2011/2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა გადმოყვანის წესის განსაზღვრის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის, “უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ, 2012 წლის 24 იანვრის №12/ნ ბრძანებების, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წერილის (№04-899, 25.01.2012) შესაბამისად, 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების გადმოყვანის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით,

ვბრძანებ:

1. 2011/2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გადმოყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვა განხორციელდეს დადგენილი წესით რეგისტრირებულ და გამოქვეყნებულ უნივერსიტეტში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე, მათ შორის:

ა) მედიცინის ფაკულტეტი (ერთსაფეხურიანი სამედიცინო განათლება):
- ქართულენოვანი სექტორი - 150 ადგილი;
- ინგლისურენოვანი სექტორი - 10 ადგილი;
ბ) სტომატოლოგიის ფაკულტეტი (ერთსაფეხურიანი სამედიცინო განათლება) - 40 ადგილი; გ) ფარმაციის ფაკულტეტი (ბაკალავრიატი) - 20 ადგილი;
დ)საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი (ბაკალავრიატი) - 50 ადგილი;
ე) ფიზიკური მედიცინისა დარეაბილიტაციის ფაკულტეტი (ბაკალავრიატი) - 30 ადგილი; ვ) საექთნო საქმის ბაკალავრი (ექთანი) - 15 ადგილი;
ზ)საექთნო საქმის ბაკალავრი (ბებიაქალი) - 15 ადგილი;

2. გადმოყვანის წესით ჩარიცხვის მსურველმა თსსუ-ის შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში
2012 წლის 24 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) მოტივირებული განცხადება ა(ა)იპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე;
ბ) საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; გ) სრული ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან;
დ) ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
ვ) ორი ფოტოსურათი (3X4, ელექტრონული ვერსიაც);
ზ) 2005/2006 სასწავლო წლიდან ჩარიცხულმა სტუდენტებმა - ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ქსეროასლი.
 
3. პრეტენდენტების განცხადებების და დოკუმენტაციის რეგისტრაციის, გადმოყვანის წესით ჩარიცხვის მსურველ პირთა საბუთების შესწავლისა და სტუდენტის მიერ ათვისებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ მოტივირებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეიქმნას სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობის დამდგენი კომისია (შემდგომში კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ა) დავით ჭავჭანიძე - ვიცე-რექტორი;
ბ) რიმა ბერიაშვილი - რექტორის მოადგილე;
გ) ირინე კვაჭაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი; დ) თინათინ ჩიქოვანი - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
ე) სამსონ მღებრიშვილი - სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; ვ) დალი ბერაშვილი - ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი;
ზ) ბიძინა ზურაშვილი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი;
თ) კახაბერ ჭელიძე - ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი; ი) რუსუდან რუხაძე - სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი;
კ) მედეა ჯღარკავა - პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი.

4. კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში, სტუდენტთა გადმოყვანის წესით ჩარიცხვისათვის აუცილებელია:

ა) კომისიის მოტივირებული დასკვნა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ, რითაც პირი სწავლობდა, მის მიერ მიღებული სავალდებულო კრედიტსაათების გათვალისწინებით;
ბ) მედიცინის ფაკულტეტის ქართულენოვან სექტორზე მობილობის მსურველს შესრულებული უნდა ჰქონდეს არაუმცირეს 150 კრედიტისა,
მაგრამ არაუმეტეს 210 კრედიტისა, ინგლისურენოვან სექტორზე - შესრულებული უნდა ჰქონდეს არაუმეტეს 270 კრედიტისა;
გ)   სტომატოლოგიის ფაკულტეტზე მობილობის მსურველს - შესრულებული უნდა ჰქონდესარაუმცირეს 150 კრედიტისა, მაგრამ არაუმეტეს 210 კრედიტისა,
დ) ფარმაციის ფაკულტეტზე მობილობის მსურველს - შესრულებული უნდა ჰქონდესარაუმცირეს 150 კრედიტისა, მაგრამ არაუმეტეს 180 კრედიტისა,
ე)   საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე მობილობის მსურველს - შესრულებული უნდა ჰქონდეს არაუმცირეს 90 კრედიტისა, მაგრამ არაუმეტეს 150 კრედიტისა,
ვ)   ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტზე მობილობის მსურველს -
შესრულებული უნდა ჰქონდეს არაუმცირეს 90 კრედიტისა, მაგრამ არაუმეტეს 150 კრედიტისა.

5. სტუდენტთა გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტი განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს გადაეცემა კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
 
უნივერსიტეტში გადმოყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვის თაობაზე კომისიის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში.

6. აკრედიტაციის სამსახურის დადებითი დასკვნის, თსსუ-ის მიერ დადგენილი სწავლის საფასურის გადახდისა და სტუდენტის პირადი საქმის წარმოდგენის საფუძვლებზე, თსსუ-ს რექტორი გამოსცემს “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გადმოყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვის თაობაზე” ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც გამოცემიდან 7 დღის ვადაში იგზავნება განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში და შესაბამისი სტუდენტის მობილობა აისახება რეესტრში.

რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია