2014/2015  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან სტუდენტების მობილობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ (2014.07.24-90/01)

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის, საქართველოს განათ- ლებისა და მეცნიერების მინისტრის N10/ნ, 04.02.2010 ბრძანების, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის N395 (15.07.2014) ბრძანების შესაბამისად, 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან სტუდენტების მობილობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

I. 2014/2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გადმოყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვა განხორციელდეს დადგენილი წესით რეგისტრირებულ და გამოქვეყნებულ უნივერსიტეტში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე, მათ შორის:
1) დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე (ერთსაფეხურიანი სამედიცინო განათლება):
i. ქართულენოვანი სწავლება - 30 ადგილი;
ii. ინგლისურენოვანი სწავლება - 10 ადგილი;
2) დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ საგანმანათლებლო პროგრამაზე (ერთსაფეხურიანი სამედიცინო განათლება) - 5 ადგილი;
3) დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე (ერთსაფეხურიანი სამედიცინო განათლება) - 5 ადგილი;
4) საზოგადოებრივი ჯანდაცვის საბაკალავრო პროგრამაზე - 5 ადგილი;
5) საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მენეჯმენტის (ქართულ-ფრანგული) საბაკალავრო პროგრამაზე - 10 ადგილი;
6) ფარმაციის საბაკალავრო პროგრამაზე - 10 ადგილი;
7) ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამაზე:
i. ქართულენოვანი სწავლება - 5 ადგილი;
ii. ინგლისურენოვანი სწავლება - 5 ადგილი;
8) საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე (ექთანი) - 5 ადგილი;
9) საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე (ბებიაქალი) - 5 ადგილი;
II. გადმოყვანის წესით ჩარიცხვის მსურველმა თსსუ-ის შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში 2014 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1)   მოტივირებული განცხადება სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე;
2) საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
3) სრული ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან;
4) ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
5) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
6) ორი ფოტოსურათი (3X4, ელექტრონული ვერსიაც);
7) 2005/2006 სასწავლო წლიდან ჩარიცხულმა სტუდენტებმა - ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ქსეროასლი.
III. პრეტენდენტების განცხადებების და დოკუმენტაციის რეგისტრაციის, გადმოყვანის წესით ჩარიცხვის მსურველ პირთა საბუთების შესწავლისა და სტუდენტის მიერ ათვისებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ მოტივირებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეიქმნას სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობის დამდგენი კომისია (შემდგომში კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
1) კახაბერ ჭელიძე - ვიცე-რექტორი;
2) რიმა ბერიაშვილი - ვიცე-რექტორი;
3) ირინე კვაჭაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი;
4) თინათინ ჩიქოვანი - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
5) სამსონ მღებრიშვილი - სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი;
6) დალი ბერაშვილი - ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი;
7) ბიძინა ზურაშვილი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი;
8) ლელა მასხულია - ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი;
9) რუსუდან რუხაძე - სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი;
10) მედეა ჯღარკავა - პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი.
IV. კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში, სტუდენტთა გადმოყვანის წესით ჩარიცხვისათვის აუცილებელია:
1) კომისიის მოტივირებული დასკვნა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ, რითაც პირი სწავლობდა, მის მიერ მიღებული სავალდებულო კრედიტსაათების გათვალისწინებით;
2) დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით გადმოყვანა არ განხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამის მე–11–12 სემესტრებში;
3) დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე (ერთსაფეხურიანი სამედიცინო განათლება) დაიშვებიან მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული სტუდენტები;
4) დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ საგანმანათლებლო პროგრამაზე (ერთსაფეხურიანი სამედიცინო განათლება) დაიშვებიან მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდით ჩარიცხული სტუდენტები; ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა უნდა აღემატებოდეს მაქსიმალური შეფასების 75%-ს;
5) დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით გადმოყვანა განხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამის მხოლოდ პირველ სემესტრში, პროგრამული თავსებადობის ფარგლებში.
V. სტუდენტთა გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტი განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს გადაეცემა კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გადმოყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვის თაობაზე კომისიის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში.
VI. აკრედიტაციის სამსახურის დადებითი დასკვნის, თსსუ-ის მიერ დადგენილი სწავლის საფასურის გადახდისა და სტუდენტის პირადი საქმის წარმოდგენის საფუძვლებზე, თსსუ-ის რექტორი გამოსცემს “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გადმოყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვის თაობაზე” ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც გამოცემიდან
3 დღის ვადაში იგზავნება განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში და შესაბამისი სტუდენტის მობილობა აისახება რეესტრში.
 
VII.   დაევალოს კანცელარიას (ნ.ჩიხრაძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის თვალსაჩინო ადგილას.
VIII. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
IX. ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია