საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 22 თებერვლის N126 ბრძანებულების საფუძველზე, ა(ა)იპ ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ ატრიბუტიკის შეცვლასთან გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 22 თებერვლის N 126 ბრძანებულების - ,,სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მცირე სახელმწიფო გერბის გამოყენების შესახებ“, ა(ა)იპ ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის, ა(ა)იპ ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2012 წლის 20 მარტის N 23/4 დადგენილების საფუძველზე:
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. 2012 წლის 23 მარტიდან შეწყდეს ა(ა)იპ - ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ მხოლოდ თსსუ-ის ლოგოს გამოსახულებიანი ბლანკის გამოყენება (დანართი 1).
2. 2012 წლის 23 მარტიდან შეწყდეს ა(ა)იპ - ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ თსსუ-ის ლოგოს გამოსახულებიანი ბეჭდის გამოყენება (დანართი 2).
3. 2012 წლის 23 მარტიდან ა(ა)იპ - ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“:
ა) ყველა ოფიციალური სახის დოკუმენტაცია, თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე, დამოწმებული იქნეს დაწესებულების ბეჭდით, რომელზეც გამოსახულია მცირე სახელმწიფო გერბი (დანართი 3);
ბ) საქმისწარმოებაში გამოყენებულ იქნეს ბლანკი, რომელზეც თსსუ-ის ლოგოსთან ერთად გამოსახულია მცირე სახელმწიფო გერბი (დანართი 4)
4. ა(ა)იპ - ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ თსსუ-ის ლოგოს გამოსახულებიანი ბეჭდის განადგურების მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი ბაქრაძე - ფინანსური რესურსების მართვისა და აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი;
ბ) მიხეილ რობაქიძე - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი; გ) მზია დუნდუა - იურიდიული სამსახურის უფროსი;
დ) ნინო ჩიხრაძე - კანცელარიის უფროსი;
5. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად.
6. ბრძანება დაეგზავნოს კანცლერს, ვიცე-რექტორს, რექტორის მოადგილეებს, კანცლერის მოადგილეს, ყველა სტუქტურულ ერთეულს, კომისიის წევრებს.
7. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია