კონსოლიდირებული:

(N23/6;07.03.2024)

 

დამტკიცებულია: სსიპ-თბილისის სახელმწიფო

სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს

2018 წლის 25 დეკემბრის #23/15 დადგენილებით  

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტის ცენტრის

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები.

 

1.1 თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტის  (შემდგომში "უნივერსიტეტი) სპორტის ცენტრი (შემდგომშიცენტრი”) წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია უნივერსიტეტის ფარგლებში სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

1.2 ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონითთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითმართვის  ორგანოების ადმინისტრაციული აქტებით და   წინამდებარე   დებულებითრომელსაც ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო.

1.3 ცენტრი ფუნქციონირებისათვის გადაცემული ქონებით და ფინანსური სახსრებით სარგებლობას ახორციელებს წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით.

1.4 ცენტრს გააჩნია უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ბეჭედი, შტამპი და სატიტულო ფურცელი.


მუხლი 2. ცენტრის ამოცანები

2.1 ცენტრის ძირითადი ამოცანებია:

) უნივერსიტეტის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, უნივერსიტეტის ფარგლებში სპორტის განვითარების ხელშეწყობა;

) ცენტრის ფუნქციონირებისათვის შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა-განვითარება;

სპორტის ცალკეული სახეობების განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

) ცენტრის ფუნქციონირება უნივერსიტეტის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით;

) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა;

) სხვა ამოცანები, რომელიც არ ცვლის უნივერსიტეტის, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიზნებსა და ამოცანებს ან და არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებს.

  

მუხლი 3. ცენტრის სტრუქტურა და საშტატო განრიგი.

 3.1 ცენტრის  სტრუქტურას  და საშტატო განრიგსცენტრიდირექტორის წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი.

მუხლი 4. ცენტრის დირექტორი.

4.1 ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი;

4.2 ცენტრის დირექტორი ანგარიშვალდებულია რექტორისა და კანცლერის წინაშე მართვის ამ ორგანოთა კომპეტენციის გათვალისწინებით.

4.3 ცენტრის დირექტორი უზრუნველყოფს:

) უნივერსიტეტის მიერ ცენტრის ფუნქციონირებისათვის გადაცემული ქონების მართვასა და დაცვას;

) ცენტრის საქმიანობის ხელმძღვანელობას;

) უნივერსიტეტისათვის ცენტრის საფინანსო ბალანსის წარდგენას;

ცენტრის  საორგანიზაციო მუშაობის (ორგანიზაციულიმატერიალურ- ტექნიკური,შიდა ღონისძიებები) დაგეგმვას და წარმართვას;

) მოთხოვნის შესაბამისად უნივერსიტეტისთვის ფინანსურ ან/და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენას;

) ცენტრის საშტატო განრიგის შემუშავებას და დასამტკიცებლად წარდგენას;

უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოზე წლიური ანგარიშის წარდგენას;

) თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების, მათი წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებების წარდგენას რექტორთან;

) სხვა საქმიანობის განხორციელებას, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება ცენტრის მიზნებს.

4.4 ცენტრის საქმიანობის ორგანიზაციული, სამართლებრივი, დისციპლინური და სხვა ხასიათის ურთიერთობები შეიძლება   დარეგულირდეს   ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესითშინაგანაწესით შეიძლება განისაზღვროსსპორტის ცალკეულ დარგში დაინტერესებულ პირთა მიღების, მზადების, ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის გაცემის და შეჯიბრებებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის წესები და პირობები, ასევე სპორტის დარგში დაინტერესებულ პირთა შეღავათიანი პირობებით მიღების წესები და სხვა პირობები.

4.5 შვებულების, სამსახურებრივი მივლინების ან მის მიერ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევების დროს დირექტორი თავისი მოვალეობის შესრულებას აკისრებს ცენტრის დირექტორის მოადგილე, ხოლო მოადგუილის არყოფნის შემთხვევაში ცენტრის რომელიმე თანამშრომელს (23/6. 07.03.2024.)

4.6 ცენტრის დირექტორის ქონებრივი პასუხისმგებლობის ფარგლები დგინდება შესაბამისი ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტის და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

4.7 ცენტრის დირექტორი, თსსუ-ის მიერ დადგენილ ფარგლებში ან მინდობილობითწარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობისას, მათ შორის ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში.

 

მუხლი 4ცენტრის დირექტორის მოადგილე

 დირექტორის მოადგილე უზრუნველყოფს:

ა) ცენტრში შესულ კორესპონდენციაზე პასუხის გაცემას და  ხელშეკრულების პროექტების მომზადებას.

ბ) ხელმძღვანელისთვის და უნივერსიტეტისთვის ფინანსურ და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავაშირებული დოკუმენტაციის წარდგენას;

გ)  ცენტრის საშტატო განრიგის შემუშავებას და დასამტკიცებლად წარდგენას;

დ). ცენტრის საორგანოზაციო მუშაობის განხორციელებას;

ე) დირექტორის მითითებების საფუძველზე  სხვა საქმიანობის განხორციელებას, რომელიც პირდაპირ და არაპირდაპირა ემსახურება ცენტრის მიზნებს;

ვ) დირექტორის შევებულების, სამსახურებრივი მივლინების ან მის მიერ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ასრულებს 

მუხლი 5. ცენტრის აპარატი და დამხმარე პერსონალი

5.1 ცენტრის სპორტული სახეობისა და ხელოვნების ცალკეული დარგის ხელმძღვანელებს და ცენტრის თანამშრომლებს, ცენტრის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი.

5.2 ცენტრის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო განრიგით.

5.3 ცენტრის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული უნივერსიტეტის საშტატო განრიგით, შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს  მოწვეული პირი.

5.4 ცენტრის თანამშრომრომლები უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებით (კონტრაქტით) დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას.

5.5 იმ დასაქმებულთან, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია მისთვის გადაცემული ქონებისა და ფასეულობის შენახვასთან, დამუშავებასთან,   ან სამუშაო პროცესში გამოყენებასთან იდება წერილობითი შეთანხმება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ.

მუხლი 6. ცენტრის შემოსავლები.

6.1 ცენტრის შემოსავლებს წარმოადგენს მიმდინარე საქმიანობით მიღებული შემოსავლები, სხვა წყაროები, რომელიც ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობით;

6.2 ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანების განსახორციელებლად ცენტრს დადგენილი წესით გადაეცემა ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, მართვის უფლებით;

მუხლი 7. ცენტრის ქონება.

7.1 ცენტრის ქონება წარმოადგენს  თსსუ-  საკუთრებას და  ცენტრს იგი გადაცემული აქვს სარგებლობისა და მართვის უფლებით.

7.2 ცენტრის ქონებასა და შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხები ცენტრსა და თსსუ- შორის რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების

შესაბამისად.

მუხლი 8. ცენტრის ეკონომიკური საქმიანობა

8.1ეკონომიკურ საქმიანობას ცენტრი ახორციელებს წინამდებარე დებულების,მოქმედი კანონმდებლობის და სხვა ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე შემსყიდველებთან (დამკვეთებთან) დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე.

8.2. ესრულებული სამუშაოების, გაწეული მომსახურების ფასებსა და ტარიფებს, ბაზრის  კონიუნქტურიდან  გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ადგენს თსსუ.

8.3 სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობას ცენტრი დამოუკიდებლად არ აწარმოებს.

8.4 ცენტრი თსსუ-სთან შეთანხმებით განსაზღვრავს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების წლიურ და პერსპექტიულ გეგმებს.

მუხლი 9. აღრიცხვა და ანგარიშგება

9.1 ცენტრის საბუღალტრო და სტატისტიკური აღრიცხვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოცულობითა და პერიოდულობით.

მუხლი 10. ცენტრის საქმიანობის კონტროლი.

10.1  ცენტრის  საქმიანობის კონტროლი ხორციელდება თსსუ- მართვის შესაბამისი ორგანოების მიერ.

10.2 საჭიროების შემთხვევაში თსსუ ნიშნავს აუდიტორს.

10.3  ცენტრის საქმიანობა მოწმდება არსებული კანონმდებლობით  დადგენილი წესით. 

მუხლი 11. პასუხისმგებლობა და დავის გადაწყვეტა

11.1. ცენტრი პასუხისმგებელია თავის ვალდებულებებზე.

12.2  ცენტრის დირექტორისა და ცენტრის  თანამშრომლების  პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 12. . ცენტრის საქმიანობის შეწყვეტა

12.1 ცენტრის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლებია:

) რეორგანიზაცია;

) ლიკვიდაცია.

12.2  ცენტრის ლიკვიდაცია ხორციელდება თსსუ- ადმინისტრაციული აქტის ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 13. დასკვნითი დებულებები.

13.1 ცენტრის დებულების გაუქმებამასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.