემდგომი განხილვისათვის გადაეცემა შესაბამისი ფაკულტეტის კურიკულუმის კომიტეტს და დეკანს. ექსპერტების შეფასებების სრულყოფილი ორიგინალები ინახება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში სახელმძღვანელოს განხილვიდან 3 წლის განმავლობაში, შემდეგ კი გადაეცემა არქივს. თსსუ-ში ადრე დამტკიცებული, გამოცემული და შესაბამის სილაბუსებში ასახული სახელმძღვანელოების ზემოდასახელებული კრიტერიუმებით შეფასდება ამ სახელმძღვანელოების მეორედ გამოცემის დროს, თუ ამის საჭიროება დადგება.

3. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს შეფასებისთვის გადაეცემა სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის,

4. მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურში მათი ტექნიკურ-სტრუქტურული ექსპერტიზის შემდეგ.

4.1 ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში, მისი ხელმძღვანელის და შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობით, სადოქტორო კვლევის პროგრამა არსებითი, შინაარსობრივი საექსპერტო შეფასებისათვის, ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვით, გადაეცემა თემატურად პროფილურ ორ სპეციალისტს - აკადემიურ დოქტორს, ან თსსუ-ის პროფილურ მიმართულებას, დეპარტამენტს, განყოფილებას, ლაბორატორიას - თანამშრომელთა კონსოლიდირებული დასკვნისათვის. (13.03.2019; 24/5 );

5. სამაგისტრო პროგრამის შეფასება ხორციელდება თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ
დამტკიცებული თვისობრივი კრიტერიუმებით (დანართი 2).

6. სადოქტორო კვლევის პროგრამის საექსპერტო შეფასება ხორციელდება თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმებით ასქულიანი სისტემით (დანართი 3).

6.1. ორივე ექსპერტის, ან კონსოლიდირებული საექსპერტო შეფასების “A” (91-100 ქულა), “B” (81-90 ქულა) ან ”ჩ” (71-80 ქულა) მიღების შემთხვევაში სადოქტორო კვლევის პროგრამარეკომენდებულად ითვლება დადგენილი წესით შემდგომი განხილვისთვის და შესაბამისი რეკომენდაციით გადაეცემა სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს. (13.03.2019; 24/5 );

6.2. თუ ორი ექსპერტიდან ერთი ექსპერტის შეფასება არის “D” (61-70 ქულა), “”E (51-60 ქულა) ან “F” (≤50 ქულა), ხოლო მეორისა – “A” (91-100 ქულა), “B” (81-90 ქულა) ან “ჩ” (71-80 ქულა), ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს ექსპერტთა სხდომის ჩატარებას და შეჯერებული საექსპერტო დასკვნის შემუშავებას. თუ ექსპერტთა შეჯერებული დასკვნით პროგრამა ერთმნიშვნელოვნად (დადებითად ან უარყოფითად) ვერ შეფასდება, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გამოყოფს მესამე ექსპერტს-სპეციალისტს. თუ მესამე საექსპერტო შეფასება იქნება “A” (91-100 ქულა), “B” (81-90 ქულა) ან “ჩ” (71-80 ქულა), პროგრამა დადგენილი წესით შემდგომი განხილვისათვის ყველა ექსპერტის დასკვნითურთ გადაეცემა სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურს; თუ მესამე საექსპერტო შეფასება იქნება “D” (61-70 ქულა), “E” (51-60 ქულა) ან “F” (≤50 ქულა), პროგრამა, ყველა ექსპერტის შეფასებით და სხვადასხვა ხარისხის რეკომენდაციით, უბრუნდება სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურს.

6.2.1. კონსოლიდირებული საექსპერტო შეფასების “D” (61-70 ქულა), “E”(51-60 ქულა) ან “F” (≤50 ქულა) მიღებისას პროგრამა, საექსპერტო შეფასებით და სხვადასხვა ხარისხის რეკომენდაციით, უბრუნდება სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურს. (13.03.2019; 24/5 );

6.2.2. სადოქტორო კვლევის განახლებული პროგრამა, ან/და პროგრამის ხელმძღვანელის არგუმენტირებული პოზიცია საექსპერტო შეფასებასთან მიმართებით განსახილველად მიიღება დანართი 3-ით დადგენილ ვადებში. (13.03.2019; 24/5 );

6.3. კვლევის პროგრამის ხელმძღვანელის/-ების კომპეტენციის და გამოცდილების, ასევე, პროგრამის განხორციელებისთვის მის შესრულებაში ჩართული დაწესებულებების და სტრუქტურების შესაბამისობის და საკმარისობის შეფასება წარმოადგენს სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის პასუხისმგებლობის საკითხს.

6.4 ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის რეკომენდაცია და ექსპერტთა შეფასებები (მათი ვინაობის არასაიდენტიფიკაციო ფორმით) გადაეცემა სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურს. ექსპერტიზის დასკვნების სრულყოფილი ორიგინალები ინახება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში პროგრამის განხილვიდან 4 წლის განმავლობაში, შემდეგ კი გადაეცემა არქივს.

7. სასწავლო კურსების/დისციპლინების სილაბუსები ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში შეფასდება თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული თვისობრივი კრიტერიუმებით (დანართი 4).