სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის,ფარმაციის ფაკულტეტის
დებულება 



მუხლი  1.  ზოგადი  დებულებანი
1. სსიპ  -  თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის    (შემდგომში  - ,უნივერსიტეტი”) ფარმაციის ფაკულტეტი (შემდგომში - ,,ფაკულტეტი”) წარმოადგენს უნივერსიტეტის    ძირითად    საგანმანათლებლო,    სასწავლო-სამეცნიერო    და ადმინისტრაციულ  ერთეულს,  რომელიც  აკადემიური  თავისუფლების  პირობებში ახორციელებს სასწავლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს. (21.10.2013  #23/6).
2. ფაკულტეტი  ვალდებულია  შეუქმნას  სტუდენტს  საქართველოს  სახელმწიფო განვითარების დონიდან გამომდინარე საუკეთესო პირობები სწავლისა და დამოუკიდებელი  კვლევისათვის,  უზრუნველყოს  მეცნიერების  შესაბამის  დარგში თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების   შესაძლებლობა    და    მუდმივად    იზრუნოს   სასწავლო    პირობების გაუმჯობესებაზე.   საგანმანათლებლო   პროგრამების   წარმატებით   დასრულების შემთხვევაში  კურსდამთავრებულს  მიანიჭოს  შესაბამისი  აკადემიური  ხარისხი  და გასცეს ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. ფაკულტეტის საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, უნივერსიტეტის   წესდების,   უნივერსიტეტის   შინაგანაწესით   თსსუ   რექტორის ადმინისტრაციული აქტებისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე, რომელსაც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით, აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო.
4. ფაკულტეტს აქვს მრგვალი ბეჭედი, შტამპი და სატიტულო ფურცელი.
5. სწავლების  ენა  არის  ქართული  (სხვა  უცხო  ენაზე  სწავლება  შეიძლება განხორციელდეს  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  სამინისტროსთან შეთანხმებით).

მუხლი 2. ფაკულტეტის მიზანი, ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1. ფაკულტეტის მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, ცვალებად პროფესიულ გარემოსთან ადვილად ადაპტირებადი სპეციალისტის აღზრდა.
2. ფაკულტეტის  ძირითადი  ამოცანებია:
პრაქტიკული ხასიათის საქმიანობაზე ორიენტირებული უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე  პირების  –  ბაკალავრების  მომზადება;  სამეცნიერო  კვლევაზე  და  პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული უმაღლესი  აკადემიური განათლების მქონე პირების – მაგისტრებისა და დოქტორების მომზადება.
3. ფაკულტეტის  საქმიანობის  ძირითადი  მიმართულებებია:
ა) პროფესიული უმაღლესი განათლების, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო აკადემიური პროგრამების განხორციელება;
 ბ) ფარმაციის   სპეციალობებში   სასწავლო   პროგრამისა   და   კურიკულუმის მომზადება, მისი მუდმივი სრულყოფა და მის განხორციელებაში მონაწილეობა;
გ)  ევროპული  კრედიტების  ტრანსფერისა  და  დაგროვების  სისტემის  შესაბამისი შინაარსის,  ორიენტაციისა  და  სტრუქტურის  პროგრამებისა  და  კურიკულუმის შემუშავება, დანერგვა და განვითარება;
დ) ერთობლივი  სამეცნიერო-კვლევითი  პროექტების  განხორციელება,  მათ  შორის საერთაშორისო სასწავლო და  სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან ერთად;
ე) სახელმძღვანელოებისა და მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება და განვითარება;
ვ)  უმაღლესი  და  პროფესიული  საგანმანათლებლო  დაწესებულებების  პროფესორ- მასწავლებელთა და მეცნიერ-მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლება;
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
თ) პროფესორ-მასწავლებელთა პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობა;
4. ფაკულტეტი მოქმედი კანონმდებლობის, და ამ დებულების შესაბამისად:
ა) შეიმუშავებს   ფაკულტეტის   სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი   საქმიანობის ძირითად  მიმართულებებს,  ადგენს  შესაბამის  საგანმანათლებლო  პროგრამებსა  და გეგმებს;
ბ) მონაწილეობს უნივერსიტეტის აკადემიური   პერსონალის სამსახურში მიღების წესის შემუშავებაში, რომელსაც ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
გ) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის;
დ) უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით ირჩევს მართვის ორგანოების წარმომადგენლებს;
ე) ქმნის სწავლის ხარისხის უზრუნვეყოფის სამსახურს;
ვ)  საქართველოს  კანონმდებლობითა  და  უნივერსიტეტის  წესდებით  დადგენილი წესით   კომპეტენციის   ფარგლებში,   ადგენს   ფაკულტეტის   მიერ   მოზიდული ფინანსებისა   და   მის   მფლობელობაში   არსებული   ქონების   ფლობასა   და სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ზ) მონაწილეობს უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო პოლიტიკის ძირითადი სტრატეგიის შემუშავებაში.

მუხლი  3.  ფაკულტეტის  სტრუქტურა  და  მართვის  ორგანოები
ფაკულტეტი    არის    უნივერსიტეტის    ძირითადი    სასწავლო–სამეცნიერო    და ადმინისტრაციული  ერთეული,  რომელიც  უზრუნველყოფს  სტუდენტთა  მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას
1. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი  სუბიექტებია):
ა) ფაკულტეტის საბჭო;
ბ) ფაკულტეტის დეკანი;
გ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
2. ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) დეპარტამენტები და მათი პროგრამული მიმართულებები;
ბ) სადისერტაციო საბჭო;
გ) კურიკულუმის კომიტეტი;
დ) დეკანატი;
ე) სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ლაბორატორია
3) სხვა დამხმარე სტრუქტურული ერთეულები.
4. სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო კვლევების კოორდინირებულად წარმართვის მიზნით, ფაკულტეტზე იქმნება სასწავლო დეპარტამენტი (მიმართულება), რომელიც უზრუნველყოფს        ფაკულტეტზე  სასწავლო_სამეცნიერო  პროგრამების განხორციელებას.
5. უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით, ფაკულტეტზე შეიძლება შეიქმნას სამეცნიერო_კვლევითი  ლაბორატორია, ბიბლიოთეკა ან/და სხვა სტრუქტურული ერთეულები, რომელთა საქმიანობის წესი რეგულირდება ფაკულტეტის საბჭოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულებით
6. ფაკულტეტის  სტრუქტურული ერთეული(ები), თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აღასრულებს ფაკულტეტის საბჭოსა და დეკანატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, შეიმუშავებს  შესაბამისი  სფეროს  განვითარების  წინადადებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს.


მუხლი  4.  ფაკულტეტის  საბჭო
1. ფაკულტეტის საბჭო არის ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის შემადგენლობაში  შედის  ფაკულტეტის  აკადემიური  პერსონალის  ყველა  წევრი  და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.
2. სტუდენტური  თვითმმართველობიდან  ასარჩევ  წარმომადგენელთა  რაოდენობა ფაკულტეტის საბჭოში  შეადგენს ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობის 1/4-ს.
3   ფაკულტეტის   საბჭო   ახორციელებს   საქართველოს   კანონმდებლობითა   და უნივერსიტეტის წესდებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას.
4. ფაკულტეტის   საბჭო საქმიანობას წარმართავს საბჭოს  რეგლამენტის შესაბამისად. ფაკულტეტის საბჭოს საქმიანობას კოორდინაციას უწევს და მიღებული გადაწყვეტილებების შესარულებაზე პასუხისმგებელია ფაკულტეტის დეკანი.
5. ფაკულტეტის საბჭო:
ა) უნივერსიტეტის კანცლერს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს;
ბ) თავისუფალი  და  თანასწორი  არჩევნების  საფუძველზე,  ფარული  კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლერსობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს;
გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად  წარუდგენს  ფაკულტეტის  განვითარების  სტრატეგიულ  გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს.
დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
ვ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს;
ზ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭოს მუშაობის რეგლამენტს;
თ)  უფლებამოსილია,  დეკანის  მიერ  საქართველოს  კანონმდებლობის  დარღვევის, დეკანისათვის   დაკისრებული   მოვალეობის   არასათანადოდ   შესრულების   ან/და დეკანისათვის    შეუფერებელი    საქმიანობის    განხორციელების    საფუძვლით, ფაკულტეტის    საბჭოს    არანაკლებ    1/3    მოთხოვნით    განიხილოს    დეკანის უფლებამოსილების   ვადამდე   შეწყვეტის   საკითხი.    გადაწყვეტილება   დეკანის უფლებამოსილების  ვადამდე  შეწყვეტის  თაობაზე  მიიღება  ფარული  კენჭისყრით, სიითი  შემადგენლობის  უმრავლესობით.   დეკანი  ამ  პუნქტით  გათვალისწინებულ კენჭისყრაში არ მონაწილეობს.
ი) დეკანის უფლებამოსილების   ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს.
კ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

მუხლი  5.  ფაკულტეტის  დეკანი
1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის  დეკანს  ირჩევს  თსსუ-ის  შინაგანაწესით დადგენილი   წესით, ოთხი წლის  ვადით, ფარული კენჭისყრით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 1  და არაუმეტეს  2  კვირისა.  არჩევნები  ტარდება  კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 10 და არაუგვიანეს 30 დღის ვადაში.
2. ფაკულტეტის დეკანი:
ა) უზრუნველყოფს  ფაკულტეტზე  სასწავლო-სამეცნიერო  საქმიანობის  ეფექტურად მიმდინარეობას;
ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურას და დებულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია უნივერსიტეტის აკადემიური, წარმომადგენლობითი და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
ე) თავისი  კომპეტენციის  ფარგლებში  გამოსცემს  ინდივიდუალურ  სამართლებრივ აქტებს;
ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;
ზ)უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე;
თ)  ახორციელებს  საქართველოს  მოქმედი  კანონმდებლობითა  და  უნივერსიტეტის წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
3. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი და პირობები განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებით. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დეკანის  თანამდებობის  დაკავება  ხორციელდება  უფლებამოსილება შეწყვეტილი დეკანის დარჩენილი ვადით.
4. დეკანი, კომპეტენციის შესაბამისად, ინდივიდუალური საკითხების  გადასაწყვეტად გამოსცემს   ინდივიდუალურ აქტებს -   ბრძანებებს, რომლითაც   რეგულირდება ფაკულტეტის    ფარგლებში    სასწავლო  და  სამეცნიერო    საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი საკითხი.
5. დეკანის  მიერ  საკუთარი  უფლებამოსილების  დროებითი  განუხორციელებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

მუხლი  6.  ფაკულტეტის  დეკანატი
დეკანის უფლებამოსილების ვადით, დეკანის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას დეკანის  სათათბირო  ორგანო  –  დეკანატი,  რომელშიც  თანამდებობრივად  შედიან: დეკანი, დეკანის მოადგილე(ები), ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. დეკანატი აღასრულებს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
1. ფაკულტეტის  დეკანატი  ახორციელებს ფაკულტეტის  სასწავლო, სამეცნიერო  და მეთოდური მუშაობის დაგეგმვას, ორგანიზაციას და კონტროლს.
2. დეკანატის ფუნქციებია:
ა) სასწავლო  განრიგისა  და  სწავლების  პროცესის  დაგეგმვასთან  დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავება;
ბ) ფაკულტეტზე  მიმდინარე  ყველა  სახის  სასწავლო  პროცესის  აღრიცხვა  და კონტროლი;
გ) სწავლების ყველა საფეხურზე სასწავლო პროცესის ორგანიზაცია;
დ) ღონისძიებათა შემუშავება სტუდენტების,სწავლების ხარისხისა და ეფექტურობის ასამაღლებლად;
ე) მეთოდური მუშაობის დაგეგმვა და ორგანიზაცია;
ვ) სამეცნიერო მუშაობის ორგანიზაცია და კონტროლი;
ზ) სწავლებისა და სასწავლო პროცესის ხარისხის კონტროლი;
თ)  ფაკულტეტის განვითარების პერსპექტივებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი სრულყოფის გეგმების შემუშავება.
3. დეკანატში სასწავლო-მეთოდური და სამეცნიერო მუშაობის უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებს ფაკულტეტის დეკანის მოადგილე(ები).
4. დეკანის მოადგილის ფუნქციებია:
ა) კონტროლი სტუდენტების სასწავლო პროგრამების სწორ განხორციელებაზე;
ბ) სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ინფორმირება მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო პროცესების შესახებ;
გ) სასწავლო ცხრილების შედგენის კონტროლი;
დ) ლექცია-სემინარების მიმდინარეობის კონტროლი;
ე) სასესიო გამოცდების მართვა და კონტროლი;
ვ)   სტუდენტებისათვის   სასწავლო   პროგრამების   გაცნობა,   დახმარება   მათში ორიენტაციასა    და  საკუთარი  სასწავლო  პროგრამების  შედგენაში,  პროგრამათა ურთიერთობების ახსნა;
ზ) სტუდენტთა პირადი საქმეების პერიოდული კონტროლი.
5. დეკანის მოადგილე(ები) ინიშნება(იან) რექტორის ბრძანებით ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე.
6. მდივნის  ფუნქციებია:
ა) სტუდენტთა რეგისტრაცია, პირადი საქმეების აკინძვა, ბაზის კომპიუტერული ვერსიისა და დემოგრაფიული მონაცემების შექმნა და სისტემატური განახლება;
ბ) სტუდენტებთან ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზება;
გ) შესაბამისი სტრუქტურებისათვის ცხრილების, სიების, უწყისების და სტუდენტთა მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
დ) სტუდენტთათვის ცნობებისა და ინფორმაციის გაცემა;
ე) საგამოცდო უწყისების მომზადება, გაცემა, მიღება და დამუშავება; აკადემიური მონაცემების სტატისტიკური დამუშავება;
ვ)კონტროლი სტუდენტთა აკადემიურ და ფინანსურ დავალიანებაზე;
ზ) დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა ატესტაციის ორგანიზება, დემოგრაფიული მონაცემების გადამოწმება დიპლომის შესავსებად;
თ) სტუდენტთა პირადი საქმის აკინძვა და არქივში ჩაბარება.

მუხლი  7.  ფაკულტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახური
1. ფაკულტეტზე   სასწავლო   და   სამეცნიერო-კვლევითი   მუშაობის,   აგრეთვე აკადემიური   პერსონალის   პროფესიული   განვითარების   ხარისხის   სისტემატური შეფასების  მიზნით  იქმნება  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახური,  რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.
2. ფაკულტეტის    ხარისხის    უზრუნველყოფის    სამსახური    უფლებამოსილია ითანამშრომლოს  საზღვარგარეთის  ქვეყნებთან  და  უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების  შესაბამის  სამსახურებთან  ხარისხის  კონტროლის  გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
3. ფაკულტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის  ხელმძღვანელს  ირჩევს ფაკულტეტის საბჭო საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის ვადით.
4. ფაკულტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის  ხელმძღვანელი  შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი.
 5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა  და  შეფასების  თანამედროვე  მეთოდების  (მოდულები,  საკრედიტო სისტემა) გამოყენების  გზით  და  აკრედიტაციის  პროცესისათვის  თვითშეფასების მომზადებას.
6. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია ფაკულტეტის საბჭოს წინაშე.

მუხლი  8.  ფაკულტეტის  სადისერტაციო  საბჭო
1. სადისერტაციო  საბჭო  არის  დოქტორის  აკადემიური  ხარისხის  მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე.
2. სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში შედის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე   ფაკულტეტის   ყველა   სრული   და   ასოცირებული   პროფესორი,   თსსუ-ს სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მთავარი  მეცნიერები.
3. სადისერტაციო საბჭოს შედგენისა, თავმჯდომარის არჩევის წესი და საქმიანობა განისაზღვრება   შესაბამისი   დებულებით,   რომელსაც   ფაკულტეტის   საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

მუხლი  9.  ფაკულტეტის  კურიკულუმის  კომიტეტი
1. კურიკულუმის  კომიტეტი  არის  ფაკულტეტზე  მოქმედი  წარმომადგენლობითი არჩევითი ორგანო.
2. კურიკულუმის კომიტეტის ფუნქციებია:
ა) ფაკულტეტის სასწავლო გეგმის – კურიკულუმის ოპტიმიზაცია და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
ბ) ფაკულტეტზე   სავალდებულო   და   არჩევითი   დისციპლინების   სასწავლო პროგრამების  –  სილაბუსების  განხილვა  და  მათი  აკადემიური  ღირებულების შეფასება;
გ)  სასწავლო  სახელმძღვანელოების  განხილვა  და  ფაკულტეტზე  სწავლებისათვის მათი ვარგისიანობის განსაზღვრა.

მუხლი  10.  ფაკულტეტის  დეპარტამენტები
1. დეპარტამენტი  არის  ფაკულტეტის  სასწავლო-სამეცნიერო  დანაყოფი,  რომელიც ახორციელებს სასწავლო, მეთოდურ, სამეცნიერო და პრაქტიკულ (ლაბორატორიულ და  სხვ.)  მუშაობას  და  უზრუნველყოფს  ფაკულტეტის  სტუდენტების  (მათ  შორის მაგისტრანტების და დოქტორანტების,) მომზადებას.
2. დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სასწავლო დისციპლინების სილაბუსების შემუშავება;
ბ) სასწავლო პროცესის წარმართვა;
გ) მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამების შექმნა და განხორციელება;
დ) მეთოდური რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელოების შექმნა;
ე) სამეცნიერო პროექტების შემუშავება და განხორციელება;
ვ) პრაქტიკული (ლაბორატორიული) საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება.
3. დეპარტამენტის  მუშაობას  ფაკულტეტის  დეკანთან  შეთანხმებით  წარმართავს დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროგრამული მიმართულებების კოორდინატორებთან ერთად.  იგი  პასუხისმგებელია  დეპარტამენტის  სტრუქტურაში  არსებული  ყველა რგოლის მუშაობაზე.
4. ფარმაციის ფაკულტეტის სასწავლო დეპარტამენტებია:
ა) ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის დეპარტამენტი;
ბ) ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტი;
გ) სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტი;
 დ) ფარმაკოგნოზიისა და ბოტანიკის  დეპარტამენტი;
ე) ამოღებულია  (21.06.2013  #23/4).
ვ) ბიოქიმიის დეპარტამენტი;
ზ) სამედიცინო ქიმიის დეპარტამენტი.

მუხლი  11.  სამეცნიერო-კვლევითი  და  პრაქტიკული  უნარ-ჩვევების  ლაბორატორია
უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით, ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სამეცნიერო_კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ლაბორატორია,  რომლის საქმიანობის ძირითადი მიზანია უმაღლესი აკადემიური განათლების – საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა. კვლევითი და პრაქტიკული უნარ_ჩვევების ჩამოყალიბება.

მუხლი  12.  ფაკულტეტის  პერსონალი  და  მათი  ფუნქციები
ფაკულტეტის    პერსონალი   წარმოდგენილია    აკადემიური, ადმინისტრაციული, პედაგოგიური, სამეცნიერო და დამხმარე პერსონალით.
1. ფაკულტეტის   აკადემიური   პერსონალი   შედგება   სრული   პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ - პროფესორებისაგან.
2. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო.
3. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
4. კონკურსის   ჩატარების   წესი   თარიღი   და   პირობები   განსაზღვრულია კანონმდებლობით და უნივერსიტეტის წესდებით.
5. აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
6. კონკურსში   გამარჯვებულ   აკადემიურ   პერსონალთან   რექტორი   აფორმებს ინდივიდუალურ  შრომით  ხელშეკრულებებს,  უმაღლესი  განათლებისა  და  შრომის კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.
7. აკადემიური პერსონალის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება დადგენილი წესით ახლადარჩეული აკადემიური პერსონალის უფლებამოსილების ცნობამდე.
აკადემიური  პერსონალის  ფუნქციები:
1. აკადემიურ პერსონალს, კომპეტენციის შესაბამისად, უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა   მიიღოს   უნივერსიტეტის   მართვაში,   მათ   შორის   მართვის ორგანოების არჩევნებში;
ბ) დამტკიცებული  პროგრამების  ფარგლებში  დამოუკიდებალად  განახორციელოს სწავლება,   კვლევა   და   შემოქმედებითი   საქმიანობა,   სამეცნიერო   ნაშრომების გამოქვეყნება;
გ)   საგანმანათლებლო   პროგრამის   ფარგლებში   დამოუკიდებლად  განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;
დ) განახორციელოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
ა) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;
ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;
გ)  კვალიფიკაციის  ამაღლების  შემდეგ  წარმოადგინოს  ანგარიში  ჩატარებული სამუშაოების შესახებ;
დ)  დაიცვას  უნივერსიტეტის  წესდებით,  შინაგანაწესით,  ფაკულტეტის  დებულებითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
 3. სრული პროფესორი არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელიც მის დეპარტამენტში/მიმართულებაში უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს ასოცირებული პროფესორების, ასისტენტ- პროფესორებისა და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.
4. ასოცირებული პროფესორი არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც მონაწილეობს დეპარტამენტის/მიმართულების ძირითად სასწავლო პროცესში და   ხელმძღვანელობს   ასისტენტ-პროფესორებისა   და   სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.
5. ასისტენტ-პროფესორი  არის  დოქტორი  ან  დოქტორანტი,  რომელიც  უძღვება ლაბორატორიულ, სასემინარო და/ან პრაქტიკულ მეცადინეობებს.
6. აკადემიური  პერსონალის  თანამდებობიდან  გათავისუფლების  საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ)  ეთიკის  კოდექსისა  და  დისციპლინური  პასუხისმგებლობის  ნორმების  უხეში  ან სისტემატური დარღვევა;
დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;
ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
7. ფაკულტეტის   ადმინისტრაციულ   თანამდებობებს   მიეკუთვნება: დეკანი, დეკანის მოადგილე(ები), ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა პირები.
8. ფაკულტეტის  ადმინისტრაციულ  თანამდებობებზე  არ  შეიძლება  არჩეულ  ან დანიშნულ იქნას 65 წელს მიღწეული პირი.
9. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები განისაზღვრება “უმაღლესი  განათლების  შესახებ”  საქართველოს  კანონით  და  უნივერსიტეტის წესდებით.
10. ფაკულტეტის  პედაგოგიურ პერსონალს, აკადემიური შტატის გარდა, მიეკუთვნება მოწვეული    სპეციალისტი,    უფროსი    მასწავლებელი,    მასწავლებელი,    ისინი ახორციელებენ   სასემინარო   პრაქტიკულ   და   ლაბორატორიულ   სამუშაოებს აკადემიური  თანამდებობის  დაკავების  გარეშე.  მათ  აქვთ  უფლება  შეარჩიონ თანამედროვე  მოთხოვნების  შესაბამისი  სწავლების  მეთოდები  და  საშუალებები შესასწავლი  მასალის  უკეთესი  ათვისებისათვის  რომელებთანაც     კანცლერის თანხმობით შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი.
11. ფაკულტეტის   პედაგოგიური   შემადგენლობის   რაოდენობა   განისაზღვრება სასწავლო,  მეთოდური  და  სამეცნიერო  სამუშაოს  მოცულობით,  თითო  პედაგოგზე გათვლილი   დროის   ბიუჯეტის   მიხედვით,   საქართველოს   განათლებისა   და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმატიული აქტებით.
12. ფაკულტეტის  პედაგოგების  დატვირთვის  ოდენობას  ადგენს  უნივერსიტეტის ადმინისტრაცია  მათი  კვალიფიკაციის,  სამუშაოს  მოცულობისა  და  სპეციფიკის, სამეცნიერო    და    მეთოდური    სამუშაოს    მოცულობის    გათვალისწინებით. ადმინისტრაციული ფუნქციის მატარებელ პირებს შეუძლიათ ჰქონდეთ პედაგოგიური დატვირთვა მათი პროფესიისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
13. ფაკულტეტის  დამხმარე     პერსონალს  მიეკუთვნება  უნივერსიტეტის  საშტატო ნუსხით  გათვალისწინებული  ფაკულტეტის  საქმიანობისათვის  აუცილებელი  სხვა პერსონალი.
14. ფაკულტეტის     საქმიანობის  ცალკეულ  მიმართულებებს,  რომლებიც  არ  არის გათვალისწინებული  უნივერსიტეტის  საშტატო  განრიგით,  შესაბამისი  შრომითი ხელშეკრულების საფუძველაზე ახორციელებს მოწვეული  პერსონალი.
15. ფაკულტეტის პერსონალის წახალისებასთან     და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული  ურთიერთობები რეგულირდება უნივერსიტეტის  წესდების,  შინაგანაწესისა  და  სხვა  ნორმატიული  მოთხოვნების საფუძველზე.

მუხლი  13.  ფაკულტეტის  სასწავლო  პროგრამები და  სასწავლო  პროცესი
1. ფარმაციის   ფაკულტეტის   სასწავლო   პროგრამები   შეესაბამება   მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მოიცავს:
ა) უმაღლესი  აკადემიური   განათლების  პირველი  საფეხური  -   ბაკალავრიატი  .– საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს;
ბ) უმაღლესი  აკადემიური  განათლების  მეორე  საფეხური  –  მაგისტრატურა  – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არა ნაკლებ  120 კრედიტს;
გ) უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხური – დოქტორანტურა-რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს.
2. სწავლების პერიოდში პროგრამით გათვალისწინებული საგნების ათვისება ხდება ყოველკვირეული  ლექციების,  პრაქტიკული  და  ლაბორატორიული  მეცადინეობების სახით.
3. სასწავლო  პროგრამების  სტრუქტურას,  სავალდებულო  და  არჩევითი  საგნების ჩამონათვალს  განსაზღვრავს  ფაკულტეტის  საბჭო,  რომელსაც  დადგენილი  წესით ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
4. სასწავლო  პროცესი  მოიცავს  ყველა  სახის  სასწავლო-მეთოდური  სამუშაოს დაგეგმვას, ორგანიზაციას და განხორციელებას.
5. ფაკულტეტზე  სასწავლო  პროცესის  ორგანიზაცია  და  მიმდინარეობა  ეფუძნება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, უნივერსიტეტის წესდებას, შინაგანაწესს და წინამდებარე დებულებას.
6. ფაკულტეტზე  სასწავლო  პროცესის  მარეგულირებელი  ძირითადი  დოკუმენტებია სასწავლო  გეგმები  (კურიკულუმი)  და  დეპარტამენტების  მიერ  წარმოდგენილი პროგრამები (სილაბუსები).
7. ფაკულტეტზე  სტუდენტის  ცოდნის  შეფასება  ხდება  უნივერსიტეტში  მოქმედი შეფასების  სისტემისა  და  სასწავლო  პროგრამების  (სილაბუსების)  შესაბამისად. სტუდენტი   ვალდებულია   ყველა   გამოცდა   ჩააბაროს   სასწავლო   პროგრამის (სილაბუსის) და ფაკულტეტის სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) შესაბამისად.
8. შეზღუდული    შესაძლებლობის    მქონე    სტუდენტებისათვის    ფაკულტეტმა შესაძლებელია  დააწესოს  შეღავათები  მათი  სრულფასოვანი  განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად.
9. საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების, შეფასების, საგნის განმეორებით   მოსმენის   წესი   ფაკულტეტზე   რეგულირდება   უნივერსიტეტში დადგენილი ერთიანი წესის შესაბამისად.
10. თუ სტუდენტი ვერ მოახერხებს საგანში გამოცდის ჩაბარებას ნებისმიერი მიზეზის   გამო   (არადამაკმაყოფილებელი   შეფასება   გამოცდაზე,   გაცდენები, დისციპლინური გადაცდომის ჩადენა და სხვ. ) იგი ვალდებულია მომავალ სასწავლო წელს   ან/და   მომავალ   სემესტრში   განმეორებით   შეისწავლოს   იგივე   საგანი აუცილებელი დასწრებით.
11. სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და სტატუსის შეწყვეტის პირობები ასევე აკადემიური შვებულების    აღების წესი და პირობები რეგულირდება უნივერსიტეტის წესდებითა და შინაგანაწესით.
12. ფაკულტეტის    ადმინისტრაცია  გასცემს  შესაბამის  ცნობას  სტუდენტის  მიერ აკადემიური შვებულებით სარგებლობის შესახებ.
13. სხვა  უმაღლესი  საგანმანათლებლო  დაწესებულებიდან  ან  უნივერსიტეტის  სხვა ფაკულტეტიდან   სტუდენტის   გადმოყვანა   და   სტუდენტის   სტატუსის   აღდგენა რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და შინაგანაწესით. გადმოყვანისა და აღდგენის შიდასაფაკულტეტო საორგანიზაციო საკითხები რეგულირდება უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებებითა და რექტორის ბრძანებებით.
14. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სტუდენტის შიდა საუნივერსიტეტო ტრანსფერი    ერთი    ფაკულტეტიდან    მეორეზე,    აგრეთვე    სხვა    უმაღლესი სასწავლებლიდან  დაშვებელია  მხოლოდ  სწავლების  მეორე  წლიდან  ფაკულტეტის სტუდენტთა კვოტის ფარგლებში.
15. სტუდენტის   ტრანსფერი   უნდა   განხორციელდეს   აკადემიური   სემესტრის დაწყებამდე წარმოდგენილი ნიშნების ფურცლის (ტრანსკრიპტის) გათვალისწინებით.
16. ტრანსფერთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
17. სტუდენტის ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში   ფაკულტეტის დეკანი, შესაბამისი    დეპარტამენტის    (მიმართულების)    თანხმობით    ადგენს    კურსს, რომელზედაც  გადმოყვანილმა  სტუდენტმა  უნდა  განაგრძოს  სწავლა,  აგრეთვე  იმ საგნების  ჩამონათვალს,  რომელთა  გავლა  იქნება  აუცილებელი,  გამომდინარე სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ტრანსკრიპტიდან.
18. სტუდენტის სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოყვანის შემთხვევაშიც უნდა განხორციელდეს  ზემოთ  აღნიშნული  პროცედურები    წინამდებარე  დებულებით განსაზღვრულ   მოთხოვნათა   შესაბამისად.   სტუდენტის     მიერ   წარმოდგენილი ტრანსკრიპტის საფუძველზე ფაკულტეტის საბჭო   იღებს გადაწყვეტილებას რომელ კურსზე უნდა გააგრძელოს სტუდენტმა სწავლა და რომელი საგნების გავლა არის სტუდენტისათვის აუცილებელი.
19. დამამთავრებელ  (ინტეგრირებულ)  გამოცდაზე  დაიშვება  სტუდენტი,  რომელმაც აითვისა  საგანმანათლებლო  პროგრამა  და  დააგროვა  სავალდებული  კრედიტები. დამამთავრებელ   (ინტეგრირებულ)     გამოცდაზე   სტუდენტის   ცოდნა   ფასდება უნივერსიტეტში მოქმედი შეფასების სისტემის შესაბამისად.
20. ფაკულტეტის   საგანმანათლებლო   პროგრამის   ათვისების,   სავალდებულო კრედიტების   შესრულებისა   და   დამამთავრებელ   (ინტეგრირებულ)     გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი აკადემიური ხარისხი.
21. ფაკულტეტის  კურსდამთავრებული  დიპლომთან  ერთად  იღებს    დადგენილი ფორმის  დიპლომის  დანართს,  რომელსაც  დიპლომის  გარეშე  ძალა  არა  აქვს, დიპლომი  გაიცემა  პირადად  მფლობელზე  პირადობის  მოწმობის  წარმოდგენის საფუძველზე,  სხვა  პირზე  დიპლომი  გაიცემა  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე.
22. დიპლომი  არ  გაიცემა,  თუ  სტუდენტს  გააჩნია  ფინანსური  დავალიანება უნივერსიტეტის მიმართ.
23. დიპლომის   (დანართის) დაკარგვის შემთხვევაში გაიცემა დიპლომის (დანართის) ასლი,  უნივერსიტეტში დადგენილი წესით.   ამ შემთხვევაში დადასტურებულ უნდა იქნას დაკარგვის ფაქტი, შესაბამისი ცნობის საფუძველზე.
24. ფაკულტეტზე  სწავლება მიმდინარეობს ქართულ და ინგლისურ ენაზე.
25. ფაკულტეტზე აკადემიური წელი შედგება ორი სემესტრისაგან: შემოდგომის და გაზაფხულის.

მუხლი  14.  ბაკალავრიატი
1. ბაკალავრიატში  სწავლის  უფლება  აქვს  მხოლოდ  სრული  ზოგადი  განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს.
2. ბაკალავრიატში  სწავლის  მიზანია  სრულ  ზოგად  განათლებაზე  უფრო  მაღალი დონის პროფესიულ მომზადებასთან ერთად სასწავლო დისციპლინების თეორიული ასპექტების  შედარებით  ღრმა  ათვისება,  რაც  კვლევითი  ხასიათის  პროგრამებით ამზადებს პირს მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისა და მუშაობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.



მუხლი  15.  მაგისტრატურა
1. მაგისტრატურა _ აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხური, სასწავლო პროგრამების ერთობლიობა, რომელიც შეიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და მიზნად  ისახავს  ბაკალავრის  შემდგომი  დონის  სპეციალისტის  ან  მკვლევარის მომზადებას,  ასევე  ამზადებს  პირს  მიღებული  კვალიფიკაციით  მუშაობისათვის  და დოქტორანტურისათვის.
2. მაგისტრატურაში  სწავლების  უფლება  ეძლევათ  ბაკალავრს  240  კრედიტი, მაგისტრთან გათანაბრებულ ან დიპლომირებულ პირებს, რომელთა მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 300 და გააჩნიათ შესაბამისი დიპლომი, აგრეთვე ცალკეული სპეციალობების მიხედვით სამაგისტრო პროგრამით განსაზღვრული სპეციალობის და კომპეტენციის მქონე მოქალაქეებს, რომელთა მიერ დაგროვილი  კრედიტი  შეადგენს:  ბაკალავრებისათვის  240  კრედიტს,  მაგისტრთან გათანაბრებული ან დიპლომირებული სპეციალისტებისათვის კი  300 კრედიტს.
3. მაგისტრატურაში    სწავლის    გაგრძელებისათვის    აუცილებელია    საერთო სამაგისტრო  გამოცდის  და  უმაღლესი  საგანმანათლებლო  დაწესებულების  მიერ გამოცხადებული გამოცდის/გამოცდების ჩაბარება.
4. უმაღლესი    საგანმანათლებლო    დაწესებულების    მიერ    გამოცხადებული გამოცდის/გამოცდების  ჩაბარების  უფლება  აქვს  მხოლოდ  იმ  მაგისტრანტობის კანდიდატს,   რომელმაც   საქართველოს   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საერთო სამაგისტრო გამოცდაზე.
5. მაგისტრატურაში მიღებისა და სწავლის პირობები, მოთხოვნები სამაგისტრო პროგრამისა და  სამაგისტრო ნაშრომისადმი რეგულირდება  საქართველოს კანონით “უმაღლესი   განათლების   შესახებ,”   თსსუ-ის   წესდებით,   ფაკულტეტისა   და მაგისტრატურის შესახებ დებულებით.

მუხლი  16.  დოქტორანტურა
1. დოქტორანტურა_აკადემიური  უმაღლესი  განათლების  მესამე  საფეხური  რომლის ძირითადი მიზანია სამეცნიერო-პედაგოგიური კადრის მომზადება.
2. დოქტორანტურაში   მიღების   აუცილებელი   პირობაა   სამეცნიერო-კვლევითი პროგრამის არსებობა.
3. სადოქტორო პროგრამა მიიღება წინასწარი ექსპერტიზის შემდეგ.
4. სადოქტორო პროგრამების შეფასება, მოიცავს უნივერსიტეტში დადგენილი წესით ჩატარებულ   ექსპერტიზას.   ექსპერტიზა   გულისხმობს   სადოქტორო   კვლევის პროგრამის  სამეცნიერო,  მეთოდური,  მოსალოდნელი  შედეგების  თეორიული  და პრაქტიკული  ღირებულების  შეფასებას,  სასწავლო  კომპონენტის  ადეკვატურობას პროგრამის შინაარსთან.
5. სადოქტორო პროგრამას და ხელმძღვანელს, ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს თსსუ-ის აკადემიური საბჭო.
6. დოქტორანტურაში მიღებისა და სწავლის პირობები, მოთხოვნები სადოქტორო პროგრამისადმი  რეგულირდება  საქართველოს  კანონით  “უმაღლესი  განათლების შესახებ” და ფაკულტეტის დებულებით დოქტორანტურის შესახებ.

მუხლი  17.  ფაკულტეტის  სტუდენტის  უფლებები  და  მოვალეობები
 1. სტუდენტი არის პირი, რომელიც “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს  კანონითა  და  უნივერსიტეტის  წესდებით  განსაზღვრული  წესით ჩაირიცხა და სწავლობს ფაკულტეტზე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის, ასევე პროფესიული განათლების  პროგრამის გასავლელად.
2. უნივერსიტეტში  ჩარიცხული  სტუდენტი  წარადგენს  ფაკულტეტის  დეკანატში შემდეგ საბუთებს:
ა) სრული საშუალო განათლების მოწმობის დედანი;
ბ) ცნობა სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ (ვაჟებისათვის);
გ)  4 ცალი 3X4 ფოტოსურათი;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დედანის წარმოდგენა ხდება პირადად);
ე) უნივერსიტეტის შინაგანაწესით დადგენილი სხვა საბუთებს;
ვ)   სტუდენტი   ვალდებულია   გულდასმით   დაეუფლოს   ფაკულტეტის   მიერ განსაზღვრულ  სავალდებულო  საგნებს  და  დაიცვას  უნივერსიტეტის  წესდება, შინაგანაწესი, ეთიკის კოდექსი და წინამდებარე დებულება;
ზ)   ფაკულტეტის   სტუდენტის   უფლებები   და   მოვალეობები   განსაზღვრულია საქართველოს   მოქმედი   კანონმდებლობით,   უნივერსიტეტის   წესდებით,   ეთიკის კოდექსით და წინამდებარე დებულებით.
3. სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;
გ)  უნივერსიტეტის  წესდებით,  შინაგანაწესითა  და  დებულებით  დადგენილი  წესით თანაბარ    პირობებში    ისარგებლოს    უნივერსიტეტისა    და    ფაკულტეტის მატერიალურ_ტექნიკური, საბიბლიოთეკო საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
დ) საყოველთაო,  პირდაპირი  და  თანასწორი  არჩევნების  საფუძველზე  ფარული კენჭისყრით   აირჩიოს   წარმომადგენელი   და   არჩეულ   იქნეს   სტუდენტური თვითმმართველობის,      ფაკულტეტისა      და      უნივერსიტეტის      მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში;
ე) თავისუფლად  დააფუძნოს  ან/და  გაერთიანდეს  სტუდენტურ  ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;
ვ)  თავისუფლად  გამოხატოს  საკუთარი  აზრი  და  დასაბუთებული  უარი  თქვას  იმ იდეათა     გაზიარებაზე,     რომელსაც     სთავაზობენ     სასწავლო     პროცესის მომდინარეობისას;
ზ)   მონაწილეობა   მიიღოს   ინდივიდუალური   საგანმანათლებლო   პროგრამების შემუშავებაში;
თ) ისარგებლოს სხვა უფლებებით, რომლებიც მინიჭებული აქვს მას საქართველოს კანონმდებლობით.
4. სტუდენტის   წახალისებასთან   და   დისციპლინურ   პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული    ურთიერთობები    რეგულირდება    უნივერსიტეტის    წესდების, შინაგანაწესისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების საფუძველზე.

მუხლი  18.  ფაკულტეტის  სტუდენტური  თვითმმართველობა
1. ფაკულტეტზე  მოქმედებს  საყოველთაო,  თანასწორი  და  პირდაპირი  არჩევნების საფუძველზე  არჩეული  სტუდენტური  თვითმმართველობა;  რომელიც,  საქმიანობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, უნივერსიტეტის წესდებისა და საკუთარი დებულების შესაბამისად.
2. ფაკულტეტზე არსებული სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს საერთო საუნივერსიტეტო   სტუდენტური თვითმმართველობის შექმნისა და ფუნქციონირების საფუძველს,   რომლის   მიზანია   სტუდენტების   მობილობისა   და   აქტიურობის ხელშეწყობა.
3. სტუდენტური  თვითმმართველობა მისი დებულებიდან გამომდინარე:
 ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
ბ) ირჩევს   სტუდენტური   თვითმმართველობის   წარმომადგენლებს   ფაკულტეტის საბჭოში;
გ)   უფლება   აქვს   შეიმუშაოს   რეკომენდაციები   და   წინადადებები,   რომლებიც დაკავშირებულია სასწავლო პროცესის შემდგომ დახვეწასთან და გაუმჯობესებასთან და წარუდგინოს ისინი ფაკულტეტის საბჭოს;
დ) განახორციელოს  სხვა  უფლებები,  რომლებიც  განსაზღვრულია  სტუდენტური თვითმმართველობის დებულებით;
ე) ფაკულტეტის  ადმინისტრაცია  არ  ერევა  სტუდენტური  თვითმმართველობის საქმიანობაში.


მუხლი  19.  დასკვნითი  დებულებანი
ფაკულტეტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ.