2013/2014  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან  სტუდენტების მობილობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 27 იანვრის №08/01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის, საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63–ე მუხლის და სსიპ  – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე–14 მუხლის შესაბამისად,

ვ  ბ  რ  ძ  ა  ნ  ე  ბ:


1. შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,2013/2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან სტუდენტების მობილობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 27 იანვრის №08/01 ბრძანებაში და:
ა) ბრძანების პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1) დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე (ერთსაფეხურიანი სამედიცინო განათლება) - 10 ადგილი; “

ბ) ბრძანების პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს მე–2 ქვეპუნქტი. გ) ბრძანების მე–4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს მე–3 ქვეპუნქტი.

2. დაევალოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ბრძანების განთავსება თვალსაჩინო ადგილას და უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე.
 
3. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.

4. ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია