1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში “უნივერსიტეტი”) დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი (შემდგომში “ინსტიტუტი”) შექმნილია დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების (რეზიდენტურა, რეზიდენტურის ალტერნატიული ფორმა, სპეციალიზაცია), უწყვეტი პროფესიული განვითარების, ექიმთა, ექთანთა, ბებიაქალების და ექთანთა თანაშემწეების პროფესიული მზადებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანური რესურსების მართვის ხელშეწყობის მიზნით.
2. ინსტიტუტი თავის საქმიანობას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე.
3. ინსტიტუტი წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს. ინსტიტუტს აქვს საკუთარი ბეჭედი, ბლანკი და შტამპი.
4. ინსტიტუტი მდებარეობს ქ. თბილისში ვაჟა-ფშაველას #33. (06.07. 2018; N23/9)
მუხლი 2. ინსტიტუტის მიზნები და ამოცანები
1. კომპეტენციის ფარგლებში, ინსტიტუტის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
ა. დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული პროგრამების წარმართვა;
ბ. სამედიცინო და პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება;
გ. საერთაშორისო სამედიცინო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა;
დ. სამეცნიერო ფორუმების (კონფერენცია, სემინარი, სიმპოზიუმი, კონგრესი, ყრილობა) ორგანიზაცია და მონაწილეობის მიღება;
ე. სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა უწყებებთან საქმიანი კონტაქტების დამყარება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ვ. საექიმო სპეციალობებში, მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში და სუბსპეციალობებში დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების (რეზიდენტურა, სპეციალიზაცია) და უწყვეტი პროფესიული განვითარების სასწავლო პროგრამების შიდა სააკრედიტაციო ექსპერტიზა, მათი განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ზ. ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მოულოდნელად წარმოშობილი პრობლემების გადასაჭრელად საჭირო სასწავლო- საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება და პროფესიული საქმიანობის მიღმა დარჩენილი სამედიცინო პერსონალის გადამზადების პროგრამებით უზრუნველყოფა;
თ. მაღალმთიანი, დაშორებული, საზღვრისპირა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით პრიორიტეტული რეგიონების სამედიცინო
ი. კადრებით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ დეფიციტურ საექიმო სპეციალობებში გადამზადების, რეზიდენტურასთან გათანაბრებული სასწავლო პროგრამების და კურსების მომზადებისა და ამოქმედებისათვის ხელშეწყობა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ა. ექთნების, ბებიაქალების და ექთანთა თანაშემწეების გადამზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა სხვადასხვა ტიპის სამედიცინო და ინსტიტუციური დაწესებულებების საჭიროების გათვალისწინებით.
ბ. უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების განმხორციელებელი პედაგოგიური კადრების საკვალიფიკაციო კურსების სასწავლო პროგრამებით უზრუნველყოფა;
2. ინსტიტუტი საქმიანობას ახორციელებს სათანადო წესით გაფორმებული ხელშეკრულების, მათ შორის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე.
მუხლი 3. ინსტიტუტის სტრუქტურა
1. ინსტიტუტის ძირითადი ქვედანაყოფები განისაზღვრება უნივერსიტეტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესაბამისად.
2. სტრუქტურული ერთეულების ფუნქციონირების სამართლებრივი საკითხები რეგულირდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანაწესით.
მუხლი 4. ინსტიტუტის დირექტორი
1. ინსტიტუტს ხელმღვანელობს ინსტიტუტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი. დირექტორის შრომითი პირობები რეგულირდება შესაბამისი ხელშეკრულებით.
2. ინსტიტუტის დირექტორი უზრუნველყოფს:
ა) უნივერსიტეტის მიერ ინსტიტუტის ფუნქციონირებისათვის გადაცემული ქონების მართვასა და დაცვას;
ბ) ინსტიტუტის საორგანიზაციო მუშაობის (ორგანიზაციული, მატერიალურ- ტექნიკური, შიდა ღონისძიებები) დაგეგმვას და წარმართვას;
გ) მოთხოვნის შესაბამისად უნივერსიტეტისთვის ფინანსურ ან/და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენას;
დ) სხვა საქმიანობის განხორციელებას, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება ინსტიტუტის მიზნებს;
3. კომპეტენციის ფარგლებში ინსტიტუტის დირექტორი ინსტიტუტს წარმოადგენს მესამე პირებთან ურთიერთობისას.
4. დირექტორი უზრუნველყოფს დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების მიღების მსურველ პირებთან (რეზიდენტებთან, სპეციალისტებთან, უმცროს ექიმებთან, საექიმო სპეციალობის მაძიებლებთან, მომიჯნავე და სუბსპეციალობის მაძიებელ პირებთან, ექთნებთან, ბებიაქალებთან, ექთანთა თანაშემწეებთან და სხვა პირებთან), კანონმდებლობით გათვალისწინებულ კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებების გაფორმებას.
მუხლი 4.1. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე
1. ინსტიტუტის დირექტორს ჰყავს მოადგილე და ქვედანაყოფების ხელმძღვანელები. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს, ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და ინსტიტუტის თანამშრომლებს, ინსტიტუტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი.
2. ინსტიტუტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობას ასრულებს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში ქვედანაყოფების ხელმძღვანელები. (22.05.2024წ; N23/10).