კონსოლიდირებული:
(N23/6;07.03.2024)

დამტკიცებულია: სსიპ-თბილისის სახელმწიფო 
სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 
2018 წლის 7 მარტის #23/3 დადგენილებით 




თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის დებულება


მუხლი  1. ზოგადი დებულებები

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში “უნივერსიტეტი”) საგამოცდო ცენტრი (შემდგომში “ცენტრი”) არის უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეული.
2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს  საქართველოს კონსტიტუციით, “უმაღლესი განათლების შესახებ”, საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო  და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, თსსუ-ს წესდებით, ამ დებულებითა და უნივერსიტეტის მართვის ორგანოების ადმინისტრაციული აქტებით.
3. ცენტრის ადგილსამყოფელია  ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N33“ (#23/6; 07.03.2024).

მუხლი  2.  ცენტრის მიზნები.  საქმიანობის  საგანი  და  მოვალეობები

1. ცენტრის მიზანია:
ა) სტუდენტთა პიროვნული პოტენციალის რეალიზების, პროფესიული უნარ- ჩვევების განვითარების თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე  სპეციალისტის  მომზადების  მიზნით,  სტუდენტთა  თეორიული  ცოდნის, ანალიტიკური უნარის და უნარჩვევების ობიექტური და სარწმუნო მეთოდებით შეფასება.
ბ) უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, უნივერსიტეტში გამოცდების     ჩატარების     უზრუნველყოფა,     გამოცდების     შედეგებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
გ)     სწავლების და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტუდენტთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების სარწმუნო და ობიექტური მეთოდებით შესაფასებლად რეკომენდაციების  მომზადება;
დ) მაღალხარისხიანი ტესტური ბაზის ფორმირება;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განათლების სისტემაში შეფასების სფეროს კრიტერიუმებისა და მეთოდების კვლევა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა;
ვ)     სემესტრული, კურაციული, სამაგისტრო, სადოქტორო, სარეზიდენტო და სხვა გამოცდების  ჩატარების  მეთოდური და ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
 
2. მიზნების მისაღწევად ცენტრი უზრუნველყოფს:
ა) უნივერსიტეტში  დადგენილი  გამოცდების  ჩატარების  წესის  შესაბამისად, გამოცდების მომზადებასა და ჩატარებას, საგამოცდო ტესტური ბაზის ფორმირების კოორდინაციას;
ბ) ტესტური შეკითხვების სასწავლო პროგრამებთან და სახელმძღვანელოებთან შესაბამისობას;
გ)     ტესტური შეკითხვების ნიმუშების ხელმისაწვდომობას;
დ) უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მონაწილეობას ცენტრის მუშაობაში;
ე) საგამოცდო პროცესის წარმართვას გამართული ტექნიკური აღჭურვილობით, თავისუფალ და სოციალურ სამართლებლივ გარემოში;
ვ)     თითოეულ სტუდენტზე შეფასების ელექტრონული ინფორმაციული ბაზის შექმნას;
ზ)   სტუდენტთა უფლებების დაცვას, მათთვის გამოცდის ჩატარების წესებისა და თარიღის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის, ტესტური გამოცდის შეფასების შედეგების შეუფერხებლად მიწოდებას.
თ)    შეფასების სისტემის განვითარებისა და ტესტების შემუშავების მეთოდიკის დანერგვისათვის სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების ჩატარების ორგანიზებას;
თ) თავისი საქმიანობის გამჭირვალობასა და საჯაროობას;
ი) სასწავლო დეპარტამენტების, მოწვეული პედაგოგების და შესაბამისი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფების შექმნას;
კ) ტესტური შეკითხვების კვალიფიციური შემოწმებისათვის დამოუკიდებელ ექსპერტთა მოწვევას;
ლ) სასწავლო დეპარტამენტებიდან ტესტების მოწოდებისა და მათი განახლების გრაფიკის დაცვაზე კონტროლის განხორციელებას;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

მუხლი  3.  ცენტრის  სტრუქტურა  და  მართვა

1. ცენტრის სტრუქტურა და შტატი ყალიბდება ცენტრის საქმიანობისათვის აუცილებელი ადამიანური რესურსების გათვალისწინებით და მას ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი.
2. ცენტრის დირექტორს (შემდგომში - დირექტორი) და ცენტრის დირექტორის მოადგილეს (შემდგომში - დირექტორის მოადგილე), კანცლერის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი (23/6; 07.03.2024.)
3. ცენტრის დირექტორი:
ა) ახორციელებს ცენტრის ზოგად ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას;
ბ) პასუხისმგებელია ტესტური ბაზის ფორმირებაზე;
გ)     წარმართავს ცენტრის საქმიანობას და წყვეტს მის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
 დ) პასუხისმგებელია კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, თსსუ-ს მართვის ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და ამ დებულების შესრულებაზე;
ე) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურეობრივ ზედამხედველობას ცენტრის თანამშრომელთა საქმიანობაზე;
ვ)     მოთხოვნის შესაბამისად რექტორს წარუდგენს ანგარიშს ცენტრის საქმიანობის შესახებ;
ზ)     პასუხისმგებელია ცენტრის სარგებლობაში არსებული ქონების დაცვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;
თ)    ანგარიშვალდებულია რექტორისა და კანცლერის წინაშე მართვის ამ ორგანოთა კომპეტენციის გათვალისწინებით.
ი)     ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
კ) შეიმუშავებს  და  ახორციელებს  პედაგოგიური  პერსონალის  მომზადების, პროგრამების პროექტების ორგანიზებას;
ლ) „ცენტრის დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების სეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ცენტრის დირექტორის მოადგილე.“(23/6; 07.03.2024)

4 ცენტრის დირექტორის მოადგილე: 

ა) ახორციელებს ცენტრის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ბ) ხელმძღვანელობს და  ზედამხედველობს გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საქმიანობას;
გ) შეისწავლის გამოცდის ჩატარების წესსა და საგამოცდო პროგრამასთან დაკავშირებულ პრობლემებს; მათ გადასაწყვეტად ამზადებს შესაბამის პროექტებს;
დ) პასუხისმგებელია ცენტრის სარგებლობაში არსებული ქონების დაცვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;
ე) მონაწილეობს სააპელაციო კომისიების საქმიანობაში;
ვ) ცენტრის დირექტორის მოადგილე ანგარიშვალდებულია რექტორისა და კანცლერის წინაშე.“ (23/6; 07.03.2024.)

4. ცენტრის ტექნიკური დირექტორი:
ა) ახორციელებს ცენტრის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ბ) ხელმძღვანელობს და ზედამხედველობს გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საქმიანობას;
გ)     შეისწავლის გამოცდის ჩატარების წესსა და საგამოცდო პროგრამასთან დაკავშირებულ პრობლემებს; მათ გადასაწყვეტად ამზადებს შესაბამის პროექტებს;
დ) პასუხისმგებელია ცენტრის სარგებლობაში არსებული ქონების დაცვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;
ე) მონაწილეობს სააპელაციო კომისიების საქმიანობაში;
ვ)     ცენტრის ტექნიკური დირექტორი ანგარიშვალდებულია რექტორისა და კანცლერის წინაშე მართვის ამ ორგანოთა კომპეტენციის გათვალისწინებით.

5. მთავარი სპეციალისტი:
ა) მონაწილეობს ცენტრის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფაში;
ბ) ხელმძღვანელობს ცენტრის სპეციალისტების გამოცდებისთვის მზადებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში;
დ) მონაწილეობს ცენტრის სარგებლობაში არსებული ქონების დაცვაში;
ე) ხელმძღვანელობს საგამოცდო ცენტრის აუდიტორიებში სადამკვირებლო საქმიანობას.

6. უფროსი სპეციალისტი:
ა) შეისწავლის გამოცდების ჩატარების წესს და საგამოცდო პროგრამებთან დაკავშირებულ პრობლემებს;
ბ) მონაწილეობს გამოცდებისთვის მზადებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში;
გ) მონაწილეობს საგამოცდო ცენტრის აუდიტორიებში სადამკვირებლო საქმიანობაში;
დ)   ადგენს ერთიან ბაზას მიღებული და გასული მასალების საფუძველზე საჭირო დოკუმენტაციის ოპერატიულად მოძიების მიზნით.
7. ცენტრის თანამშრომლებს ცენტრის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თსსუ-ს რექტორი.
8. ცენტრის თანამშრომლები უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას.

მუხლი 4. ცენტრის ქონება

ცენტრს ქონება გადაეცემა უნივერსიტეტის მიერ, დადგენილი წესით.

მუხლი 5. ცენტრის კონტროლი და ანგარიშგება

1. ცენტრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის მართვის ორგანოების წინაშე.
2. ცენტრის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს უნივერსიტეტი.

მუხლი  6.  ცენტრის  რეორგანიზაცია  და  ლიკვიდაცია

ცენტრის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს წარმომადგენლობითი საბჭო.