დამტკიცებულია:
სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
2019 წლის 24 ივლისის წარმომადგენლობითი საბჭოს
დადგენილებით 23/8
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის დებულება
მუხლი 1.
1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი (შემდგომში - „მუზეუმი“) წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში - „უნივერსიტეტი“ ) სტრუქტურულ ერთეულს.
2. მუზეუმი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, თსსუ-ის წესდებითა და შინაგანაწესით, უნივერსიტეტის მართვის ორგანოების ადმინისტრაციული აქტებით და ამ დებულებით.
მუხლი 2 . მუზეუმის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. მუზეუმი წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით სტრუქტურულ ერთეულს და მისი საქმიანობა უპირატესად ორიენტირებულია სასწავლო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებზე.
2. მუზეუმში დაცული საგანძური წარმოადგენს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას, ეროვნული სიმდიდრის შემადგენელ ნაწილს, ერის მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების ერთობლიობას, ხელშეუხებელ ერთიან სამუზეუმო ფონდს.
3. მუზეუმის საქმიანობის პრინციპები და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, თსსუ-ის წესდებით და „მუზეუმების შესახებ” საქართველოს კანონით.
4. მუზეუმის მიზანია:
ა) სამუზეუმო ფონდის შევსებისა და სრულყოფის მიზნით, შეიძინოს ან შემოწირულობა-საჩუქრის სახით შეკრიბოს, შეისწავლოს და დაიცვას საერთაშორისო სტანდარტების დონეზე სამედიცინო-ბიოლოგიური და სხვა პროფილის ისტორიული რარიტეტები.
ბ) პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოს კულტურულ ფასეულობებს, მხარი დაუჭიროს ქვეყნის კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის მნიშვნელოვან პროპაგანდას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე;
გ) ახალი ტექნოლოგიების ათვისებისა და დანერგვის საფუძველზე უზრუნველყოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღრიცხვისა და რესტავრაცია-კონსერვაციის მეცნიერული კვლევის ოპტიმალური პირობები;
დ) მოაწყოს ექსპოზიციები და დროებითი გამოფენები.
5. მუზეუმის ფუნქციებს და საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: თსსუ-ის თანხმობით:
ა) მეცნიერების და ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, კულტურის სფეროს დაწესებულებებთან, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან და ცალკეულ მეცნიერებთან და ხელოვანებთან თანამშრომლობა; კულტურული პროგრამების შემუშავება, უცხოეთის სამუზეუმო და საზოგადოებრივ სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობა;
ბ) სტაციონარული ექსპედიციებისა და მოძრავი გამოფენების მოწყობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მათი პერიოდული რეექსპოზიციის მოწყობა;
გ) როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ კომერციულ ან საქველმოქმედო სამუზეუმო ღონისძიებებში, მათ შორის: გამოფენებში, კონკურსებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და მსგავსი ღონისძიებების მოწყობა;
დ) მუზეუმში დაცული ექსპონატების დაცვა-აღრიცხვა, დიგიტალიზაცია, სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება;
ე) მუზეუმში დაცული კულტურულ-სამედიცინო და ინტელექტუალური მემკვიდრეობის ექსპერტიზა და კლასიფიკაცია; სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენა, სტანდარტიზაცია და რეგისტრაცია; ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით; მეცნიერული კვლევა თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებით;
ვ) სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური სრულყოფისა და შრომის ორგანიზაციის მოწინავე მეთოდების დანერგვის მიზნით სხვა სახელმწიფოების გამოცდილების შესწავლა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასწრაფო - გადაუდებელი, გეგმიური, მცირე და დიდი მოცულობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელება; სიძველეთა დაცვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფა;
თ) გამოფენების, კოლექციებისა და სამეცნიერო რესურსებზე დაყრდნობით საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საენციკლოპედიო და საცნობარო ხასიათის ლიტერატურის, ბუკლეტების, ღია ბარათების, პლაკატების, სუვენირების, სამეცნიერო და პოპულარული ხასიათის ლიტერატურის გამოცემა;
ი) სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების, კონგრესების, სესიებისა და სემინარების ჩატარება, ექსპედიციების მოწყობა;
კ) სამეცნიერო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ლ) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;
მ) მეცნიერების, სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის, მუზეუმში დაცულ მასალებზე მუშაობის ხელშეწყობის უზრუნველყოფა;
ნ) საომარი მოქმედებებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, მუზეუმში დაცული კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა.
მუხლი 4. მუზეუმის მართვა და სტრუქტურა
1. მუზეუმს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც კანცლერის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.
2. მუზეუმის დირექტორი: (04.08.2020წ. დადგენილება #23/13);
ა) წარმოადგენს მუზეუმს ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, წერს ბრძანებებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, მუზეუმის სახელით დებს გარიგებებს. ბ)უფლებამოსილია საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშნოს და გააათავისუფლოს მუზეუმის თანამშრომლები, მოითხოვოს კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანოს შტატგარეშე თანამშრომელი თსსუ-სთან შეთანხმებით ;
გ) სარესტავრაციო - საკონსერვაციო სამუშაოების ეფექტურად დაგეგმვისა და მონიტორინგის მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოს - სარესტავრაციო საბჭოს და ამტკიცებს მის დებულებას;
დ) უფლებამსილია წარადგინოს დასამტკიცებლად მუზეუმის საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი;
ე) მუზეუმის წინაშე მდგარი რიგი საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები, კომისიები;
ვ) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, თანამშრომლების ფუნქციონალურ დატვირთვას და სამსახურეობრივ ინსტრუქციებს;
ზ) ადგენს და ამტკიცებს მუზეუმის მიერ გასაწევი მომსახურების საფასურს. თ) მუზეუმის დირექტორი ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე.
ი) ხელმძღვანელობს მუზეუმის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;
კ) მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად, განაგებს მუზეუმის ქონებას და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე;
ლ) წარმართავს მუზეუმის საქმიანობას, ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას, წყვეტს მის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;
მ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მუშაკებს შორის, აძლევს მათ შესასრულებლად სავალდებულო მითითებებსა და დავალებებს;
ნ) თვალყურს ადევნებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულებას, ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას მუშაკთა საქმიანობაზე;
ო)საქართველოს „შრომის კოდექსის” შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს. უფლებამოსილია საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს ხელფასების დანამატები, ფინანსური დახმარება; სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან შეთანხმებით გასცეს პრემიები და ჯილდოები;
პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
რ) ორგანიზაციას უწევს ხელმძღვანელობის ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლს;
ს) პასუხს აგებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტისათვის;
ტ) ასრულებს რექტორის და კანცლერის ცალკეულ დავალებებს;
უ) ანგარიშვალდებულია სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
ფ) ადგენს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს მუზეუმის მიერ გასაწევი მომსახურების საფასურს.
ქ) დირექტორის მოადგილეს მუზეუმის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თსსუ-ის რექტორი.
ღ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მუზეუმის დირექტორის მოადგილე, ან ერთ-ერთი თანამშრომელი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
მუხლი 5. მუზეუმის დაფინანსების წყაროები
1. მუზეუმის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) გრანტები და შემოწირულობანი;
ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) მუზეუმის მიერ ბილეთებისა და აბონემენტების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი;
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება მუზეუმის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუზეუმის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
დასკვნითი დებულებები
1. დებულებას თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მონაწილეობით განიხილავს და ამტკიცებს თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭო.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დებულება ძალაშია დამტკიცები