დამტკიცებულია
თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს
2018 წლის 4 აპრილის N23/5 დადგენილებით
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის
დებულება
მუხლი1. მიზანი და რეგულირების სფერო
1.1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
1.2. პროგრამა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, თსსუ–ს წესდებით და უნივერსიტეტის მართვის ორგანოების ადმინისტრაციული აქტებით, აღნიშნული დებულებით;
1.3 პროგრამის მიზანია, მოამზადოს საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანი და სათანადო კომპეტენციის მქონე კვალიფიციური ექიმები (მედიკოსები), რომლებიც მზად არიან დიპლომისშემდგომი განათლებისა და სპეციალური პროფესიული მზადებისათვის როგორც საქართველოში, ასევე, მის საზღვრებს გარეთ (მათ შორის – აშშ-ში), ასევე, ხელიშეუწყოს სწავლების ხარისხის უზრუნველყოფას, სასწავლო პროცესის შეუფერხებლად და მაღალკვალიფიციურად წარმართვას.
მუხლი 2. პროგრამის სტრუქტურა და ფუნქციები:
2.1 დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა შემუშავებულია თსსუ-ის და ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ) თანამშრომლობით და დაფუძნებულია ემორის სამედიცინო სკოლის ინოვაციურ კურიკულუმზე. პროგრამა რეგულირდება საქართველოს კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, თსსუ–ის წესდებითა და მართვის ორგანოების ადმინისტრაციული აქტებით და ამ დებულების შესაბამისად:
ა) ამერიკულ მხარესთან კონსულტაციით შეიმუშავებს დიპლომამდელ უმაღლეს ინგლისურენოვანი სამედიცინო განათლებისათვის სასწავლო პროგრამას და კურიკულუმს და მონაწილეობს მის მუდმივ სრულყოფასა და განხორციელებაში;
ბ) პროგრამის შემუშავებისას ითვალისწინებს ევროპული კრედიტების დაგროვების სისტემის შესაბამისი შინაარსის, ორიენტაციისა და სტრუქტურის პროგრამებსა და კურიკულუმებს;
გ) ახორციელებს ერთობლივ სამეცნიერო კვლევით პროექტებს, მათ შორის საერთაშორისო სასწავლო და სამეცნიერო–კვლევით ცენტრებთან ერთად, შეიმუშავებს პროგრამის სასწავლო,
სამეცნიერო – კვლევითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ადგენს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებსა და გეგმებს;
დ) საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით კომპეტენციის ფარგლებში ადგენს პროგრამის მფლობელობაში არსებული ქონების ფლობასა და სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ე) მონაწილეობს უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო პოლიტიკის ძირითადი სტრატეგიის შემუშავებაში.
2.2. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს: ა) პროგრამის სტუდენტების სწავლების პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი;
ბ) პროგრამის სტუდენტების დოკუმენტაციის (პირადი საქმის, და ა.შ.) წარმოება, შენახვა.
გ) საკონტრაქტო პირობებით მოწვეულ პედაგოგთა კონკურსის საფუძველზე შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება;
დ) სასწავლო პროგრამების, ცხრილების სინქრონიზაცია სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტთან ერთად;
ე) კურიკულუმის კომიტეტთან თანამშრომლობა ინგლისურენოვანი სწავლების სპეციფიკის გათვალისწინებით;
ვ) ამერიკელ პარტნიორებთან (ემორის უნივერსიტეტი) ინფორმაციის სისტემატური გაცვლა პროგრამის იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობის და, ზოგადად, პროგრამის განვითარების შესახებ;
ზ) უცხოელ პარტნიორებთან (პროვაიდერები) ინფორმაციის სისტემატიური გაცვლა კომპეტენციის ფარგლებში თსსუ–ის შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად;
თ) საერთაშორის ურთიერთობი დეპარტამენტთან ერთად თსსუ-ის კურსდამთავრებულთათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება (სხვადასხვა ქვეყანაში) ან ამა თუ იმ მონაცემის დადასტურება;
ი) თსსუ–ის შესაბამის სამსახურთა თანამშრომლობა (უცხოენოვანი სტუდენტების სწავლის საფასური, საბანკო ტრანსფერების კონტროლი);
კ) სტუდენტებს და თსსუ– ს შორის დადებული კონტრაქტების შესრულების კონტროლი;
ლ) სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების ორგანიზების კოორდინაცია საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტთან ერთად;
მ) განსაკუთრებით მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტთა სტაჟირების ორგანიზება და ამ სტუდენტთათვის სამედიცინო უნივერსიტეტისგან დაფინანსების მოპოვების უზრუნველყოფა მათი სტაჟირების მიზნით ემორის უნივერსიტეტში, აგრეთვე სხვა პარტნიორ უნივერსიტეტებში;
ნ) სტუდენტების აქტიური ჩართვის ხელშეწყობა სამეცნიერო კვლევებში;
ო) „სტუდენტთა კავშირის“ საქმიანობის მხარდაჭერა;
პ) სამეცნიერო კონფერენციების, შეხვედრების, კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზაცია და მხარდაჭერა;
ჟ) მედიისთვის (ვიდეო, აუდიო, ბეჭდვითი) მასალების მომზადება და მიწოდება.
მუხლი 3. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელობა
3.1 პროგრამის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია პროგრამის კოორდინატორის (ემორის მხრიდან) და რექტორის წინაშე და პასუხისგებელია:
ა) ამერიკულ მხარესთან ურთიერთობაზე;
ბ) პროგრამის მიზნების შემუშავებაზე პროგრამის განვითარებაში ჩართულ მხარეებთან ერთად;
გ) პროგრამის განვითარებისა და იმპლემენტაციის პოლიტიკაზე;
დ) პროგრამის განვითარების პერსპექტივებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი სრულყოფის გეგმების შემუშავებაზე;
ე) პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის შერჩევაზე, სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი კურსების ჩასატარებლად შესაფერისი კლინიკის/ლაბორატორიის და ა.შ. განსაზღვრაზე;
ვ) პროგრამის განვითარების კონტროლსა და შეფასებაზე;
ზ) პროგრამის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების შემუშავებაზე;
თ) პროგრამის სტრუქტურისა და დებულების შემუშავებაზე;
ი) კურიკულუმის კომიტეტის შეხვედრებში მონაწილეობაზე;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოსა და მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გამოშვებაზე;
მ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და უნივერსიტეტის წესდებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილების შესრულებაზე .
3.2 პროგრამის კოორდინატორი ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორის წინაშე და პასუხისმგებელია:
ა) პროგრამის ხელმძღვანელებისა და ადმინისტრაციის უწყვეტ და ეფექტურ კომუნიკაციაზე ემორის უნივერისტეტის მხარესთან;
ბ) კლინიკური კლერკშიფების ხელმძღვანელობაზე. კლერკშიფის ხელმძღვანელებთან ერთად როტაციის მიზნების დაგეგმვაზე, ამოცანების ჩამოყალიბებაზე და საჭიროების შემთხვევაში მათ კოლეგებთან დაკავშირებაზე ემორის უნივერისტეტის მხრიდან;
გ) ახალი კადრების შერჩევაში მონაწილეობაზე;
დ) თსსუ-ის ადმინისტრაციასთან პროგრამაში ჩართული პერსონალის ემორის უნივერისტეტში სტაჟირებასთან დაკავშირებით წინადადებების წარდგენაზე, მათი ვიზიტის პირობებს ემორის მხარესთან შეთანხმებაზე და ემორის უნივერისიტეტში მათი ვიზიტის ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფაზე;
ე) ემორის უნივერსიტეტის მხრიდან კოლეგების მოწვევაზე, თსსუ- სთან მათი ვიზიტის პირობების/შინაარსის შეთანხმებაზე და დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების კონტროლზე.
3.3 პროგრამის დირექტორი ანგარიშვალდებულია რექტორის, დეკანის და პროგრამის ხელმძღვანელის/ების წინაშე და პასუხისმგებელია:
ა) სასწავლო-სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობის ეფექტურად წარმართვის ორგანიზებაზე;
ბ) სასწავლო და მეთოდური მუშაობის დაგეგმვაზე, ორგანიზაციასა და კონტროლზე;
გ) სასწავლო პროცესის ორგანიზაციაზე;
დ) სასწავლო პროცესის აღრიცხვასა და კონტროლზე;
ე) სასწავლო განრიგისა და სწავლების პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავებაზე;
ვ) ღონისძიებათა შემუშავებაზე სწავლების ხარისხისა და ეფექტურობის ასამაღლებლად; მეთოდური მუშაობის დაგეგმვასა და ორგანიზაციაზე;
ზ) პედაგოგიური მუშაობის ხარისხის კონტროლზე უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურთან ერთად;
თ) სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფაზე სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) გამოყენების გზით
ი) პროგრამის მიზნებისა და ამოცანების დისემინაციაზე პროგრამის განხორციელებაში მონაწილე ყველა მხარესთან (სტუდენტები, განმახორციელებლი პერსონალი, ადმინისტრაცია);
კ) სტუდენტების სასწავლო კურსების სილაბუსებით უზრუნველყოფის კონტროლზე;
ლ) სწავლების პროცესის შეფასებაზე, მონაცემთა დამუშავებაზე, უკუკავშირის (გამოკითხვების) უზრუნველყოფაზე;
მ) სასწავლო პროგრამების განხორციელების კონტროლზე, ლექცია-სემინარების მიმდინარეობაზე უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად;
ნ) სასწავლო ცხრილების შედგენის კონტროლზე; ო) სასესიო გამოცდების მართვასა და კონტროლზე;
პ) რეგულარულ ურთიერთობაზე ამერიკულ მხარესთან, რეპორტინგზე;
ჟ) Guest speaker-ების (სტუმარ-მომხსენებლების) მოძიება და მათი მოწვევის ორგანიზებაზე;
რ) პროგრამის განვითარების დონის შეფასებაში მონაწილეობასა და ღონისძიებების შემუშავებაზე ხარვეზების აღმოსაფხვრელად;
ს) კურიკულუმის კომიტეტის შეხვედრების ორგანიზებასა და მონაწილეობაზე.
3.4 დირექტორის მოადგილე ანგარიშვალდებულია პროგრამის დირექტორის წინაშე და პასუხუსმგებელია:
ა) უნივერსიტეტში მოქმედი ყველა ნორმატიული აქტის დამუშავებასა და ანალიზზე;
ბ) რეგულარულ ურთიერთობაზე სტუდენტებთან (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) სასწავლო- აკადემიური პროცესის, სხვ.. თაობაზე;
გ) სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ინფორმირებაზე მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო პროცესების შესახებ;
დ) სასწავლო პროცესის ორგანიზებასა, აღრიცხვასა და კონტროლში მონაწილეობაზე;
ე) სწავლების პროცესის შეფასებაზე, მონაცემთა დამუშავების რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობაზე;
ვ) სასწავლო ცხრილების შედგენასა და კონტროლირებაში მონაწილეობაზე;
ზ) სასესიო გამოცდების ორგანიზებასა და კონტროლირებაში მონაწილეობაზე.
თ) სტუდენტებისათვის პროგრამული და კურიკულუმის გარეშე სასწავლო პროექტების გაცნობაზე, მათში ორიენტაციასა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენაში დახმარებაზე.
3.5 მთავარი სპეციალისტი ანგარიშვალდებულია პროგრამის დირექტორის და დირექტორის მოადგილის წინაშე და პასუხისმგებელია:
ა) სტუდენტებთან, აბიტურიეტებთან, მათ მშობლებთან და ყველა დაინტერებულ პირთან პროგრამაში ჩარიცხვის, პროგრამის დიზაინისა და სასწავლო პროცესის თავისებურებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაზე.
ბ) პროგრამის სტუდენტთა აღრიცხვაზე, სტუდენტთა პირადი საქმეების შედგენასა და დოკუმენტაციის კონტროლზე;
გ) სხდომებისა და სხვა სამუშაო შეხვედრების ორგანიზებაზე; საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და პროგრამის ადმინისტრაციისთვის მიწოდებაზე; პროგრამის ადმინისტრაციის მუშაობის კოორდინაციაზე.
დ) პროგრამის ადმინისტრაციაში შემოსული და გასული წერილობითი ინფორმაციის აღრიცხვასა და თავმოყრაზე, უნივერსიტეტში მოქმედი ყველა ნორმატიული აქტის დამუშავებასა და ანალიზზე, საგამოცდო უწყისების გაცემა-დაბრუნების კონტროლზე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სამსახურებსა და პროგრამის ადმინისტრაციას შორის მუშაობის კოორდინაციაზე, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მონაცემთა ბაზის კონტროლზე.
ე) სტუდენტთა პირადი საქმეების პერიოდულ კონტროლზე.
ვ) სტუდენტთა რეგისტრაციაზე, პირადი საქმეების აკინძვაზე, ბაზის კომპიუტერული ვერსიისა და დემოგრაფიული მონაცემების შექმნასა და სისტემატურ განახლებაზე; სტუდენტებთან ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზებაზე; შესაბამისი სტრუქტურებისათვის ცხრილების, სიების, უწყისების და სტუდენტთა მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე; სტუდენტთათვის ცნობებისა და ინფორმაციის გაცემაზე; საგამოცდო უწყისების მომზადებაზე, გაცემაზე, მიღებასა და დამუშავებაზე; სტუდენტთა აკადემიური და ფინანსური დავალიანების კონტროლზე; დემოგრაფიული მონაცემების გადამოწმებაზე დიპლომის შესავსებად, სტუდენტთა პირადი საქმის აკინძვაზე და არქივში ჩაბარებაზე.
3.6 უფროსი სპეციალისტი ანგარიშვალდებულია პროგრამის დირექტორის და დირექტორის მოადგილის წინაშე.
პასუხისმგებლობის სფერო:
ა) ურთიერთობა სტუდენტებთან, აბიტურიენტებთან, მათ მშობლებთან და ყველა დაინტერესებულ პირთან პროგრამაში ჩარიცხვის, პროგრამის დიზაინისა და სასწავლო პროცესის თავისებურებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით.
ბ) საჭირო ინფორმაციის მოძიება და პროგრამის ადმინისტრაციისთვის მიწოდება;
გ) პროგრამის მთავარ სპეციალისტთან ერთად შემოსული და გასული წერილობითი ინფორმაციის აღრიცხვა და თავმოყრა, უნივერსიტეტში მოქმედი ყველა ნორმატიული აქტის დამუშავება და ანალიზი, საგამოცდო უწყისების გაცემა-დაბრუნების კონტროლი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სამსახურებსა და პროგრამის ადმინისტრაციას შორის მუშაობის კოორდინაცია, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მონაცემთა ბაზის კონტროლი.
დ) სტუდენტთა აკადემიური მონაცემების სტატისტიკური დამუშავება; კონტროლი სტუდენტთა აკადემიურ მოსწრებაზე.
ე) სხდომებისა და სხვა სამუშაო შეხვედრების ორგანიზება; სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან რეგულარული შეხვედრების დაგეგმვა და შეხვედრების ოქმების წარმობა;
ვ) სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გამოკითხვის მუდმივ რეჟიმში წარმოება, მიღებული შედეგების დამუშავება და ანალიზი
ზ) პროგრამის საკუთრებაში არსებული წიგნადი ფონდის აღრიცხვა და კონტროლი
თ) პროგრამის აკადემიურ (სასწავლო) პროცესში ჩართულობა სასწავლო პროცესის მონიტორინგის კუთხით: სასწავლო კურსების/მოდულების/კლერქშიფების სილაბუსების, ცხრილების და სხვა დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელების მონიტორინგი პროგრამის ადმინიტრაციულ ჯგუფსა და უნივერისტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად.
3.7 სპეციალისტი ანგარიშვალდებულია პროგრამის დირექტორის და დირექტორის მოადგილის წინაშე.
პასუხისმგებლობის სფერო:
ა) სხვადასხვა სახის ღონისძიების ორგანიზება პროგრამის ფართო მასებისთვის გასაცნობად;
ბ) სტუდენტების მონაწილეობის უზრუნველყოფა სხვადასხვა სახის სარეკლამო (პროგრამისთვის სარეკლამო) ღონისძიებებში;
გ) მედიისათვის (როგორც ინტერნეტ-სფეროში, ისე ბეჭდვით, რადიო და ტელეგადაცემებში) პროგრამის შესახებ ინფორმაციის დროულ მოწოდებაზე პასუხისმგებლობა;
დ) კურიკულუმისგარეშე ღონისძიებების დაგეგმვა;
ე) პროექტის ,,ზამთარი ემორიში“ და ,,ზაფხული ემორიში“ დაგეგმვა და მენეჯმენტი;
ვ) პროგრამის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელის გვერდის მუდმივი კონტროლი და განახლება;
ზ) უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთოერთობის სამსახურთან კონტაქტი; ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიღება-მიწოდების თვალსაზრისით.
თ) პროგრამის საგამოცდო პროცესის ტექნიკური უზრუნველყოფა და კონტროლი
თ1 ) საგამოცდო საკითხების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა.
თ2 ) საგამოცდო საკითხების ელექტრონულ ბაზაში განთავსება.
თ3 ) სტუდენტებისთვის საგამოცდო პროგრამით სარგებლობისათვის აუცილებელი მომხმარებლის სახელისა და კოდური სიტყვის მინიჭება.
თ4 ) საგამოცდო საკითხების კონფიდენციალობის დაცვის უზრუნველყოფა
თ5 )საგამოცდო პროცესის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა
ი) სასწავლო პროცესის ტექნიკური უზრუნველყოფა
ი1 )სალექციო/სასემინარო აუდიტორიების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა.
ი2 )კურსის განმხორციელებელი პერსონალისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა აკადემიური პროცესის განხორციელებისთვის საჭირო მასალით მომარაგების მხრივ (მაგ. ბეჭდვა, ასლის გადაღება და სხვ).
კ) საგამოცდო პროცესის მოსამზადებელი და მაკონტროლებელი ღონისძიებების დაგეგმვა და მონაწილეობა
ლ) კლინიკების მოძიების პროცესში მონაწილეობა სტუდენტების კლინიკური აქტივობის განსახორციელებლად. საბაზისო სწავლების სტუდენტების კლინიკებში განაწილების დაგეგმვა და კონტროლი კლინიკური დაკვირვების (ე.წ. ,,shadowing”) წარმოებისათვის.
3.8 საჭიროების შემთხვევაში მოწვეულნი იქნებიან მცირე ჯგუფის კოორდინატორები და მოდულის/კლერკშიფის კოორდინატორები
მუხლი 4. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტრუქტურა
1. სასწავლო პროგრამა აგებულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით და შეესაბამება უმაღლესი განათლების მეორე საფეხურს (მაგისტრატურასთან გათანაბრებული). დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა მოიცავს 360 ECTS კრედიტს (1 ECTS კრედიტი= 30 საათი);
2. პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლება განისაზღვრება „უმაღლესი განათლების შესახებ კანონით“ - მუხლი 52. პუნქტი 3.
3. საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა დასაშვებია სწავლების ერთი აკადემიური წლის დასრულების შემდეგ. მობილობა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის აქტით დამტკიცებული სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.
4. თსსუ-ის მიერ დადგენილია ინგლისური ენის მოთხოვნები იმ აპლიკანტებისთვის, ვინც ირიცხება ინგლისურენოვან პროგრამაზე ეროვნული გამოცდების გარეშე:
5. ყველა აპლიკანტი ვალდებულია ჩააბაროს ინგლისური ენის ცოდნის ტესტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
6. აპლიკანტები თავისუფლდებიან აღნიშნული ინგლისური ენის ტესტის ჩაბარებისგან, შემდეგი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში:
ა) თუ არიან ინგლისურენოვანი ქვეყნის მოქალაქეები (ამერიკა, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და სხვა.), სადაც დამთავრებული აქვთ სკოლა /კოლეჯი/ უნივერსიტეტი ინგლისურ ენაზე.
ბ) ვალიდური IELTS - ის (>6.5) ან TOEFL - ის (>90) სერთიფიკატი;
გ) ევროპის და ისრაელის მოქალაქეები - ინგლისური სკოლის /კოლეჯის/ უნივერსიტეტის სერტიფიკატით (შესაძლებელია წარმოადგინონ დამამთავრებელ გამოცდაზე ინგლისურ ენაში მიღებული მაღალი ქულები, ასევე მიიღება სკოლის დირექციის წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ აპლიკანტმა გაიარა ყველა საგანი ინგლისურად).
მუხლი 5. დასკვნითი დებულებები
5.1 დეპარტამენტის დებულების ძალადაკარგულად გამოცხადება ან ცვლილების შეტანა ხორციელდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.