(ა)იპ – ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის’’ საგანგებო ვითარების პირობებში მოქმედი ოპერატიული შტაბის შექმნის შესახებ

,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის   2008   წლის   26   აგვისტოს   #415      ბრძანებულების   გათვალისწინებით,  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის და ა(ა)იპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე–14 მუხლის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების დროულად და მაღალ დონეზე განხორციელების მიზნით,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

I. შეიქმნას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საგანგებო ვითარების პირობებში მოქმედი ოპერატიული შტაბი შემდეგი შემადგენლობით:


1. ზურაბ ვადაჭკორია შტაბის უფროსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტის რექტორი;

2. ზურაბ ორჯონიკიძე შტაბის  უფროსის მოადგილე მატერიალურ_ტექნიკური
მომარაგების დარგში, კანცლერი;

წევრები:

2.1. ნინო რუხაძე რექტორის აპარატის უფროსი;

2.2. ვასილ მიქაშავიძე კანცლერის აპარატის უფროსი;

3. გიორგი აბესაძე შტაბის უფროსის მოადგილე ევაკუაციის საკითხებში,
რექტორის მოადგილე

წევრები:

3.1. ანტონ კეკელიძე კლინიკებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი


4. რიმა  ბერიაშვილი ბიოლოგიური,  ქიმიური  და  რადიაციული  რეაგირების  ჯგუფის
უფროსი, რექტორის მოადგილე

წევრები:

4.1. ლუიზა გაბუნია სამეცნიერო უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორი

4.2. შორენა ხეცურიანი სამეცნიერო უნარ–ჩვევების ცენტრის უფროსი სპეციალისტი
 
5. მიხეილ რობაქიძე თავშესაფრის მომსახურების რგოლის უფროსი,

ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი

წევრები:

5.1. ალექსანდრე ბუაჩიძე სახანძრო-სამაშველო ჯგუფის უფროსი, ინფრასტრუქტურის
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

5.2. რამაზ თხელიძე ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების
უფროსი.


6. გიორგი დონაძე შტაბის უფროსის თანაშემწე კავშირგაბმულობისა და შეტყობინების საკითხებში, საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
წევრები:

6.1. დავით გვასალია საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის

სამსახურის ქსელის ადმინისტრატორი

6.2. ვიტალი რატკევიჩი საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის

სამსახურის მთავარი სპეციალისტი

7. ზაზა ტალახაძე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ჯგუფის უფროსი,

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

წევრები :

7.1. ჯიმშერ არჩვაძე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე

7.2. მარიკა ხანიკაევი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი

7.3. კახა აბულაძე სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი

II. ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულმა საგანგებო ვითარების პირობებში მოქმედმა ოპერატიულმა შტაბმა მიმდინარე წლის ბოლომდე უზრუნველყოს შტაბის წევრთა ფუნქციონალური მოვალეობების და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავება და დასამტკიცებლად წარმოდგენა.
 
III. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას ბრძანების დაგზავნა ყველა სტრუქტურული ერთეულისათვის.
IV. დაევალოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე.
V. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად.

VI. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.




რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია