“თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დებულებაში”
ცვლილების შეტანის შესახებ
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 7 მაისის #23/3 დადგენილებით დამტკიცებული “თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”კლინიკის დირექტორი:
განსაზღვრავს კლინიკის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგენს თსსუ_ის წარმომადგენლობით საბჭოს;”