თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დებულება


თავი  I. ზოგადი დებულებები
მუხლი  1.
თბილისის   სახელმწიფო   სამედიცინო   უნივერსიტეტის   (შემდგომში   “უნივერსიტეტი”) სამეცნიერო  უნარ-ჩვევების  ცენტრი  (შემდგომში  “ცენტრი”)  წარმოადგენს  უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს და იმყოფება მის უშუალო დაქვემდებარებაში.

მუხლი  2.
1. ცენტრი  თავის   საქმიანობაში     ხელმძღვანელობს     საქართველოს კონსტიტუციით, “უმაღლესი  განათლების  შესახებ”  საქართველოს  კანონით,  სხვა  საკანონმდებლო    და კანონქვემდებარე   ნორმატიული   აქტებით,   თსსუ-ს   წესდებით,   მართვის   ორგანოების ადმინისტრაციული  აქტებით,  ამ  დებულებით,  რომელსაც  ამტკიცებს  უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო.
2. ცენტრს გააჩნია უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ბეჭედი, შტამპი და სატიტულო
ფურცელი.
3. ცენტრის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ასათიანის #7.

თავი  II.  ცენტრის  მიზნები  და  ამოცანები
მუხლი  3.
1. ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს:
ა) სტუდენტებისთვის სამეცნიერო-კვლევითი უნარ_ჩვევების ჩამოყალიბება;
ბ) სამედიცინო პრაქტიკასა და კვლევაში ბიომედიცინის სამეცნიერო პრინციპების, მეთოდების და ცოდნის გამოყენება.
2. სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრმა უნდა უზრუნველყოს სტუდენტის მიერ:
ა) სამეცნიერო კვლევის წარმოების მეთოდოლოგიის ცოდნის შეძენა; კვლევის დიზაინის, დეტალური  დაგეგმვის,  მიღებული  შედეგების  დამუშავებისა  და  დასკვნების  გაკეთების უნარის  გამომუშავება;
ბ) ცოდნის  სრულყოფასა  და  მის  მუდმივად  განახლების  ჩვევის  შეძენა;  პრობლემის გადასაჭრელად   არსებული   საინფორმაციო   რესურსების   ანალიზის,      პრობლემის
დამოუკიდებლად   გადაჭრის   გზების   მოძიების,   დამოუკიდებელი   მუშაობისა   და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარის შეძენა;
გ) ზეპირსიტყვიერად და წერით საკუთარი აზრის გამოთქმის უნარის, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების,  პროფესიულ  პრაქტიკულ  საქმიანობაში  ბიომედიცინის  მეცნიერებების მიღწევების   გამოყენების   უნარის   შეძენა;      საინფორმაციო   ტექნოლოგიები   და ბიბლიოთეკების რესურსების რაციონალურად გამოყენება;
დ) პროფესიონალის ხელმძღვანელობით დაგეგმოს და განახორციელოს ინოვაციური კვლევა;
ე) მოახდინოს  ახალი,  რთული  და  წინააღმდეგობრივი  იდეებისა  და  მიდგომების კრიტიკული ანალიზი, სინთეზი და შეფასება;
ვ)     სამეცნიერო კვლევის წარმართვის ეთიკის პრინციპების ცოდნის შეძენა;
ზ)    მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრინციპების, უნარების და ცოდნის გამოყენება;
თ)   მტკიცებულებების გამოყენება პრაქტიკაში;
ი)    შესაბამისი   ლიტერატურული   კვლევის   სწორად   განსაზღვრა   და   ჩატარება; გამოქვეყნებული   ლიტერატურის   კრიტიკული   შეფასება,   დასკვნების   გამოტანა   და პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება.
3. სამეცნიერო კვლევის ევროპულ სისტემასთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა; სამეცნიერო ფორუმების, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების ჩატარება და  ორგანიზაცია.
4. სასწავლო-საგანმანათლებლო   მასალების,   წიგნების,   ბროშურების,   ბუკლეტების, პოსტერების მომზადება და გავრცელება.
5. სამეცნიერო   უნარ-ჩვევების   ცენტრის   განვითარებისა   და   პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა   (სამეცნიერო   უნარ-ჩვევების   ცენტრში   ღია   გაკვეთილების   მოწყობა დამამთავრებელი კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის).
6. სამეცნიერო  უნარ-ჩვევების  ცენტრის  მონაწილეობა  საერთაშორისო  შეხვედრებისა  და კონფერენციების ორგანიზებაში.
7. მუდმივად    განახორციელოს    და    განავითაროს    საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სამეცნიერო უნარ-ჩვევების კუთხით.
8. ცენტრი  აწარმოებს  თსსუ-ის  მიზნებისათვის  აუცილებელ  სასწავლო  და  სამეცნიერო საქმიანობას.
9. ამ დებულებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და ამოცანების გადასაწყვეტად ცენტრი თანამშრომლობს:
ა) უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან;
ბ) საქართველოსა და უცხოეთის სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

თავი  III.  ცენტრის  დირექტორი
მუხლი  4.
1. ცენტრს ხელმღვანელობს ცენტრის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.
2. ცენტრის დირექტორი ანგარიშვალდებულია რექტორის და კანცლერის  წინაშე, მართვის ამ ორგანოთა კომპეტენციის გათვალისწინებით.
3. ცენტრის  დირექტორი  ხელმძღვანელობს  ცენტრის  საქმიანობას.  ერთ-ერთი უფროსი სპეციალისტი ცვლის ცენტრის დირექტორს მისი არყოფნის პერიოდში.
4. ცენტრის დირექტორი უზრუნველყოფს:
 ა) უნივერსიტეტის მიერ ცენტრის ფუნქციონირებისთვის გადაცემული ქონების მართვასა და დაცვას;
ბ) უნივერსიტეტის ფაკულტეტების შესაბამისი დეპარტამენტების და პროგრამული მიმართულების აკადემიური პერსონალის მონაწილეობას საქმიანობაში, ამ დებულებით ცენტრისთვის განსაზღვრული ამოცანების განხორციელებისას;
გ)     ცენტრის შემოსავლების მობილიზაციაზე კონტროლს;
დ) ცენტრის  საორგანიზაციო  მუშაობის  (ორგანიზაციული, მატერიალურ-ტექნიკური, შიდა ღონისძიებები) დაგეგმვას და წარმართვას;
ე) მოთხოვნის შესაბამისად უნივერსიტეტისთვის ფინანსურ ან/და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენას;
ვ)     თანამშრომელთა   შრომის   ანაზღაურების,   მათი   წახალისებისა   და   მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადების წარდგენას რექტორთან;
ზ) სხვა საქმიანობის განხორციელებას, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება ცენტრის მიზნებს.
5. ცენტრის  საქმიანობის  ორგანიზაციული,  სამართლებრივი,  დისციპლინური  და  სხვა ხასიათის ურთიერთობები შეიძლება მოწესრიგდეს ცენტრის ხელმძღვანელის მიერ რექტორთან შეთანხმებით დამტკიცებული შინაგანაწესით.
6. ცენტრის დირექტორის ქონებრივი პასუხისმგებლობის ფარგლები დგინდება შესაბამისი ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტის და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
7. ცენტრის  დირექტორი  თსსუ-ის  მიერ  დადგენილ  ფარგლებში  ან  მინდობილობით, წარმოადგენს  ცენტრს  მესამე პირებთან ურთიერთობისას, მათ შორის  ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში.

თავი  IV.  ცენტრის  აპარატი  და  დამხმარე  პერსონალი
მუხლი  5.
1. ცენტრის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრის  საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო განრიგით.
3. ცენტრის      საქმიანობის   ცალკეულ   მიმართულებებს,   რომლებიც   არ   არის გათვალისწინებული    უნივერსიტეტის    საშტატო    განრიგით,    შესაბამისი    შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მოწვეული პირი.
4. ცენტრის   თანამშრომლები ანგარიშვალდებულნი და პასუხისმგებელნი არიან ცენტრის დირექტორის წინაშე.
5. ცენტრის    თანამშრომლები  უზრუნველყოფენ  მათთვის  დაკისრებული  ფუნქციების ჯეროვნად  შესრულებას  ამ  დებულების  შესაბამისად.  იმ  დასაქმებულთან,  რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია მისთვის გადაცემული ქონების და ფასეულობის შენახვასთან, დამუშავებასთან ან სამუშაო პროცესში გამოყენებასთან, იდება წერილობითი შეთანხმება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ.

თავი  V.  ცენტრის  ქონება
 მუხლი  6.
ცენტრი თავის საქმიანობაში იყენებს თსსუ-ის ქონებას, იგი ვალდებულია უზრუნველყოს ქონების დაცვა და დანიშნულებისამებრ გამოყენება.

თავი  VI.  ცენტრის  შემოსავლები  და  ხარჯები
მუხლი  7.
ცენტრის საქმიანობიდან შემოსავალი შეიძლება იყოს:
1. ცენტრის სასწავლო-სამეცნიერო და სხვა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.
2. სამეცნიერო გრანტის ფარგლებში მიღებული შემოსავლები.
3. სატენდერო კონკურსებში გამარჯვების შედეგად განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები.
4. კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

მუხლი  8. ცენტრის ხარჯი:
1. ცენტრის კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები უნივერსიტეტის მიერ, ძირითადად მოხმარდება ცენტრის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას.
2. ცენტრის შემოსავლებისა და ხარჯების ოპერირებას ახორციელებს უნივერსიტეტი თავისი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

თავი  VII.  ცენტრის  ეკონომიკური  საქმიანობა
მუხლი  9.
1. ცენტრი   ეკონომიკურ   საქმიანობას   ახორციელებს   წინამდებარე   დებულებით, კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე.
2. ცენტრი  ეკონომიკური  საქმიანობის  განხორციელებისას  იყენებს  თსსუ-ის  მიერ დამტკიცებულ სახარჯთაღრიცხვო ფასებსა და ტარიფებს.
3. ფასები  და  ტარიფები,  რომელიც  რეგულირდება  სახელმწიფოს  ან  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, სავალდებულოა ცენტრისთვის.

თავი  VIII. აღრიცხვა  და  ანგარიშგება
მუხლი  10.
ცენტრის საბუღალტრო და სტატისტიკური აღრიცხვა ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული მოცულობითა და პერიოდულობით.

თავი  IX. ცენტრის  საქმიანობის  კონტროლი
მუხლი  11.
1. ცენტრის  საქმიანობის  კოტროლი  ხორცილედება  თსსუ-ის  მართვის  შესაბამისი ორგანოების მიერ.
2. ცენტრის საქმიანობა მოწმდება არსებული კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი  X.  პასუხისმგებლობა  და  დავის  გადაწყვეტა
მუხლი  12.
1. ცენტრი პასუხისმგებელია თავის ვალდებულებებზე.
2. ცენტრის ხელმძღვანელისა და ცენტრის მუშაკების პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი  XI.  ცენტრის  საქმიანობის  შეწყვეტა
მუხლი  13.
ცენტრის  რეორგანიზაცია  ან  ლიკვიდაცია  ხორციელდება  თსსუ-ის  ადმინისტრაციული აქტით ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

თავი  XII.  დასკვნითი  დებულებები
მუხლი  14.
ცენტრის   დებულებას   ამტკიცებს   თსსუ-ის   წარმომადგენლობითი   საბჭო.   ცენტრის დებულების  გაუქმება,  მასში  ცვლილებებისა  და  დამატებების  შეტანა  უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.