თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.1 სსიპ   -   თბილისის   სახელმწიფო   სამედიცინო   უნივერსიტეტის   (შემგომში “უნივერსიტეტი”)  უცხოური  ენების  ცენტრი  (შემდგომში  “ცენტრი”)  წარმოადგენს უნივერსიტეტის   სტრუქტურულ   ერთეულს,   რომელიც   შექმნილია   უნივერსიტეტის ფარგლებში უცხოური ენების შესწავლის ხელშეწყობის მიზნით.
1.2 ცენტრი  თავის  საქმიანობაში  ხელმძღვანელობს  საქართველოს  კონსტიტუციით, “უმაღლესი  განათლების  შესახებ”,  საქართველოს  კანონით,  სხვა  საკანონმდებლო  და წესდების    კანონქვემდებარე    ნორმატიული    აქტებით,    მართვის    ორგანოების ადმინისტრაციული  აქტებით  და  წინამდებარე  დებულებით,  რომელსაც  ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო.
1.3. ცენტრი ფუნქციონირებისათვის გადაცემული ქონებით და ფინანსური სახსრებით სარგებლობას ახორციელებს წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით.
1.4. ცენტრს გააჩნია უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ბეჭედი, შტამპი და სატიტულო ფურცელი.
1.5   ცენტრის იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, 0186, ვ. ფშაველას ქ. 29, I სასწავლო კორპუსი, მე-2 სართული, უცხოური ენების ცენტრი.

მუხლი 2. ცენტრის მიზნები და ამოცანები
2.1.  ცენტრის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
ა) უნივერსიტეტის    სასწავლო  გეგმის  შესაბამისად    უცხოური  ენების  (ლათინური, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული და სხვ.) სწავლების უზრუნველყოფა;
ბ) უნივერსიტეტის  მიზნებისა  და  ამოცანების  გათვალისწინებით,  უნივერსიტეტის ფარგლებში ენების შესწავლის ხელშეწყობა ცენტრთან არსებული ენების ინტენსიური სწავლების ფასიანი კურსების ბაზაზე;
გ)    უნივერსიტეტის    სტუდენტებისთვის,    რეზიდენტებისთვის,    მაგისტრებისთვის, დოქტორანტებისთვის,    პროფესორ-მასწავლებელთათვის,    სასწავლო    -    დამხმარე პერსონალისთვის,   პრაქტიკოს-სპეციალისტთათვის   და   ნებისმიერ   მსურველ   პირთა უცხოური ენების ინტესნიური სწავლების უზრუნველყოფა ფასიან კურსებისა თუ სხვადასხვა  საერთაშორისო  პროგრამებზე  შესაბამისი  ხელშეკრულების  საფუძველზე; (23/5; 07.04.2021წ.)
დ) შესაბამისი დაკვეთისა და ხელშეკრულების საფუძველზე თემატური და სხვა სახის მასალის სხვადასხვა ენაზე თარგმანის უზრუნველყოფა;
ე) ცენტრი ფუნქციონირებს უნივერსიტეტის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით;
ვ)     სხვა  ამოცანები,  რომელიც  არ  ცვლის  უნივერსიტეტის,  როგორც  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიზნებსა და ამოცანებს ან/და არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებს.

მუხლი 3 ცენტრის სტრუქტურა და საშტატო განრიგი
3.1. ცენტრის სტრუქტურას და საშტატო განრიგს ამტკიცებს უნივერსიტეტი.
3.2„ ცენტრის შემადგენლობაში შედის უცხოური ენების ინტენსიური სწავლების ფასიანი კურსები  და საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამები.“ (23/5; 07.04.2021წ.)

მუხლი 4. ცენტრის დირექტორი
4.1. ცენტრს  ხელმძღვანელობს  ცენტრის  დირექტორი,  რომელსაც  თანამდებობაზე ნიშნავს  და  თანამდებობიდან  ათავისუფლებს  უნივერსიტეტის  რექტორი.  ცენტრის დირექტორად შეიძლება დაინიშნოს უნივერსიტეტის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონდე პერსონალი.
4.2. ცენტრის დირექტორი ანგარიშვალდებულია რექტორისა და კანცლერის წინაშე.
4.3. ცენტრის დირექტორი უზრუნველყოფს:
ა) უნივერსიტეტის მიერ ცენტრის ფუნქციონირებისათვის გადაცემული ქონების მართვასა და დაცვას;
ბ) ცენტრის საქმიანობის  ხელმძღვანელობას;
გ)     ცენტრის ფინანსური საქმიანობის დაგეგმვასა და კონტროლს;
დ) ცენტრის  საორგანიზაციო  საქმიანობის  (ორგანიზაციული,  მატერიალურ-ტექნიკური და სხვა ღონისძიებები) დაგეგმვას და წარმართვას;
ე) ცენტრის საშტატო განრიგის შემუშავებას და დასამტკიცებლად წარდგენას;
ვ)     უნივერსიტეტის წარმომადგენლობით და აკადემიურ საბჭოებზე წლიური ანგარიშის წარდგენას;
ზ)     მოთხოვნის შესაბამისად ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენას;
თ) ცენტრის   თანამშრომელთა   საქმიანობისა   და   პროფესიული  დონის  მუდმივი ამაღლების პირობების შექმნას;
ი) თანამშრომელთა   შრომის   ანაზღაურების,   მათი   წახალისებისა   და   მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებების წარდგენას რექტორთან ან კანცლერთან;
კ) ინდივიდუალური ბრძანებების გამოცემას რექტორთან შეთანხმებით;
ლ) კურსის მსმენელებთან ხელშეკრულების გაფორმებას;
მ) სხვა   საქმიანობის   განხორციელებას,   რომელიც   პირდაპირ   ან   არაპირდაპირ ემსახურება ცენტრის მიზნებს.
4.4. ცენტრის საქმიანობის ორგანიზაციული, სამართლებრივი, დისციპლინური და სხვა ხასიათის ურთიერთობები წესრიგდება ცენტრის დირექტორის მიერ რექტორთან შეთანხმებით დამტკიცებული შინაგანაწესით.
4.5. „შინაგანაწესით  შეიძლება  განისაზღვროს:  უცხოური  ენების  კურსებსა  და  სხვა პროგრამებზე დაინტერესებულ პირთა მიღების, მზადების, ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატების  გაცემის  წესები  და  პირობები.“  (23/5;  07.04.2021წ.)4.6.  ცენტრის დირექტორის   ქონებრივი   პასუხისმგებლობის   ფარგლები   დგინდება   შესაბამისი ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტის და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
4.7. ცენტრის დირექტორი, წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობისას, მათ შორის ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში.

მუხლი 5. ცენტრის აპარატი და დამხმარე პერსონალი
5.1. ცენტრის დასაქმებულებს ცენტრის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი.
5.2. ცენტრის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო განრიგით.
5.3. ცენტრის   საქმიანობის   ცალკეულ   მიმართულებებს,   შესაბამისი   შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მოწვეული პირი.
5.4. ცენტრის თანამშრომლები   უზრუნველყოფენ ამ დებულებითა, შინაგანაწესით და შესაბამისი   შრომითი   ხელშეკრულებით   დაკისრებული   ფუნქციების   ჯეროვნად შესრულებას.
5.5. იმ  დასაქმებულთან,  რომელიც უშუალოდ  დაკავშირებულია  მისთვის  გადაცემული ქონებისა  და  ფასეულობის  შენახვასთან,  დამუშავებასთან,  ან  სამუშაო  პროცესში გამოყენებასთან  იდება  წერილობითი  შეთანხმება  მატერიალური  პასუხისმგებლობის შესახებ.

მუხლი 6. ცენტრის შემოსავლები
6.1. ცენტრის შემოსავლებს წარმოადგენს, კურსებზე მსმენელთა მომზადების, “ექიმისა და    პაციენტის    ენობრივი    ინტერკულტურული    კომუნიკაცია”    მომზადების, სასერტიფიკატო გამოცდების,   Iცერტ-ის მსმენელთა მომზადების, ექსტერნად გამოცდის ჩაბარების, მინიმალური კომპეტენციის ზღვარის განსაზღვრის საქმინობიდან მიღებული თანხები.

მუხლი 7. ცენტრის ქონება
7.1.  ცენტრის  ქონება  წარმოადგენს  უნივერსიტეტის  საკუთრებას  და  ცენტრს  იგი გადაცემული აქვს სარგებლობისა და მართვის უფლებით.

მუხლი 8. ცენტრის ეკონომიკური საქმიანობა
8.1. შესრულებული  სამუშაოების,  გაწეული  მომსახურების  ფასებსა  და  ტარიფებს, ბაზრის  კონიუნქტურიდან  გამომდინარე,  მოქმედი  კანონმდებლობით  განსაზღვრული წესით ადგენს უნივერსიტეტი.
8.2. ცენტრი  უნივერსიტეტთან  შეთანხმებით  განსაზღვრავს  სოციალურ-ეკონომიკური განვითარების წლიურ და პერსპექტიულ გეგმებს.

მუხლი 9. აღრიცხვა და ანგარიშგება
9.1.  ცენტრის  საბუღალტრო  და  სტატისტიკური  აღრიცხვა  ხორციელდება  მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოცულობითა და პერიოდულობით.
 
მუხლი 10. ცენტრის საქმიანობის კონტროლი
10.1. ცენტრის  საქმიანობის  კონტროლი  ხორციელდება  უნივერსიტეტის  მართვის შესაბამისი ორგანოების მიერ.
10.2. ცენტრის საქმიანობა მოწმდება არსებული კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 11. პასუხისმგებლობა და დავის გადაწყვეტა
11.1. ცენტრი პასუხისმგებელია თავის ვალდებულებებზე.
11.2. ცენტრის დირექტორისა და ცენტრის პერსონალის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 12. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტა
12.1. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები განისაზღვროს მომქმედი კანონმდებლობით;

მუხლი 13. დასკვნითი დებულებები
13.1. ცენტრის  დებულების  გაუქმება  ან  ამავდროულად  მასში  ცვლილებებისა  და დამატებების შეტანა ხდება უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.