დანართი 5
                                                                                                                            დამტკიცებულია
                                                                                       თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
                                                                      უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს
                                                                      2008 წლის   30 აპრილის
                                                                      #  23/4 დადგენილებით

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 
მოსამზადებელი ცენტრის

დებულება

თავი I.  ზოგადი დებულებები

მუხლი 1. 
1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში უნივერსიტეტი) მოსამზადებელი ცენტრი (შემდგომში “ცენტრი”) წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულს.
2. ცენტრი  თავის   საქმიანობაში    ხელმძღვანელობს    საქართველოს კონსტიტუციით, “უმაღლესი განათლების შესახებ”, საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო  და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, თსსუ-ის წესდებით, მართვის ორგანოების ადმინისტრაციული აქტებით და წინამდებარე დებულებით, რომელსაც ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო.
3. ცენტრი ფუნქციონირებისათვის გადაცემული ქონებით და ფინანსური სახსრებით სარგებლობას ახორციელებს წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით.
4. ცენტრს გააჩნია უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ბეჭედი, შტამპი და სატიტულო ფურცელი.

თავი II.  ცენტრის მიზნები და ამოცანები
მუხლი 2. 
ცენტრის ძირითადი მიზანია: 

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის საგამოცდო საგნებში მოსამზადებელი პირისათვის (აბიტურიენტისათვის) სრულფასოვანი ცოდნის მიცემა, მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და მომავალი სტუდენტების საუნივერსიტეტო სწავლებასთან ადაპტაციის უზრუნველყოფა. აბიტურიენტის სურვილით მისი ან მშობლის (მეურვის) მიერ სწავლების სათანადო საფასურის გადახდის საფუძველზე;
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღება და მომზადება შესაბამის საგნებში, შემდგომი უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მიზნით.

თავი III.  ცენტრის სტრუქტურა და საშტატო განრიგი

მუხლი 3. 
1. ცენტრის სტრუქტურა და საშტატო განრიგი ყალიბდება ცენტრის საქმიანობის აუცილებელი და ადამიანური რესურსების გათვალისწინებით, რომელსაც ცენტრის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი.
2. ცენტრში შეიძლება შეიქმნას სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო - ცენტრის საბჭო.

თავი IV. ცენტრის დირექტორი
მუხლი 4. 
1. ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი. დირექტორად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და პედაგოგიური, საორგანიზაციო მუშაობის გამოცდილება.
2. ცენტრის დირექტორი ანგარიშვალდებულია რექტორისა და კანცლერის წინაშე, მართვის ამ ორგანოთა კომპეტენციის გათვალისწინებით.
3. ცენტრის დირექტორი უზრუნველყოფს:
ა) უნივერსიტეტის მიერ ცენტრის ფუნქციონირებისათვის გადაცემული ქონების მართვასა და დაცვას;
ბ)   ცენტრის საქმიანობის ხელმძღვანელობას;
გ)  ცენტრის ფინანსური საქმიანობის დაგეგმვას და კონტროლს;
დ) უნივერსიტეტისათვის ცენტრის საფინანსო ბალანსის წარდგენას;
ე) ცენტრის საორგანიზაციო საქმიანობის (ორგანიზაციული, მატერიალურ-ტექნიკური და სხვა ღონისძიებები) დაგეგმვას და წარმართვას;
ვ)  ცენტრის საშტატო განრიგის შემუშავებას და დასამტკიცებლად წარდგენას;
ზ)  ცენტრის შინაგანაწესის შემუშავებას და დასამტკიცებლად წარდგენას;
თ)  უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოზე წლიური ანგარიშის წარდგენას;
ი) ცენტრის თანამშრომელთა საქმიანობისა და პროფესიული დონის მუდმივი ამაღლების პირობების შექმნას; 
კ) ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის გამოცემას რექტორთან შეთანხმებით, მსმენელთა ჩარიცხვის თაობაზე;
ლ) მსმენელებთან ხელშეკრულების გაფორმებას;
მ) სხვა საქმიანობის განხორციელებას, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება ცენტრის მიზნებს. 
4. ცენტრის დირექტორის ქონებრივი პასუხისმგებლობის ფარგლები დგინდება შესაბამისი ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტის და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
5. ცენტრის დირექტორი, თსსუ- ის მიერ დადგენილ ფარგლებში ან მინდობილობით, წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობისას, მათ შორის ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში.

თავი V. ცენტრის აპარატი და დამხმარე პერსონალი
მუხლი 5.
1. ცენტრის თანამშრომლებს ცენტრის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი. 
2. ცენტრის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო განრიგით.
3. ცენტრის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული უნივერსიტეტის საშტატო განრიგით, შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მოწვეული პირი. ცენტრის პერსონალის დანიშვნა და პედაგოგების მოწვევა ხდება დირექტორის წარდგინების საფუძველზე რექტორის ბრძანებით, შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. 
4. ცენტრის თანამშრომლები  უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას.
5. იმ დასაქმებულთან, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია მისთვის გადაცემული  ქონებისა  და  ფასეულობის შენახვასთან,  დამუშავებასთან,  ან 
სამუშაო პროცესში გამოყენებასთან იდება წერილობითი შეთანხმება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ. 

თავი VI. ცენტრის შემოსავლები

მუხლი 6.
1. ცენტრის შემოსავლებს, რომლებიც უნივერსიტეტის შემოსავლებად განიხილება, წარმოადგენს მიმდინარე საქმიანობით მიღებული შემოსავლები, სხვა წყაროები, რომელიც ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობით.
2. ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანების განსახორციელებლად ცენტრს დადგენილი წესით გადაეცემა ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, სარგებლობისა და მართვის უფლებით.

თავი VII. ცენტრის ქონება
მუხლი 7.
1. ცენტრის ქონება წარმოადგენს თსსუ-ს საკუთრებას და ცენტრს იგი გადაცემული აქვს სარგებლობისა და მართვის უფლებით.
2. ცენტრის ქონებასა და შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხები ცენტრსა და თსსუ-ს შორის რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.

თავი VIII. ცენტრის ეკონომიკური საქმიანობა
მუხლი 8.
1.  ეკონომიკურ საქმიანობას ცენტრი ახორციელებს წინამდებარე დებულების, მოქმედი კანონმდებლობის და სხვა ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე. შემსყიდველებთან (დამკვეთებთან) დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე.
2. შესრულებული სამუშაოების, გაწეული მომსახურების ფასებსა და ტარიფებს, ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ადგენს თსსუ.
3. სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობას ცენტრი დამოუკიდებლად არ აწარმოებს.
4. ცენტრი თსსუ-სთან შეთანხმებით განსაზღვრავს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების წლიურ და პერსპექტიულ გეგმებს.

თავი IX. აღრიცხვა და ანგარიშგება

მუხლი 9.
ცენტრის საბუღალტრო და სტატისტიკური  აღრიცხვა  ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოცულობითა და პერიოდულობით. 

თავი X. ცენტრის საქმიანობის კონტროლი

მუხლი 10.
1. ცენტრის საქმიანობის კონტროლი ხორციელდება თსსუ-ს მართვის შესაბამისი ორგანოების მიერ.
2. ცენტრის საქმიანობა მოწმდება არსებული კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი XI. პასუხისმგებლობა და დავის გადაწყვეტა

მუხლი 11.
1. ცენტრი პასუხისმგებელია თავის ვალდებულებებზე.
2. ცენტრის დირექტორისა და ცენტრის მუშაკების პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი XII. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტა

მუხლი 12.
1. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) რეორგანიზაცია;
ბ) ლიკვიდაცია.

2. ცენტრის ლიკვიდაცია ხორციელდება თსსუ-ს ადმინისტრაციული აქტის ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

თავი XIII. დასკვნითი დებულებები
მუხლი 13.
ცენტრის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.