უნივერსიტეტში საგრანტო პროექტების საკონკურსო დოკუმენტაციის განსახილველად წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ (09.08.2012)

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და თსსუ-ის წესდების მე-14 მუხლის შესაბამისად, უნივერსიტეტში საგრანტო დოკუმენტაციის განსახილველად წარმოდგენის ვადის განსაზღვრის მიზნით,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა, რომლებიც უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობას იღებენ საგრანტო კონკურსებში, კონკურსისათვის დადგენილი დოკუმენტაციის განხილვის და შესწავლის მიზნით, თსსუ-ში დოკუმენტაციის წარმოდგენა უზრუნველყონ გრანტის გამცემ ორგანიზაციაში დოკუმენტაციის წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე.

2. უნივერსიტეტისათვის საგრანტო დოკუმენტაციის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს კანცელარიის მეშვეობით.


რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია