დამტკიცებულია
თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს
2025 წლის 02 ივლისის #23/6
დადგენილებით
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გამომცემლობისა და „სამედიცინო გაზეთის“ რედაქციის დებულება
მუხლი1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გამომცემლობა (შემდგომში - „გამომცემლობა“) და „სამედიცინო გაზეთის“ რედაქცია, (შემდგომში - „რედაქცია“) წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთიან სტრუქტურულ ერთეულს.
2.“გამომცემლობა“ და „რედაქცია“ ანგარიშვალდებულია რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის(კანცლერის) წინაშე, მართვის ამ ორგანოთა კომპეტენციის გათვალისწინებით.
3.“გამომცემლობა“ და „რედაქცია“ თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, თსსუ-ის წესდებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, თსსუ-ის შინაგანაწესით, უნივერსიტეტის მართვის ორგანოების სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით და წინამდებარე დებულებით.
4„გამომცემლობის“ და „რედაქციის“ მისამართია: ქ. თბილისი, 0186, ვაჟა-ფშაველას გამზირი N 33.
მუხლი 2. გამომცემლობის მიზანი, საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. „გამომცემლობის“ საქმიანობის მიზანია თსსუ-ის აკადემიური პერსონალის, თსსუ-ის კლინიკების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და სამეცნიერო პერსონალისათვის სამეცნიერო მუშაობის ხელშეწყობა, ამ მუშაობასთან დაკავშირებული ბუკლეტის, წიგნის ან სხვა ლიტერატურის საბეჭდად მომზადება.
2.გამომცემლობის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება: სამეცნიერო/სასწავლო, ორიგინალური/ნათარგმნი ლიტერატურის გამოსაცემად მომზადება,
3. გამომცემლობის ძირითადი ფუნქციებია:
ა) განცხადების მიღება განსახილველად თსსუ-ის შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს, ან საჭიროების შემთხვევაში აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე და საბეჭდად მოსამზადებელი მასალის:
ა.ა) რედაქტირება;
ა.ბ) კორექტირება;
ა.გ) ავტორთან / ავტორთა ჯგუფთან შეთანხმება-დაზუსტება;
ა.დ) დაკაბადონება - ტექსტის გადატანა პროგრამა ADOBE INDESIGN-ში.
მუხლი 3. „სამედიცინო გაზეთის“ რედაქციის მიზანი, საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:
1.„რედაქციის“, საქმიანობის მიზანია „სამედიცინო გაზეთის“ შედგენა და გამოსაცემად მომზადება.
2. „რედაქციის“ საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება:
ა)„სამედიცინო გაზეთის“ გამოსაცემად მომზადება, როგორც კორესპოდენტთა მუშაობის, ისე სარედაქციო სამუშაოების გათვალისწინებით;
ბ)პუბლიკაციების მომზადება, სადაც აღწერილი იქნება საუნივერსიტეტო ცხოვრება, სტუდენტების აქტივობები და პროფესორ-მასწავლებელთა მიღწევები, უნივერსიტეტის ინტერესში შემავალი სხვა საკითხები და დაბეჭდვა „სამედიცინო გაზეთში.“
გ)შემოსული წერილების გაცნობა, დამუშავება, რედაქტირება და იმ შემთხვევაში, თუ წერილი ექვემდებარება ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანებსა და ფუნქციებს, მისი გამოქვეყნება „სამედიცინო გაზეთში.“
3.„რედაქციის“ ძირითადი ფუნქციებია:
ა)თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების გაშუქება;
ბ) თსსუ-ის ისტორიასთან დაკავშირებული მასალების მოპოვება და პუბლიცისტური მომზადება;
გ) თსსუ-ისთან და მის კლინიკებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან დაკავშირებული ფაქტების კონსტანტირება, პროფესიულ ჯგუფებთან ინფორმაციის მოპოვება-გადამოწმება;
დ) საიუბილეო თუ სხვა ფაქტებთან დაკავშირებული ინტერვიუების მომზადება;
ე) შემოსული წერილების მიღება და შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში (ტექსტი უნდა ეხებოდეს თსსუ-ის აწმყოს, ან წარსულს,/ თსსუ-ში მომუშავე აკადემიურ პერსონალს / კვლევებს / სტუდენტურ აქტივობებს; იყოს შემოწმებული მისი სანდოობა და მოწოდებული იყოს შესაბამისი ფორმით)
ვ) საბეჭდად მომზადება;
ზ) რედაქტირება;
თ) კორექტირება;
ი) დაკაბადონება - ტექსტის გადატანა პროგრამა ADOBE INDESIGN-ში;
კ) საბეჭდად მომზადება.
ლ)გამოცემული ნაბეჭდი პროდუქციის ფონდის შექმნა.
მუხლი 4. გამომცემლობის უფლებამოსილებანი
გამომცემლობა უფლებამოსილია:
ა)მოსთხოვოს ავტორს კომპეტენტური და უტყუარი ინფორმაციის მოწოდება საბეჭდ მასალასთან დაკავშირებით;
ბ)მოითხოვოს ავტორის, ავტორთა ჯგუფის დროული და პუნქტუალური ჩართულობა საბეჭდად მომზადების საქმეში;
გ)მოითხოვოს დაბეჭდილი პროდუქციის 2-3 ნიმუში ფონდისთვის.
მუხლი 5. რედაქციის უფლებამოსილებანი
1. გამოაქვეყნოს სავალდებულო წესით გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია;
2.მოითხოვოს ზეპირი ან წერილობითი სახით ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შემავალი სტრუქტურებისგან და შეუფერხებლად მიიღოს ის.
მუხლი 6. სტრუქტურა და ფინანსები
1.გამომცემლობა ფინანსდება უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან.
2.გამომცემლობის სტრუქტურა და საშტატო განრიგი იქმნება ფუნქციების გათვალისწინებით და მტკიცდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ.
3.გამომცემლობის სტრუქტურა შედგება:
ა) რედაქტორი;
ბ) კორექტორი;
გ)სტილისტი;
დ)არტდიზაინერი.
გ) სტრუქტურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული უნივერსიტეტის საშტატო განრიგით, შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მოწვეული პირი.
4.გამომცემლობის ხელმძღვანელის დროებით არყოფნის (შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა) მის მოვალეობას შეასრულებს რექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირი.
მუხლი 7. გამომცემლობის მართვა
1. გამომცემლობას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია მის საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორის და კანცლერის წინაშე.
2. უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი, ხოლო თანამშრომლების დანიშვნა და გათავისუფლება ხდება უფროსის წარდგინების საფუძველზე, რექტორის ბრძანებით.
3. უფროსი უზრუნველყოფს:
ა) უნივერსიტეტის მიერ გამომცემლობის ფუნქციონირებისათვის გადაცემული ქონების მართვასა და დაცვას;
ბ) გამომცემლობის მუშაობის დაგეგმვას და წარმართვას;
გ)“სამედიცინო გაზეთის“ შეუფერხებლად გამოცემას;
დ) თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების, მათი წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებების წარდგენას რექტორსა და კანცლერთან.
4.უფროსი სამეურნეო წლის დასრულებამდე არა უგვიანეს 1 თვისა რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს წლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის გეგმას.
მუხლი 8. რედაქტორი
1.რედაქციას ჰყავს რედაქტორი, რომელიც პასუხისმგებელია გაზეთის გამოცემაზე და ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორის და მეცნიერების მიმართულებით ვიცე-რექტორის წინაშე.
2.რედაქტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი, ხოლო თანამშრომლების დანიშვნა და გათავისუფლება ხდება რედაქტორის წარდგინების საფუძველზე, რექტორის ბრძანებით.
3. რედაქტორი უზრუნველყოფს:
ა) „სამედიცინო გაზეთის“რედაქციის მუშაობის დაგეგმვას და წარმართვას;
ბ) `სამედიცინო გაზეთის~ შეუფერხებელ გამოსვლას;
გ)“სამედიცინო გაზეთში“ დასაბეჭდი სტატიების რედაქტირება და საბეჭდად მომზადება;
ე) `სამედიცინო გაზეთის~ კორესპონდენტებისთვის ყველა სამუშაო პირობის შექმნას;
მუხლი 9. დასკვნითი დებულებები
1.წინამდებარე დებულების დამტკიცება და დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ.
2 . “ გამომცემლობის“ და „რედაქციის“ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
3.წინამდებარე დებულება ძალაშია დამტკიცებისთანავე.
3.ძალადაკარგულად გამოცხადდეს თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2020 წლის 19 მარტის # 23/3 დადგენილებით დამტკიცებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „სამედიცინო გაზეთის“ რედაქციის დებულება.
Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio