ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებულ აქციაში უნივერსიტეტის თანამშრომელთა მონაწილეობის შესახებ 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდის “ივერიისა”-ს დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის წერილის შესაბამისად, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებულ აქციაში უნივერსიტეტის თანამშრომელების, დაქვემდებარებული კლინიკებისა და ინსტიტუტების ხელმძღვანელების აქტიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად,

ვბრძანებ:

1. დაევლოს კადრების სამსახურს (ლ. ზაზაძე):

1.1 უზრუნველყოს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების, დაქვემდებარებული კლინიკებისა და ინსტიტუტებისათვის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებულ აქციაში მონაწილეობაზე თანამშრომელთა თანხმობის ფორმების (თან ერთვის) კანცელარიისათვის გადაცემა.

1.2 გადასცეს ფინანსური რესურსების მართვის და აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტს ტაძრის მშენებლობის აქციაში მონაწილე მსურველთა სახელები და გვარები და ხელფასიდან გადასარიცხი თანხის ოდენობა.

2. დაევალოს კანცელარიას (ნ. ჩიხრაძე) – უზრუნველყოს პ. ბურჭულაძის წერილთან ერთად (თან ერთვის) წარმოდგენილი ფორმების ოპერატიული მიწოდება თსსუ-ს სტრუქტურული ერთეულების, დაქვემდებარებული კლინიკებისა და ინსტიტუტებისათვის.

3. დაევალოთ თსსუ-ს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, დაიყვანონ აკადემიური და ადმინისტრციულ/დამხმარე პერსონალის ყველა წევრამდე პაატა ბურჭულაძის ინიციატივა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის თაობაზე და უზრუნველყონ თანხმობის ფორმების წარმოდგენა თანხის მითითებით და თითოეულის ხელმოწერით კადრების სამსახურში.

4. დაევალოს ფინანსური რესურსების მართვის და აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტს (გ. ბაქრაძე), კადრების სამსახურის მიერ წარმოდგენილ აქციაში მონაწილეთა თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესაბამისად, უზრუნველყოს თანხის გადარიცხვა ფონდ “ივერიისა”-ს ანგარიშზე, ყოველთვიურად, ხელფასის დარიცხვასთან ერთად 2012 წლის მაისიდან.

5. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლები აქციაში მონაწილეობას მიიღებენ 2012 წლის ბოლომდე.


რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია