თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ელექტრონული კომუნიკაციის ფორმით საკითხის განხილვის წესი

1. თსსუ–ის  წარმომადგენლობითი  საბჭო  უფლებამოსილია  იმ  შემთხვევებში, როდესაც  მხოლოდ ერთი საკითხია  განსახილველი, ან საკითხის  დაჩქარებული წესით    განხილვის    მიზნით    საჭიროა    რიგგარეშე    სხდომის    მოწვევა, გადაწყვეტილება მიიღოს ასინქრონული ელექტრონული კომუნიკაციის ფორმით.
2. გადაწყვეტილება  მიღებულად  ითვლება,  თუ  მას  მხარს  დაუჭერს  საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
3. საბჭოს  თითოეული  წევრი  ვალდებულია  გულდასმით  გაეცნოს  მისთვის გაგზავნილ  განსახილველ    საკითხს    და  განსაზღვრულ  დროში  გამოხატოს თავისი აზრი და მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით.
4. იმ   შემთხვევაში,   თუ   შეუძლებელი   გახდა   საკითხის   გადაწყვეტა ელექტრონული  კომუნიკაციის  ფორმით,  მაშინ  მოიწვევა  წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა დადგენილი წესით.
5. ელექტრონული   კომუნიკაციის   ფორმით   შეიძლება   განხილულ   იქნეს მხოლოდ ის საკითხები, რომელთა ასეთი წესით განხილვა არ ეწინააღმდეგება თსსუ–ის წესდებას.
6. გადაწყვეტილებას  ელექტრონული  ფორმით  საკითხის  განხილვის  შესახებ იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი.
7. ელექტრონული   ფორმით   საკითხის   განხილვასთან   დაკავშირებული ორგანიზაციული  ღონისძიებების  განხორციელებას  უზრუნველყოფს  თსსუ–ის წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო.
8. წინამდებარე  წესით  მიღებული  გადაწყვეტილება  წარმომადგენლობითი საბჭოს  სხდომის ოქმის ტოლფასია.