კონსოლიდირებული: (#23/5;  21.02.2024)
დამტკიცებულია თსსუ-ის  წარმომადგენლობითი  საბჭოს
2012  წლის  25  ივლისის  #  23/6  დადგენილებით

სსიპ  - თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულება



თავი  I.  ზოგადი   დებულებები

მუხლი  1.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში -,,უნივერსიტეტი”) სტრუქტურულ ერთეულს (#23/5;  21.02.2024).

მუხლი  2.
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო  და კანონქვემდებარე      ნორმატიული  აქტებით,  თსსუ-ის  წესდებითა  და  შინაგანაწესით, უნივერსიტეტის  მართვის ორგანოების ადმინისტრაციული აქტებით და ამ დებულებით.

თავი  II. დეპარტამენტის ფუნქციები

მუხლი   3.
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) უნივერსიტეტის  სტრატეგიული  განვითარების  გეგმის  შემუშავება;
ბ) უნივერსიტეტის  სტრატეგიული  განვითარების გეგმის განხილვა  უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურებთან და რექტორისათვის წარდგენა;
გ) სტრატეგიული  განვითარების გეგმის დამტკიცების შემდეგ მისი განხორციელების  ეტაპების და გზების დასახვა (#23/5; 21.02.2024);
დ) კონსულტაციების გაწევა სტრატეგიული განვითარების კონცეფციის საფუძველზე ფაკულტეტების და სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის;
ე)  ქვეყნისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის გაუმჯობესების ახალი  მეთოდების  და ტექნოლოგიების შემოღების ინიციატივა;
ვ)  დიპლომამდელი, დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული  განათლების (უპგ) პროგრამების  საერთაშორისო  აკრედიტაციის  პროცესის  ხელშეწყობა;
ზ)   უნივერსიტეტისათვის  სტრატეგიული პარტნიორებისა  და ფონდების  მოძიება, მათთან ურთიერთობის დამყარება, ერთობლივი  პროექტების  შემუშავება;
თ) თსსუ-ს ბაზაზე არსებული AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრში სამედიცინო განათლების განვითარების მეთოდოლოგიაში ტრენინგები ჩატარდება წამყვანი უცხოელი და  ქართველი ექსპერტების მონაწილეობით. დეპარტამენტთან არსებულ აკადემიური განვითარების ცენრტში ტრენინგები ჩატარება უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულების  აკადემიური  და ადმინისტრაციული პერსონალისათვის. (#23/5;  21.02.2024);
ი) დიპლომამდელი  და  დიპლომისშემდგომი  სამედიცინო განათლების ფარგლებში სტუდენტების, რეზიდენტებისა და მასწავლებლების  მობილურობის ხელშეწყობა  (გაცვლითი  და  სპეციალური  სასწავლო/სამეცნიერო  პროგრამები).
კ) რექტორის  მიერ  სხვადასხვა  საკითხებთან  დაკავშირებით  დაკისრებული კონკრეტული  საგანგებო  დავალებების  შესრულება.

თავი  III. დეპარტამენტის   ხელმძღვანელობა   და  თანამშრომლები

მუხლი   4.
1.     დეპარტამენტს ხელმძღვანელობს  დეპარტამენტის  უფროსი,  რომელსაც თანამდებობაზე  ნიშნავს  და  თანამდებობიდან  ათავისუფლებს  რექტორი  კანონმდებლობით დადგენილი  წესით.
2. დეპარტამენტის  უფროსი  ანგარიშვალდებულია  რექტორის  წინაშე.
3. დეპარტამენტის  უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს  დეპარტამენტის  საქმიანობას;
ბ) თავისი  კომპეტენციის  ფარგლებში  პასუხისმგებელია  უნივერსიტეტში მიმდინარე  საქმიანობის  ეფექტურ  წარმართვაზე;
გ)     ანაწილებს  მოვალეობებს  დეპარტამენტის  თანამშრომლებს  შორის,  აძლევს მათ  შესასრულებლად  სავალდებულო  მითითებებსა  და  დავალებებს;
დ) აკონტროლებს თანამშრომლების  მიერ  თავიანთი  სამსახურებრივი  მოვალეობების შესრულებას;
ე) ხელს  აწერს და  ვიზას  ადებს  დეპარტამენტში  მომზადებულ  დოკუმენტებს;
ვ)     ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის  შესახებ.
4. მისი არყოფნის პერიოდში მოადგილე  ცვლის დეპარტამენტის  უფროსს  (#23/5; 21.02.2024).
5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო  განრიგით.

მუხლი   5.
1. დეპარტამენტის თანამშრომლებს  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  რექტორი  კანონმდებლობით  დადგენილი წესით.
2. დეპარტამენტის  საქმიანობის  ცალკეულ  მიმართულებებს,  რომლებიც  არ  არის გათვალისწინებული უნივერსიტეტის საშტატო განრიგით, შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების  საფუძველზე  ახორციელებს  მოწვეული  პირი.
3. დეპარტამენტის   თანამშრომლები ანგარიშვალდებულნი და  პასუხისმგებელნი  არიან უფროსის წინაშე.
4. დეპარტამენტის თანამშრომლები უზრუნველყოფენ მათთვის დაკისრებული
 
ფუნქციების  შესრულებას  ამ  დებულების  შესაბამისად.

თავი IV. დასკვნითი დებულებები

მუხლი   6.
1. დეპარტამენტის  დებულებას  ამტკიცებს  თსსუ-ის  წარმომადგენლობითი  საბჭო.
2. დეპარტამენტის  დებულების  გაუქმება,  მასში  ცვლილებებისა  და  დამატებების  შეტანა ხორციელდება  წარმომადგენლობითი  საბჭოს  მიერ  კანონმდებლობით  დადგენილი წესით.