2013 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე, თსსუ-ის წესდების მე-14 და 37-ე მუხლების საფუძველზე, 2013 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზნით,

ვბრძანებ:
 

1.შეიქმნას დროებითი სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

·        გ. აბესაძე _ რექტორის მოადგილე, ჯგუფის ხელმძღვანელი;

·        მ. კალმახელიძე _ კანცლერის მოადგილე, ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;

·        გ. ბაქრაძე _ ფინანსური რესურსების მართვის და აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი;

·        ლ. აბესაძე _ საუნივერსიტეტო კლინიკის ფინანსური დირექტორი;

·        ნ. ლომიძე _ N.1 ქირურგიის დეპარტამენტის ქირურგიულ სნეულებათა მიმართულების სრული პროფესორი;

·        მ. რობაქიძე _ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი;

·        ა. ბუაჩიძე, _ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილე;

·        გ. დონაძე _ საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

·        მ. დუნდუა _ იურიდიული სამსახურის უფროსი;

·        ა. ათოშვილი – ‘’Medical Technology Georgian Company’’-ის ტექნოლოგიის მენეჯერი, ექსპერტი;

·        გ. ბერია _ გადაუდებელი მედიცინის სამსახურის ექსპერტი;

·        ც. გუგავა _ კლინიკებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

·        ა. კეკელიძე _ კლინიკებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

 

2. დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობამ მიმდინარე წლის 1 მაისიდან უზრუნველყოს ყოველი თვის პირველ ორშაბათს ოპერატიული თათბირების ჩატარება საუნივერსიტეტო კლინიკაში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით; გატარებული ღონისძიებების შესახებ დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობამ პერიოდულად მოახსენოს თსსუ-ის ადმინისტრაციულ თათბირზე.

 

3. სამუშაო ჯგუფმა უზრუნველყოს სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას სტაციონარული დაწესებულების სალიცენზიო და სანებართვო პირობების გათვალისწინება.

 

4. რექტორის მოადგილემ (გ. აბესაძე) და კლინიკებთან ურთიერთობის სამსახურმა მიმდინარე წლის 15 აპრილამდე წარმოადგინონ წინადადებები იმ კლინიკურ დეპარტამენტებისა და დეპარტამენტების მიმართულებების შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, განლაგდებიან საუნივერსიტეტო კლინიკაში.


5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:

 

5.1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ზემოაღნიშნული დეპარტამენტების და მიმართულებების ხელმძღვანელებმა და ექიმ-სპეციალისტებმა (სრული პროფესორები: ნ. ემუხვარი, დ. ვირსალაძე, ნ. ლობჟანიძე, ი. ვერულაშვილი, ა. კაციტაძე, ნ. ჭაბაშვილი, გ. გელბახიანი, მ. დვალი, გ. კიკნაძე, ნ. კინტრაია, ნ. ლომიძე, თ. აბულაძე, დ. ქოჩიაშვილი, შ. ჯაფარიძე, ო. ურუშაძე, თ. ნოზაძე, გ. ინგოროყვა; ექიმ- სპეციალისტები: ნ. გოგოხია, გ. მაღალაშვილი, ქ. ქუნთელია, ზ. მაჭავარიანი, გ. ბერია) კლინიკებთან ურთიერთობის სამსახურში უკვე წარადგინეს წინადადებები კლინიკის ფუნქციონირებისათვის საჭირო აპარატურის და აღჭურვილობის შესახებ.

 

5.2. რექტორის მოადგილემ (გ. აბესაძე) და კლინიკებთან ურთიერთობის სამსახურმა მიმდინარე წლის 1 მარტისათვის შეიმუშავა ნაერთი განაცხადი საუნივერსიტეტო კლინიკისათვის საჭირო აპარატურის შესაძენად. მათვე დაევალოთ 2012 წლის 30 აპრილისათვის წარმოადგინონ ნაერთი განაცხადის საბოლოო ვერსია აპარატურის სპეციფიკაციების გათვალისწინებით.

 

5.3. ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (ა. ბუაჩიძე) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერის 2011 წ. 17 ოქტომბრის N201/02 ბრძანების თანახმად დაინიშნა საუნივერსიტეტო კლინიკის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობაზე პასუხისმგებელ პირად და მას დაევალა სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხისა და სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების შორის შესაბამისობის მონიტორინგი.

 

6.   ეთხოვოს   თბილისის   სახელმწიფო    სამედიცინო    უნივერსიტეტის   კანცლერს    (ზ. ორჯონიკიძე) პირადად განახორციელოს კონტროლი აღნიშნულ ბრძანების შესრულებაზე.


რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია